როგორ აღმოვაჩინოთ ფარულად მიმდინარე დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ აღმოვაჩინოთ ფარულად მიმდინარე დაავადება

შენარჩუნებას, თუმცა, ზოგიერთი დაავადება, ჩვენი პროფილაქტიკური მცდელობის მიუხედავად, აზიანებს ორგანიზმს. ინფექციური, ონკოლოგიური ან მემკვიდრული ხასიათის დაავადებები შეიძლება შეუმჩნევლად, ხილული კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების ფონზე განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, პათოლოგიური პროცესის დროული გამოვლენა და დაავადების ადრეულ სტადიაზე შეჩერება.

მაგრამ როგორ აღმოვაჩინოთ დაავადება, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა. ამის გაკეთება შესაძლებელია ყოველწლიური პროფილაქტიკული სამედიცინო შემოწმებით.

ყოველწლიური დისპანსერიზაციის ჩატარება საყოველთაო დაზღვევის პირობებში ხელმისაწვდომია. უბრალოდ გავარკვიოთ რა დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა გავიაროთ ასაკისა და სქესის მიხედვით.

• სისხლის საერთო ანალიზი;

• სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა;

• შარდის საერთო ანალიზი;

• ელექტროკარდიოგრამა (ეკგ);

• სისხლის ბიოქიმიური ანალიზი სასურველია 45 წლის ზემოთ;

• 45 წლის ზემოთ ასევე საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, თვალის წნევის გაზომვა;

• სტომატოლოგის გასინჯვა რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ, კარიესის, ღრძილების დაავადების დროული აღმოჩენისა და ეფექტური მკურნალობისთვის.

• კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის გასინჯვა) და გასტროსკოპია (საყლაპავისა და კუჭის გასინჯვა) 50 წლის შემდეგ გარკვეული პერიოდულობით უნდა გაკეთდეს, ამ ორგანოების დაავადებების ნიშნების არარსებობის დროსაც კი.

• წელიწადში ერთხელ ქალები უნდა გაესინჯონ გინეკოლოგს, მამაკაცები - უროლოგს. ქალები ასევე უნდა გაესინჯონ მამოლოგს, 18-35 წლის ასაკში 3 წელიწადში ერთხელ, 35 წლის შემდეგ კი ყოველწლიურად. 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა კი ძუძუს კიბო სკრინინგი უნდა ჩაიტარონ ორ წელიწადში ერთხელ.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა დაავადება სახის კანის ფერის მიხედვით