ელექტროკარდიოგრაფია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ელექტროკარდიოგრაფია

არამედ პედიატრიასა და გერიატრიაში, ფიზიოლოგიასა და სპორტულ მედიცინაშიც. კვლევის ეს მეთოდი საყურადღებოა არა მხოლოდ ფუნქციური დიაგნოსტიკით დაკავებული სპეციალისტებისთვის, არამედ მედიცინის სხვა დარგების წარმომადგენელთათვისაც. კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიუხედავად, ელექტროკარდიოგრაფია მედიცინაში უწინდებურად გადამწყვეტ სიტყვას ამბობს.

კვლევის ამ მეთოდის არსსა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება სამკურნალო კომბინატის ფუნქციური დიაგნოსტიკის (ეკგ) განყოფილების ექიმი, კარდიოლოგი დარეჯან კახიძე.

- რას გულისხმობს ელექტროკარდიოგრაფია როგორც კვლევის მეთოდი?

- ინსტრუმენტული კვლევის უამრავ მეთოდს შორის ელექტროკარდიოგრაფიას (ეკგ) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ის ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და მაღალინფორმაციული მეთოდია გულის დაავადებათა დიაგნოსტიკაში. თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევები მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკგ-ის განვითარებასთან, მის ტექნიკურ სრულყოფასთან, მისი ცალკეული ელემენტების გენეზისა და პათოლოგიური ცვლილებების მეცნიერულ შესწავლასთან, მიღებული მონაცემების კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვასთან. მედიცინის ნებისმიერ დარგში გულის ფუნქციური მდგომარეობის შესასწავლად ეკგ გამოკვლევა სავალდებულოდ არის მიჩნეული.

- როდის ინიშნება ეკგ? რა არის ამ მეთოდის უპირატესობა? რას ადგენენ მისი მეშვეობით?

- ელექტროკარდიოგრაფია საშუალებას იძლევა, სწრაფად განხორციელდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათათვის დამახასიათებელი სიმპტომების სარწმუნო დიფერენცირება, ზუსტად დადგინდეს არა მარტო ზოგადად პათოლოგია, არამედ მისი კონკრეტული სახეობა, მაგალითად, გულის კუნთის ინფარქტი, სტენოკარდია, გულის რიტმის დარღვევა, გამტარობის დარღვევა (ბლოკადები), წინაგულებისა და პარკუჭების, აგრეთვე მიოკარდიუმის ჰიპერტროფია ან მათი მწვავე გადატვირთვა და სხვა.

ეკგ მაჩვენებლების ცვლილებათა კლინიკურ მონაცემებთან მაღალკვალიფიციური მისადაგება შესაძლებლობას გვაძლევს, დროულად და რაციონალურად განვსაზღვროთ სათანადო რეჟიმი და სამკურნალო ტაქტიკა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე და ტერმინალური კარდიოპათოლოგიების დროს გადაუდებელი სარეანიმაციო ღონისძიებებისა და ინტენსიური თერაპიის მეთოდების დიფერენცირებული შერჩევისთვის.

ეკგ-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკისთვის. ამ დაავადების დიაგნოზს ასიდან 85 შემთხვევაში ეკგ-ის საფუძველზე სვამენ (15%-ში დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება). მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ეკგ ცვლილებები დამოკიდებულია ინფარქტირებული უბნის ანუ ინფარქტის კერის მდებარეობაზე, ინფარქტის ტიპზე (პათოლოგიური Q კბილით მიმდინარეა თუ Q კბილის გარეშე), გულის კუნთის სისქეში მის გავრცელებასა და მიმდინარეობის სტადიაზე. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა.

სტენოკარდიის დიაგნოზი ეკგ-ზე ასიდან 50 შემთხვევაში აისახება. ამ დროს შეიძლება მივიღოთ მიოკარდიუმის (გულის კუნთოვანი შრის) იშემიისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც შეტევის გავლის შემდეგ ნორმირდება. პრინცმეტალის სტენოკარდიის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხანგრძლივი ეკგ დაკვირვება, ე. წ. ჰოლტერის მონიტორინგი, განსაკუთრებით - ფარული იშემიის გამოსავლენად.

- რა არის ეკგ დიაგნოსტიკის შეცდომის მიზეზი და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?

- ეკგ დიაგნოსტიკის დროს შეცდომისგან თავი რომ დავიზღვიოთ, საჭიროა შემოწმდეს ეკგ-ის ჩაწერის ტექნიკა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ მხარეებზე, რომლებსაც იწვევს კუნთების ტრემორი, კუნთთან ელექტროდების ცუდი კონტაქტი. აუცილებელია საკონტროლო მილივოლტის ამპლიტუდის შემოწმება და ქაღალდის მოძრაობის სიჩქარის შეფასება.

ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების ინტერპრეტაციის დროს შეცდომების თავიდან ასაცილებლად ზუსტად უნდა დავიცვათ მისი გაშიფვრის გეგმა:

1) გულის რიტმისა და გამტარობის ანალიზი;

2) გულის ბრუნვის განსაზღვრა;

3) წინაგულოვანი კბილის ანალიზი;

4) პარკუჭოვანი QRST კომპლექსის ანალიზი.

- როდის ტარდება ფიზიკური დატვირთვის სინჯი? რა საჭიროა ამგვარი გამოკვლევა?

- კლინიკურ პრაქტიკაში ფიზიკური დატვირთვის სინჯი გამოიყენება უმთავრესად ფარული გვირგვინოვანი ნაკლოვანების გამოსავლენად, როდესაც ავადმყოფს სტენოკარდიისთვის დამახასიათებელი მოვლენები აქვს, ხოლო მოსვენებისას გადაღებულ ეკგ-ზე პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. ფიზიკური დატვირთვის დროს გულს უხდება მუშაობის გაძლიერება, რისთვისაც მეტი სისხლი ესაჭიროება. გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანების შემთხვევაში მათი სანათური შევიწროებულია, ამის კვალობაზე, მათ არ შესწევთ უნარი, სისხლით მომარაგებისადმი გულის კუნთის გაძლიერებულ მოთხოვნას სათანადო გაფართოებით უპასუხონ. სწორედ ამის გამო ვითარდება გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის ნაკლოვანება, რასაც თან სდევს სტენოკარდიული შეტევები და ცვლილებები ეკგ-ზე.

ფიზიკური დატვირთვის სინჯი გამოიყენება აგრეთვე სხვადასხვა სახის ბლოკადისა და არითმიის დროს დიფერენცირებული დიაგნოსტიკის მიზნით.

ფიზიკური დატვირთვის სინჯის ჩატარება არ შეიძლება მძიმე სტენოკარდიული შეტევისა და გულის გამოხატული ნაკლოვანების დროს, ჰიპერტონიული დაავადების მოგვიანებით სტადიებსა და გულის ანთებითი პროცესების შემთხვევაში.

დაძაბვის სტენოკარდიის ეკგ დიაგნოსტიკა ზუსტია დოზირებული დატვირთვის პირობებში. ამ მიზნით გამოიყენება ველოერგომეტრია. ამ სახის გამოკვლევის დროს განისაზღვრება ავადმყოფის ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ასევე ხდება არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის მონიტორინგი. დატვირთვის დროს შთ სეგმენტის 1 მმ-ზე მეტი ცდომა ათიდან დაახლოებით 9 შემთხვევაში სტენოკარდიის სადიაგნოზო სარწმუნო კრიტერიუმია.