რა დაასკვნეს სპეციალისტებმა ვეგეტარიანული დიეტის კვლევის შედეგად - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რა დაასკვნეს სპეციალისტებმა ვეგეტარიანული დიეტის კვლევის შედეგად
რა დაასკვნეს სპეციალისტებმა ვეგეტარიანული დიეტის კვლევის შედეგად
სულ უფრო მეტი ადამიანი, ამა თუ იმ მიზეზით, მისდევს ვეგეტარიანული კვების პრინციპებს. უკანასკნელი წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ხორცზე უარით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სიმსუნქის და ზოგიერთი სახეობის კიბოს განვითარების რისკი. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვეგეტარიანული დიეტა გულსისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებებისგანაც იცავს.

სპეციალისტებმა ვეგეტარიანულ კვებასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი კვლევის მონაცემი გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომელთა რაციონიც მცენარეულ საკვებს შეადგენს, 34% უფრო ნაკლებად აღენიშნებოდათ ჰიპერტონია. ათეროსკლეროზის სიმპტომები ვეგეტარიანელებში 91% მცირე იყო, ხოლო გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან სიკვდილი 40% უფრო ნაკლები (მათთან შედარებით,
ვინც უპირატესობას ხორცს ანიჭებს).

გარდა ამისა, ვეგეტარიანელებში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონე - „ცუდი“ ქოლესტერინი - ძალიან დაბალი აღმოჩნდა. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ დადებითი შედეგების მისაღწევად ხორცზე საერთოდ უარის თქმა, სრულიადაც არაა საჭირო. საკმარისია რაციონში ხორცის რაოდენობის უბრალოდ შემცირება.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
20-09-2018
რაციონის ცვლილება ნაწლავის მიკროფლორაზე ახდენს გავლენას. ორკვირიანი დაბალანსებული კვების შემდეგ,
18-09-2018
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
17-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ექვსი კვირის
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
ყავა უზმოზე - გულძმარვის, გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების სერიოზული რისკია. ყავა ასტიმულირებს
როგორ დავიკლოთ წონაში, დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები, თუნდაც 3–4კილო, ან როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები?
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე
ასე გამოიყურება 200 კილოკალორიის საკვები ღირებულების მქონე სხვადასხვა საკვები პროდუქტი:
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით