"ფასტ-ფუდის" შეფუთვაც კი საშიშროებას ქმნის - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
"ფასტ-ფუდის" შეფუთვაც კი საშიშროებას ქმნის
"ფასტ-ფუდის" შეფუთვაც კი საშიშროებას ქმნის
ამერიკელმა მეცნიერებმა სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტიდან შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმზე ე.წ. "ფასტ ფუდის" (სწრაფი კვების) მავნე ზემოქმედება. კვლევის პროცესში მათ აღმოაჩინეს რამდენიმე ისეთი ნივთიერება, რომელსაც არ შეიძლება შეიცავდეს საკვები პროდუქტები. შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალბათ აღნიშნული საშიშროება შეფუთვაში იმალება.

მართლაც, "ფასტ ფუდის" კერძებისა თუ საკვები პროდუქტების სტანდარტული შეფუთვის ანალიზმა გამოავლინა, რომ მის შემადგენლობაში შედის ქიმიური შენაერთები - ფტალატები, რომელთა ორგანიზმში მოხვედრისას ნივთიერებათა ცვლა ირღვევა. ფტალატების საფუძვლიანად შესწავლა-ანალიზის შედეგად მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ეს ქიმიური შენაერთები სტრუქტურით სასქესო ჰორმონის, ესტროგენის იმიტატორია, ამიტომაც მათი მავნე გავლენა ვრცელდება
არა მხოლოდ ნივთიერებათა ცვლაზე, არამედ უშუალოდ ენდოკრინულ და სასქესო სისტემებზე.

მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ ფტალატები გამოიყენება არა მხოლოდ სწრაფფუჭებადი პროდუქციის შესაფუთი მასალების, არამედ საბავშვო სათამაშოებისა და ზოგიერთი სამშენებლო მასალის წარმოებაშიც.

თინათინ გოცაძე

თარიღი : 06-07-2018
levani
ინფორმაციის წყაროს რატომ არ უთითებთ?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ასე გამოიყურება 200 კილოკალორიის საკვები ღირებულების მქონე სხვადასხვა საკვები პროდუქტი:
13-09-2018
ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს რამდენიმე მრავალწლიანი კვლევის
23-07-2018
(უჯრედისის სასარგებლო თვისებები)

ამ სტატიით შეიტყობთ იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომლებიც ვითარდება თქვენს ორგანიზმში უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებისას.
04-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ექვსი კვირის
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
ყავა უზმოზე - გულძმარვის, გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების სერიოზული რისკია. ყავა ასტიმულირებს
როგორ დავიკლოთ წონაში, დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები, თუნდაც 3–4კილო, ან როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები?
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
ასე გამოიყურება 200 კილოკალორიის საკვები ღირებულების მქონე სხვადასხვა საკვები პროდუქტი:
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით