მეხსიერებისთვის სასარგებლო საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეხსიერებისთვის სასარგებლო საკვები

შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ანტიოქსიდანტები იცავს ტვინს დაბერებისაგან, ამინმჟავები და ნახშირწყლები უზრუნველყოფს ნეირონების კვებას. ტვინისათვის აუცილებელია აგრეთვე C, E, K და B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, მიკროელემენტებიდან კი იოდი, ფოსფორი და სელენი.

რა უნდა მივირთვათ მეხსიერების გასაუმჯობესებლად

ნიორი – აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად, ტვინი უკეთ მარაგდება ჟანგბადით და აქტიურად ფუნქციობს. ყოველდღიურად 2-3 კბილი ნივრის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას. ამიტომაც უსიამოვნო სუნის გამო უარს ნუ იტყვით ამ საკვებზე. სუნს ადვილად აირიდებთ, თუ ნივრის შემდეგ ოხრახუშის ღერებს დაღეჭავთ.

რძე - მასში ბევრია B12 ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს დამახსოვრების პროცესს. აღნიშნული ვიტამინი ყველაზე უკეთ სწორედ რძიდან შეითვისება. მეხსიერების გასაუმჯობესებლად საჭიროა დღეში არანაკლებ 2 ჭიქა რძის დალევა.

ნიგოზი - მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომელთა გარეშეც ტვინს სრულფასოვანი ფუნქციობა არ შეუძლია. ნიგოზში ბევრია E ვიტამინიც, რომელიც იცავს ნერვულ უჯრედებს დაზიანება-განადგურებისაგან, არ აძლევს მეხსიერებას ასაკთან ერთად გაუარესების შესაძლებლობას. ნიგოზში უხვად შემავალი ცხიმოვანი მჟავები ვიტამინებთან, ამინმჟავებთან, მაგნიუმსა და თუთიასთან ერთად ავითარებს აზროვნებას და ასტიმულირებს ტვინის ფუნქციობას.

თაფლი - სწორედ მასში შემავალი გლუკოზა განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს მეხსიერებისა და საზოგადოდ, ტვინის ფუნქციობაზე. თაფლის მსგავსად, მეხსიერებისათვის ძალიან სასარგებლოა ჩირიც. სპეციალისტები გამოცდების წინ ახალგაზრდებს საუზმეზე ფაფაში თაფლისა და ჩირის დამატებას ურჩევენ.

ზღვის კომბოსტო – მდიდარია იოდით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტვინისათვის. ნათელ გონებას, აზროვნებასა და ინტელექტს სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს.

წითელი ყურძენი - სხვა იისფერი ნაყოფივით, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ეფექტურად ეხმარება ტვინს ინფორმაციის შენახვა-გადამუშავებაში. ანტიოქსიდანტები აუმჯობესებს ტვინის უჯრედთა (ნეირონების) კვებას და იცავს მათ დაზიანებისაგან.

წყალი – თავის ტვინის 90% წყალია, შესაბამისად, გაუწყლოება ტვინისათვის მომაკვდინებელია. ტვინის ფუნქციობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია დღის განმავლობაში წყლის სმის რეჟიმის დაცვა, კერძოდ, 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა. ხშირად მეხსიერების გაუარესება წყლის მიღების დეფიციტთანაა დაკავშირებული.

გახსოვდეთ, ტკბილი გაზიანი სასმელები გამოდევნის წყალს ორგანიზმიდან, შესაბამისად, ორგანიზმის მოთხოვნილება წყალზე იზრდება. ასე რომ, ერიდეთ ტკბილ გაზიან და ენერგეტიკულ სასმელებს, სვით წყალი, რომელიც არა მხოლოდ მეხსიერებისათვის, ორგანიზმის სხვა ფუნქციებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ლიმონი - თუნდაც სასმელ წყალში ჩამატებული, საკმარისია მეხსიერების გასაუმჯობესებლად. ლიმონში უხვად შემავალი ჩ ვიტამინი სხვა კომპონენტებთან ერთად ხელს უშლის დავიწყების პროცესს და ეხმარება ინფორმაციის უკეთ შენარჩუნება-შენახვას.