რატომ უნდა მიირთვათ ბადრიჯანი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რატომ უნდა მიირთვათ ბადრიჯანი
რატომ უნდა მიირთვათ ბადრიჯანი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში. გაითვალისწინეთ, რომ ბადრიჯანი მდიდარია სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით, კერძოდ, უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით. გარდა ამისა ის დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი ბოსტნეული შეიცავს 25 კკალ-ს, 3 გრ უჯრედისს, 1 გრ ცილას, 5 % კალიუმს, ვიტამინებიდან კი უხვად შეიცავს C და K ვიტამინებს. მასში ბევრი ანტიოქსიდანტია.

ბადრიჯანი გვიცავს ონკოლოგიური დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარებისაგან. დასახელებულ ბოსტნეულში შედის შენაერთი SRG, რომელიც ანადგურებს ონკოუჯრედებს. ბადრიჯნის მოყვარულებს ქოლესტერინის დაბალი დონე აღენიშნებათ სისხლში და გულიც ჯანსაღი
აქვთ.

ჭარბი წონის მქონე პირებს სპეციალისტები ბადრიჯნის დიეტას ურჩევენ. ეს არ ნიშნავს დღეობით მხოლოდ ბადრიჯნის ჭამას, ის უბრალოდ ყოველდღიურად უნდა დაამატოთ კერძებს და დღეში ორჯერ მაინც მიირთვათ.
ბადრიჯნის საკვებად გამოყენებისას ადამიანი კარგად ნაყრდება, იღებს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს მცირე კალორიებით. ასე რომ შეიყვარეთ ეს ბოსტნეული!

თინათინ
გოცაძე

ტეგები: ბადრიჯანი
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
ყავა უზმოზე - გულძმარვის, გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების სერიოზული რისკია. ყავა ასტიმულირებს
როგორ დავიკლოთ წონაში, დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები, თუნდაც 3–4კილო, ან როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები?
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
ასე გამოიყურება 200 კილოკალორიის საკვები ღირებულების მქონე სხვადასხვა საკვები პროდუქტი:
საღამოს მიღებული პროდუქტები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე. კვერცხი, ამ თვალსაზრისით იდეალური
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება