რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
განტვირთვის დღის ძირითადი შეცდომები
განტვირთვის დღის ძირითადი შეცდომები
განტვირთვის დღე ორგანიზმისთვის ეფექტურია, რადგანაც თავისუფლდება ზედმეტი სითხისგან, ქვეითდება სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონე. აქტიურდება ნაწლავის მუშაობა. განტვირთვა ყველასათვის სასიამოვნა არაა, რადგანაც შეიძლება მოახდინოს გასტრიტის, პანკრეატიტის და შაკიკის პროვოცირება. როგორ მოვიყვანოთ ორგანიზმი ტონუსში, ზედმეტი მოვიშოროთ ისე, რომ არაფერი ვავნოთ თავს.

განტვირთვის დღე ერთდღიანი მონოდიეტაა, ანუ ერთი დღის განმავლობაში ვიღებთ მხოლოდ ერთი სახის პროდუქტს, მაგალითად ვაშლს ან ხაჭოს. ამასთან, საერთო კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 600–1000 კალორიას. იგი ძალიან ეფექტურია, რადგანაც დღის განმავლობაში უფრო მეტი კალორია იხარჯება, ვიდრე მოიხმარება, შედეგად ჩქარდება ნივთიერებათა
ცვლა.

როგორი შედეგი შეიძლება მივიღოთ?

ზოგიერთი დღეში 1-2 კგ-ის დაკლებას ახერხებს, მაგრამ ეს არის სითხე და არა ცხიმი. ცხიმის დასაწვავად, მარტო კვების შეზღუდვა საკმარისი არაა, საჭიროა ფიზიკური დატვირთვაც. განტვირთვის დღის მიზანი ნივთიერებათა ცვლის „შეჯანჯღარებაა“. ყველა წესის
დაცვისას, განტვირთვის დღის შემდეგ თუ არ მივაწყდებით ტკბილეულს, ცხიმიანსა და ცომეულს, გახდომა შესაძლებელია, ორგანიზმი საკვებს უფრო სწრაფად მოინელებს.

რომელი პროდუქტები შეიძლება მივიღოთ განტვირთვის დღეს

• ხორცი/თევზი დღეში: 400გრ ხორცი ან თევზი (800 კკალ) — ცილოვანი საკვები ხელს უწყობს ცხიმის გროვების დაწვას.
• ვაშლის დღე: 1-1,5 კგ ვაშლი (500-600 კკალ) — ვაშლში მდიდრადაა საკვები ბოჭკოები, რომლებიც წმენდენ ორგანიზმს.
• კეფირის დღე: 1-1,5 ლ კეფირი (1000კკალ) —აუმჯობესებს კუჭის მუშაობას.
• კურაგის დღე: 500 გრ (1000 კკალ) — კურაგა კალიუმის წყაროა, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში წყლის ბალანსს და გამოდევნის ზედმეტ სითხეს.
• წიწიბურას დღე: 250 გრ (700კკალ) — „უხეში“ საკვები შეიცავს უჯრედისს და ასტიმულირებს საკვების მონელებას.
• საკვების უნდა ვიიღოთ დღეში 4-5 ჯერ.

როდის სრულდება განტვირთვის დღე „სასწრაფო დახმარებით“

მაშინ, როდესაც პროდუქტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუთვალისწინებლად ვირჩევთ.
• თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების დროს არ შეიძლება განტვირთვა ცილოვანი საკვებით (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები).
• ცილების გადამუშავების დროს, გამოიყოფა ტოქსინები, რომლებიც თირკმელების საშუალებით უნდა გამოვიდეს ორგანიზმიდან. ხორცისა და რძის პროდუქტების მიღებით, მთელი სიმძლავრით ვაიძულებთ მათ მუშაობას.
• გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს არ შეიძლება ვაშლითა და წიწიბურათი განტვირთვის მოწყობა.
• ვაშლი და წიწიბურა „უხეში“ საკვებია დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკოებით. ვაშლი კუჭის წვენის ჭარბად გამოყოფას იწვევს, იზრდება მჟავიანობა, რაც შეიძლება გასტრიტის შეტევით დასრულდეს.
• შარდმჟავას მომატებული დონის დროს არ შეიძლება ხორცის საშუალებით განტვირთვის დღის მოწყობა.
• ხორცი პურინების წყაროა. როდესაც ეს ნივთიერებები დიდი რაოდენობით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, იზრდება შარდმჟავას დონე, რაც იწვევს პოდაგრის განვითარებას.

უკუჩვენება

• შაქრიანი დიაბეტი. მთელი დღის განმავლობაში მონოკვება იწვევს შაქრის მკვეთრად შემცირებას, რაც დიაბეტიანებისთვის სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამწვავება (წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, პანკრეატიტი). არასწორად შერჩეულმა პროდუქტმა შეიძლება გამწვავება გამოიწვიოს.

ფრთხილად მარილი

ჭარბი მარილი არღვევს წყალ-მარილოვან ბალანსს, ზრდის წონას, ამიტომ განტვირთვის დღის შედეგი შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს. ამიტომ მინიმუმამდე დაიყვანეთ ერთი კვირის მანძილზე მაინც მარილიანი საკვების მიღება. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულსა და თევზს.

ადამიანის ტემპერამენტი მოქმედებს რაციონზეც. ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი დიეტის შერჩევისას. განტვირთვის დღე არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მძიმე სამუშაო.

თუ ძალიან გიჭირთ მთელი დღე კეფირზე ყოფნა, სჯობს არ მივმართოთ ექსტრემალურ მეთოდებს- უბრალოდ შეამცირეთ კვების კალორაჟი კვირის განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, განტვირთვის დაწყებამდე რჩევა ექიმს ჰკითხეთ.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
თევზი ძალიან სასარგებლოა ადამიანის გულისა და სისხლძარღვებისთვის. ჰარვარდის უნივერსიტეტის
30-05-2018
ხმელთაშუაზღვის დიეტა საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და ხმელთაშუაზღვის აუზის სხვა ქვეყნებში
30-05-2018
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
28-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერებმა დაასახელეს საკვები პროდუქტი, რომელიც სასარგებლო ფიტონუტრიენტების უნიკალური
თუ გაცხიმოვნების ეპიდემია ამ ეტაპზე არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს, მაშინ კაცობრიობა ტოტალურ
K ვიტამინი, რომელიც უხვადაა ისპანახში, ბროკოლსა და სალათის ფურცლებში, სასარგებლო აღმოჩნდა
ნიკოტინზე დამოკიდებული ბევრი პირი მოწევაზე უარს არ ამბობს და თავს იმით იმართლებს, რომ მოსალოდნელი
დიეტოლოგებმა კომპანია BIT-იდან ჩაატარეს ფართომასშტაბური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბოლო
თევზი ძალიან სასარგებლოა ადამიანის გულისა და სისხლძარღვებისთვის. ჰარვარდის უნივერსიტეტის
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.