როგორ მოვემზადოთ ულტრაბგერითი კვლევისთვის
და მინიმუმამდე დავიდეს ტექნიკური ხარვეზებიდან გამომდინარე დიაგნოსტიკური შეცდომების ალბათობა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
-მუცლის ღრუს ორგანოების კვლევისას:
საკვების ან სითხის (ჩაი, ყავა) ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს 6-8 საათი;
მუცლის შებერილობის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ აქტივირებული ნახშირი ან ესპუმიზანი;
სასურველია ნაწლავები იყოს დაცლილი (კუჭის მოქმედება ან გამწმენდი ოყნა);
-საშარდე სისტემის კვლევისათვის შარდის ბუშტი უნდა იყოს სავსე;
-ტრანსაბდომინური გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევის დროს უნდა იყოს:
მენსტრუალური ციკლის პირველი ფაზა;
სავსე შარდის ბუშტი;
-სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევისათვის საჭიროა იყოს მენსტრუალური ციკლის პირველი ფაზა.
ლალი ჩხიკვაძე