რატომ არის სასარგებლო ცხარე საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის სასარგებლო ცხარე საკვები

გამომუშავებული სითბოთი კალორიების დასაწვავად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, სპეციალისტები ცხარე კერძის მიღებას გვირჩევენ.

მაგალითად, მწარე წიწაკა შეიცავს ნაერთ კაპსაიცინს, რომელიც უერთდება TRPV1 რეცეპტორებს პირის ღრუში. ეს უკანასკნელი ტვინს გადასცემს გამაფრთხილებელ სიგნალებს ტემპერატურის მომატების საშიშროების შესახებ. ეს რეცეპტორები კაპსაიცინის გამოსავლენად კი არ არის, არამედ დამწვრობისგან ადამიანის დასაცავად. ცხარე ნაერთთან კონტაქტისას სხეული ავტომატურად იწყებს გაგრილებას - იოფლება, სისხლი მოედინება სახისკენ, ძლიერდება ცრემლდენა. გემოს რეცეპტორებზე კაპსაიცინი არ მოქმედებს.

მიუხედავად უსიამოვნი შეგრძნებებისა, ზოგიერთი ცხარე საკვების მიღების შემდეგ ეიფორიას გრძნობს, რადაგანაც კაპსაიცინი ააქტიურებს ენდორფინების (ხსნის ტკივილს და ბედნიერების განცდას იწვევს) და დოფამინის (მნიშვნელოვანია დაჯილდოების სისტემის მუშაობისთვის) გამოყოფას. თუმცა დროთა განმავლობაში ადამიანი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება ცხარეს მიმართ.

კაპსაიცინი ასევე აქვეითებს მადას. როგორც კვლევამ აჩვენა, ცხარე სოუსის დამატებისას, მოხალისეები სადილად, ჩვეულებრივზე 200 კალორიით ნაკლებს მიირთმევდნენ. გარდა ამისა, კაპსაიცინის ძირითადი წყარო - ცხარე წიწაკა შეიცავს იმუნიტეტის გამაძლიერებელ А და С ვიტამინებს.

ცხარე პროდუქტები ასევე ახდენენ იბუპროფენის მსგავს ანტიმიკრობულ და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტს.

ლალი ჩხიკვაძე