კვება კლიმაქსის დროს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
კვება კლიმაქსის დროს
კვება კლიმაქსის დროს
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები. ბევრს ამის შესახებ საუბარიც კი ეჩოთირება. ყოველივე ეს არასაკმარისი ცოდნით არის განპირობებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმაქსი დაავადება არ არის, ქალის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობაა. ბევრს მენოპაუზა ტრაგედიად მიაჩნია, რადგან ჰგონია, რომ ამის შემდეგ ქალი თავის ფუნქციას კარგავს. ეს მცდარი შეხედულებაა - მენოპაუზის დროს ქალი კარგავს მხოლოდ შვილოსნობის უნარს და არა ქალურ თვისებებს. სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:

1. ჰორმონების დეფიციტის შევსებით;
2.
ჯანსაღი დაბალანსებული კვებით;
3. საკმარისი ფიზიკური აქტივობით.

ჯანსაღი ბალანსებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების ზემოქმედების გარეშე კალციუმი ძვლებში ვერ “დამაგრდება”), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვების მიღებას. კვების რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებას უნდა ისახავდეს მიზნად, ვინაიდან მუცელზე
ჭარბი ცხიმი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და, შესაბამისად, ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთის მიზანმიმართული ვარჯიშიც. კალციუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა 1000-1500 მგ. ეს ელემენტი უხვად არის:

  • რძეში;
  • ყველში;
  • იოგურტში;
  • მწვანე ბოსტნეულში;
  • ორაგულში;
  • სოიაში.

კალციუმთან ერთად აუცილებელია ფოსფორის მიღებაც. ფოსფორით მდიდარია თევზი. D ვიტამინი არეგულირებს ძვლებში კალციუმის ცვლას და საკვებიდან ამ ელემენტის ათვისებაში მონაწილეობს. ის ჩვენს ორგანიზმში სინთეზდება მზის სხივების ზემოქმედებით. ვიღებთ საკვებიდანაც. დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით მზეზე ყოფნა საკმარისია, რომ ორგანიზმმა სათანადო ოდენობის D ვიტამინი გამოიმუშაოს.

D ვიტამინი მოიპოვება:

  • კვერცხის გულში;
  • ღვიძლში;
  • ორაგულში;
  • ქაშაყში.

მისი დღიური ნორმაა 400-800 ერთეული.

კვების ჰიგიენა კლიმაქსურ და კლიმაქსის შემდგომ პერიოდში ისევე აქტუალურია, როგორც სასქესო ორგანოთა და, საზოგადოდ, სხეულის ჰიგიენა. კვების რაციონალურ რეჟიმსა და რაციონის სრულყოფილებაზე დამოკიდებულია კლიმაქსური პერიოდის ნორმალური მიმდინარეობა და ორგანიზმის სიჯანსაღე ხანდაზმულ ასაკში. ორგანიზმისთვის აუცილებელია მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტებიც, ასევე - ვიტამინებიც. ამ პერიოდში კვების რაციონი განსაკუთრებით მდიდარი უნდა იყოს რძის ნაწარმით (ყველი, ხაჭო, არაჟანი, იოგურტი), ხილითა და ბოსტნეულით, უჯრედისითა და ცხოველური ცილით. უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმისა და ძნელად მოსანელებელი კომპონენტების შემცველი პროდუქტები.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
11-08-2018
სრულფასოვანი ძილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვებ რაციონს, არამედ საკვების მიღების დროსაც.
03-08-2018
ზაფხულში ზოგს მადა უქვეითდება, რაც სრულიად ნორმალურია. საკვების მონელებაზე საკმაოდ დიდი ენერგია
31-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ითვლება, რომ სასარგებლო პროდუქტები ცალსახად ხელს უწყობს გახდომას. მაგრამ პრაქტიკულად ეს ყოველთვის
ქალებისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რაციონში სოიო. სოიოს მაღალი
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
საკვების შესახებ მრავალი სტერეოტიპი არსებობს: ის ან სასარგებლოა, ან მავნებელი, ან ხარისხიანია ან უხარისხო, ან ახალია, ან ვადაგასული.
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868