ზამთარი და ციტრუსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთარი და ციტრუსები

ჩვენთაგავრცელებული ზამთრის ხილიდაყველაზე მეტად აღსანიშნავია ციტრუსები: ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიპფრუტი. ზამთარში ციტრუსის წვენი გაგვახალისებს კიდეც და გაციებისგანაც დაგვიცავს. ამ პერიოდში გაციების საფრთხე დიდია, ამიტომ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც იმუნიტეტის ამაღლება სჭირდებათ. ციტრუსებში შემავალი ვიტამინები ორგანიზმს აძლიერებს და ვირუსებთაბრძოლაში ეხმარება. გარდა ამისა, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ეხმარება ზრდასა და განვითარებას.

ციტრუსის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად, ფორთოხლის რბილობი მდიდარია C, B1, B2, A და P ვიტამინებით, წვენი - მინერალური ნივთიერებებით (კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით), ლიმონმჟავით, პექტინითა და ფიტონციდებით - ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის ანტიბიოტიკებით. თუ ფორთოხლის წვენს ყოველ დილით დალევთ, მხნეობითა და ძალით აივსებით, ქოლესტერინი კი ყოველთვის ნორმაში გექნებათ.

ალბათ, იცით, რომ ორგანიზმი D ვიტამინს მხოლოდ მზის სხივების წყალობით იღებს. ზამთრის ღრუბლიადღეებში ლიმონიანი ჩაი მზის სხივების შესანიშნავი ალტერნატივაა. ლიმონში ყველაზე მეტია ციტრონი, რომელიც ასკორბინის მჟავასთაერთად ამაგრებს და ელასტიკურობას მატებს წვრილ სისხლძარღვებს. ამ ანტიოქსიდანტს “ახალგაზრდობის შადრევანს” უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და ანელებს დაბერების პროცესს. ლიმონიანი ჩაის მიღება სასურველია შუადღისას და საღამოს, მანდარინი - ლანჩზე ასადილად, გრეიპფრუტის წვენი - მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. დაიხსომეთ: ციტრუსი სწრაფად კარგავს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ გაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი თუ გრეიპფრუტი მაშინვე მიირთვით, ახალგამოწურული წვენი კი 20 წუთზე მეტხანს არ გააჩეროთ.

ციტრუსებისთვის დამახასიათებელია გლიკოზიდების მაღალი შემცველობა, რაც მათ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ამ ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარია გრეიპფრუტი და მანდარინი. ლიმონში უხვად არის კალიუმი, A, B, C, D ვიტამინები. მანდარინს მძლავრი ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ამიტომ უებარია გაციებისას. გრეიპფრუტი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ინფექციური დაავადების აგადაღლის შემდეგ ორგანიზმს ძალ-ღონის აღდგენაში ეხმარება. მიუხედავად ყველაფრისა, ციტრუსებით პირის ჩატკბარუნება ყველას როდი შეუძლია. ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით - ფორთოხალი, ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. გრეიპფრუტის უნიკალური თვისებები და მისი დიეტის ეფექტიანობა სრულყოფილად დღემდე შეუსწავლელია, თუმცა გრეიპფრუტის დიეტას მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იცავს. ვიცით, რომ გრეიპფრუტი ამხნევებს, ვიტამინებით ამარაგებს ორგანიზმს, წვავს ცხიმს, თუმცა ცნობილია მისი უარყოფითი თვისებებიც. ვარაუდად რჩება მოსაზრება, რომ გრეიპფრუტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს ნახშირწყლოვაცვლას. საუბრობეგრეიპფრუტის შეუთავსებლობაზე მედიკამენტებთან. უსიამოვნო მოვლენების სპექტრი პრეპარატზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალებმა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებედა ამავე დროს გრეიპფრუტის წვენს სვამენ, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინონ, რომ ორსულად არიან, ხოლო მათ, ვინც ციტრუსის წვენს ანტიდეპრესანტების ფონზე სვამს - დეპრესია დაეუფლოთ. ქიმიური ნაერთების უმრავლესობა ღვიძლში გადამუშავდება, სადაც წამყვანი ფუნქცია ციტოქრომების ფერმენტულ სისტემას აქვს, ფურანოკუმარინი კი - ნივთიერება, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს - ამუხრუჭებს მათ მოქმედებას.

მაშ, უარვყოთ გრეიპფრუტი? რა თქმა უნდა, არა, სიფრთხილე კი არ გვაწყენს. გრეიპფრუტის წვენი დაუშვებელია ამ პრეპარატების ფონზე:

  • ანქსიოლიტიკების;
  • ანტიარითმიული საშუალებების (ამიოდაროინი, კვინიდინი);
  • ანტიბიოტიკების (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი);
  • ანტიჰისტამინური საშუალებების (ფექსოფენატინი);
  • ანტიკოაგულანტების (ვარფარინი);
  • ანტიეპილეფსიური საშუალებების (კარბამაზეპინი);
  • ბეტა-ბლოკატორების (კარვედილოლი);
  • ჰორმონული პრეპარატების, რომლებიც შეიცავს კორტიზოლს, ესტრადიოლს, მეთილპრედნიზოლონს, პროგესტერონს, ტესტოსტერონს;
  • ანტიდეპრესანტების (სერტალინი, ფლუვოქსამინი);
  • ოპიოიდური ანალგეტიკების (ალფენტალინი, ფენტალინი, სუფენტანილი);
  • ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებების (ამპრენავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
  • სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების (ინტრაკონაზოლი);
  • ხველების საწინააღმდეგო საშუალებების (დექსტრომეტორფანი);
  • სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების (ციკლოფოსფამიდი, ეტოპოსიდი, ტამოქსიფენი, ვინბლასტინი, ვინკრისტინი);
  • ჩამოთვლილი მედიკამენტების სასაქონლო დასახელება შესაძლოა განსხვავებული იყოს. მოქმედი ნივთიერებები მითითებული იქნება ინსტრუქციაში.