როდის არის სახიფათო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის არის სახიფათო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა

შესაძლოა უეფექტო და სახიფათოც კი გახადოს.

ადამიანის სხეულში ბევრი ლითონია: წკირები, იმპლანტანტები, სტიმულატორების ელექტროდები, მუდმივი მაკიაჟის ნაწილაკები და სხვ. MRI მაგნიტების დახმარებით იღებს რბილი ქსოვილების, ორგანოებისა და სახსრების დეტალურ გამოსახულებას.ვსხეულში ლითონის არსებობამ კი შესაძლოა ხელი შეუშალოს MRI-ს მუშაობას. რაც უფრო ძლიერია MRI-ს მაგნიტი, მით უფრო სახიფათოა სხეულში ლითონის ნაწილაკების არსებობა. MRI-სადმი შიშმა ქირურგიაში მეტალის გამოყენების გახშირებასთან ერთად იმატა. კარდიოსტიმულატორები, იმპლანტირებული დეფიბრილატორები, ნეიროგადამცემები ელექტროდებით, ყურის იმპლანტანტები, სასქესო ორგანოების პროთეზები, ხელოვნური სახსრები და თვალები, იმპლანტირებული კონტრაცეპტივები, ქირურგიული კავები და ჭანჭიკები, ინსულინის ტუმბო - ყოველივე ეს ზრდის პრობლემების წარმოშობის რისკს. ნიკოტინის პლასტირი და კანიდან მედიკამენტების შემყვანი პლასტირიც კი შეიძლება შეიცავდეს ლითონს. გარდა ამისა, მეტალის ნაწილაკები შედის დეკორატიული კოსმეტიკისა და თმის ლაქის შემადგენლობაშიც. სახიფათოა კბილების პროთეზიც. მეტალის ნაწილაკებმა რომც არ დააზარალოს ადამიანი, მკვეთრი გამოსახულების მიღებას ნამდვილად შეუშლის ხელს. საშიშია MRI-ს ოთახში ლითონის ობიექტების არსებობაც, რადგან MRI-ს მაგნიტები მათ პაციენტისკენ იზიდავს. აღრიცხულია შემთხვევა, როდესაც ადამიანი დაბრმავდა თვალში ლითონის ნაწილაკების მოხვედრის გამო - ამ ნაწილაკების გადანაცვლების შედეგად მხედველობის ნერვი დაუზიანდა.

იხილეთ აგრეთვე სტატია "აქვს თუ არა უკუჩვენება კომპიუტერულ ტომოგრაფიას"