დიაგნოზი სახეზეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაგნოზი სახეზეა

ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის

კანის ჭარბი ცხიმიანობა (ცხიმოვანი ჯირკვლების მომეტებული აქტივობა) ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტი წონა აქვთ. თუ თქვენი წონა ნორმაშია, სახე კი დაბანიდან 1-2 საათის შემდეგ მაინც იწყებს პრიალს, მიზეზი შესაძლოა იყოს ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება. ღვიძლი არეგულირებს მეტაბოლიზმის ყველა სახეს, მათ შორის - ცხიმოვანს. ამ ორგანოს დაზიანებისას ირღვევა ორგანიზმიდან ცხიმის გამოძევება. ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად საქმეში ერთვება კანი და ცხიმს ფორების საშუალებით გამოყოფს. ხშირად ამ გზით გამოიდევნება ტოქსინები, რომლებიც ორგანიზმში საკვების, წყლისა და ჰაერის მეშვეობით ხვდება. ამ შემთხვევაში ცხიმოვან ბზინვარებას გამონაყარიც ემატება... სამწუხაროდ, ამ პრობლემის მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებებით მოგვარება თითქმის შეუძლებელია, სახიფათოც კი - ცხიმოვან ჯირკვლებზე ზეწოლა მთელ ორგანიზმს ინტოქსიკაციას უქადის. თუ ცხიმიანობასთან ერთად კანს მოყვითალო ელფერიც შეამჩნიეთ და, ამასთან, მარჯვენა ფერდქვეშ მჩხვლეტ ტკივილს უჩივით, სასურველია გაიკეთოთ ბიოქიმიური ანალიზი ღვიძლის ფერმენტებზე: ამინოტრანსფერაზაზე, ალბუმინსა და ბილირუბინზე, - მანამდე კი შეზღუდოთ ცხიმიანი, შემწვარი საკვები და ალკოჰოლი.

მშრალი სეზონი

კანის სიმშრალის მთავარი მიზეზი ორგანიზმში წყლის ბალანსის დარღვევაა. ჩვენ იშვიათად ვიღებთ სითხის სადღეღამისო ნორმას - 30 მლ-ს წონის ყოველ კილოგრამზე. ამის გამო უჯრედები შიგნიდან ვეღარ ნოტივდება, შედეგად კი ვიღებთ აქერცლილ კანს, დაჭიმულობის შეგრძნებას და მიმიკურ ნაოჭებს. ამისგან თავის დაზღვევა ადვილია: სვით დღეში 1,5-2 ლ წყალი და იხმარეთ დამატენიანებელი კრემი. ავიტამინოზი, რომელსაც თან ახლავს კანის სიმშრალე, თმის ცვენა და სისუსტე, ქალაქის ბინადართა ხშირი თანამგზავრია. საუზმეზე - წყალში გასახსნელი ფაფა, სადილად - რესტორნის ბიზნეს-ლანჩი ან ბურგერი, მიკროტალღურ ღუმელში შემთბარი ნახევარფაბრიკატი, ვახშმად - ასეთი კვების დროს - კანისთვის აუცილებელ A, E და D ვიტამინებს ვერ მიიღებთ. გამოსავალი ასეთია: სვით ვიტამინების კომპლექსები და მიეძალეთ უმ ხილსა და ბოსტნეულს. გარდა ამისა, კანის სიმშრალე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის - ჰიპოთირეოზის - ერთ-ერთი ნიშანია. ამ ორგანოს ვნებს იოდის დეფიციტი, მონიტორთან სისტემატური ჯდომა, სტრესი და ბევრი სხვა რამ. პროგრესირებადი ჰიპოთირეოზის შემთხვევაში კანის სიმშრალესთან ერთად მოსალოდნელია სახისა და ფეხების შეშუპება. თუ, ამასთანავე, გამუდმებით გეძინებათ და მარტივ საქმეებზე კონცენტრირებაც კი გიჭირთ, მიმართეთ ენდოკრინოლოგს.