დღეში 6 მარცვალი მიწის თხილით ქოლესტერინის დონეს დაიქვეითებთ
პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევის ახალ შედეგებზე დაყრდნობით. მათივე რეკომენდაციით, თუ კვებისას (დღეში ორჯერ) სამ-სამ მარცვალ არაქისს მიირთმევთ, სისხლში მავნე ცხიმების (ტრიგლიცერიდების) "განეიტრალებას" შეძლებთ, შესაბამისად, სისხლძარღვები აღარ დაიცობა.
არაქისი პრაქტიკულად ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს. ცნობილია, რომ საკვების მიღების შემდეგ, ჩვეულებრივ, სისხლძარღვები ნაკლებადელასტიური ხდება, ტრიგლიცერიდების დონის მატების გამო. ელასტიურობის დაქვეითების კვალად კი შესაძლოა მათი სანათურის შევიწროებაც კი მოხდეს.
ამ მოვლენებს მარტივად აირიდებთ, თუ რეგულარულად მიირთმევთ მიწის თხილს (დღეში 6 მარცვალს).
თინათინ გოცაძე