რა განაპირობებს სიმსუქნეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რა განაპირობებს სიმსუქნეს
რა განაპირობებს სიმსუქნეს
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი მიზეზები. ესენია:

1) კვება გაუცნობიერებლად
საკვები გაცნობიერებულად უნდა მიირთვათ; ეს ნიშნავს იმას, რომ ყურადღება მიაქციოთ რას, სად და როგორ მიირთმევთ. ამისათვის საჭიროა:
• საკვები მიირთვათ მაგიდასთან დამჯდარმა;
• კვების დროს იფიქროთ მხოლოდ საკვებზე და არ გაერთოთ;
• საკვები მიირთვათ ნელა;
• იკვებოთ ჯანსაღი საკვებითა და სასარგებლო კერძებით;

2) შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები
სიმსუქნეს იწვევს შაქრის დიდი შემცველობა ზოგიერთ პროდუქტსა და სასმელში. რაფინირებულ ნახშირწყლებს შეიცავს თეთრი ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, პური. ისინი სწრაფად შეითვისება და გარდაიქმნება გლუკოზად. გლუკოზის სიჭარბე სისხლში
ხელს უწყობს ინსულინის დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც თავის მხრივ ცხიმოვან ქსოვილში ცხიმის დაგროვებას განაპირობებს.

3) უჯრედისის ნაკლებობა
უჯრედისი დანაყრების გრძნობას იწვევს. მას შეიცავს მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, ნიგოზი და პარკოსნები.

4) ბაქტერიათა დისბალანსი ნაწლავებში
კვლევებით დადასტურებულია, რომ “კარგი” ბაქტერიები სხეულის მასის დაქვეითებაზე ახდენს გავლენას. მსუქნებს, ჩვეულებრივ, ნაწლავის
მიკროფლორის ბალანსი დარღვეული აქვთ. იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ სასარგებლო ბაქტერიების ცხოველმყოფელობას ნაწლავებში, რეგულარულად და დიდი რაოდენობით უნდა მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, საზოგადოდ, მცენარეული საკვები.

5) უძილობა
მათ, ვისაც 5-6 საათზე ნაკლებხანს სძინავს, ჭარბი წონის დაგროვება ემუქრება. ჯანსაღი ძილი გავლენას ახდენს მადის განმსაზღვრელი ჰორმონების რეგულაციაზე.

6) სტრესი
ქრონიკული სტრესი სისხლში კორტიზოლის დონეს ზრდის. ამ ჰორმონის ხანგრძლივად არსებობა სისხლში კი აძლიერებს მადას. სხეულის მასის ინდექსის ნორმალიზებისთვის აუცილებლად ერიდეთ სტრესებს, ისწავლეთ მათი დაძლევა.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
13-08-2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, სიმსუქნე “XXI საუკუნის არაინფექციური ეპიდემიაა”.
13-08-2018
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
02-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ითვლება, რომ სასარგებლო პროდუქტები ცალსახად ხელს უწყობს გახდომას. მაგრამ პრაქტიკულად ეს ყოველთვის
ქალებისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რაციონში სოიო. სოიოს მაღალი
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
საკვების შესახებ მრავალი სტერეოტიპი არსებობს: ის ან სასარგებლოა, ან მავნებელი, ან ხარისხიანია ან უხარისხო, ან ახალია, ან ვადაგასული.
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868