ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

 

ცხვირ-ხახის სინჯის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის

ცხვირ-ხახის ნაცხის აღება ხდება ძირითადად A ჯგუფის ან სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების, Neisseria meningitidis-ის,  Corynebacterium  diphtheriae-სა და სხვა პათოგენების გამოსავლენად. ზოგადი მოთხოვნები:

  • ნაცხი აღებულ უნდა იქნეს ისე, რომ ტამპონი არ დაბინძურდეს ადგილობრივი ფლორით და ნაცხი წარმოადგენდეს მხოლოდ ინფიცირებულ უბანს.
  • სწორად უნდა შეირჩეს ის ანატომიური ადგილი, საიდანაც მოხდება ნაცხის აღება.
  • ნაცხის აღებისას აუცილებელია სტერილური ტამპონებისა და ხელსაწყოების გამოყენება.

    მეთოდი:

  • ცხვირ-ხახის ნაცხის აღების დროს სინათლის პირდაპირი სხივი უნდა მოდიოდეს სინჯის ამღების მხრებიდან და ეცემოდეს ავადმყოფის პირის ღრუს.
  • ცალი ხელის ცერა თითით ვწევთ ცხვირის წვერს;
  • ტამპონს წინასწარ ვასველებთ სტერილური წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით და ფრთხილად ვათავსებთ ცალ ნესტოში;
  • ტამპონი ფრთხილი მოძრაობით შეგვყავს ცხვირში, ვიდრე წინააღმდეგობას არ ვიგრძნობთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ შევეხეთ უკანა ხახას.
  • ფრთხილად ვიღებთ ტამპონს.
  • თუ ნაცხის აღების დროს მეტისმეტი, შეუსაბამო წინააღმდეგობა ვიგრძენით, ვიმეორებთ იმავე პროცედურას მეორე ნესტოზე (ყურადღება ექცევა შემდეგ გარემოებას: თუ ნესტოდან გადმოვიდა წვეთი, ესე იგი ნაცხი სწორად არის აღებული).

შენიშვნა: ბავშვებში ცხვირ-ხახის ლორწო უმჯობესია ავიღოთ არა ცხვირიდან, არამედ პირის ღრუდან ნაქის გავლით - ტამპონი ასე მივაწვდინოთ უკანა ხახას.

 

ხახის  სინჯის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის

ხახის სინჯის აღება ხდება პირველ რიგში A ჯგუფის ან სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების, აგრეთვე Haemophilus influenzae-ს, Staphylococcus aureus-ისა და სხვა პათოგენების გამოსავლენად. შენიშვნა: ეპიგლოტიტის დროს ხახის ნაცხის აღება დაუშვებელია - ამან შესაძლოა სასუნთქი გზების ობსტრუქცია (დახშობა) გამოიწვიოს. მეთოდი:

  • სინათლე უნდა მოდიოდეს სინჯის ამღების მხრებიდან და ეცემოდეს ავადმყოფის პირის ღრუს. ტამპონი მიმართული უნდა იყოს უკანა ხახისაკენ.
  • პაციენტმა თავი გვერდზე უნდა გადახაროს და ღრმად ისუნთქოს.
  • სინჯის ამღებმა ენას რბილად უნდა დააჭიროს შპადელი, ისე, რომ კარგად გამოჩნდეს ნუშისებრი ჯირკვლის ფოსოები და უკანა ხახა.
  • ტამპონი უნდა გადიოდეს ნაქის უკან და ნუშისებრი ჯირკვლების ჩაღრმავებებს შორის. ნაცხის აღებისას არ უნდა მოხდეს შეხება ლოყების გვერდითა კიდეებთან ან ენასთან, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ადგილობრივი ფლორით ნაცხის დაბინძურება.
  • ავადმყოფმა უნდა თქვას "ა-ა" - ეს დაბლა სწევს ნაქს და ხელს უშლის პირის მოკუმვას.
  • ტამპონი კარგად უნდა წავუსვათ ნუშისებრ ჯირკვალს და უკანა ხახას.
  • სინჯის აღება ხდება აგრეთვე ჩირქოვანი გამონადენიდან.
  • ნაცხის აღების შემდეგ ტამპონს მაშინვე დებენ სტერილურ სინჯარაში ან სხვა სატრანსპორტო კონტეინერში და ლაბორატორიაში გზავნიან.

აუცილებელია სხვა მოთხოვნების გათვალისწინებაც:

  • სინჯის კონტეინერს გარკვევით უნდა დაეწეროს ავადმყოფის სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი, წყარო (ანუ სინჯის აღების ადგილი), აღების დრო და თარიღი, სინჯის ამღების ინიციალები.
  • თუ ლაბორატორიაში სინჯის დაუყოვნებლივი გაგზავნა არ ხერხდება, ის შენახულ უნდა იქნეს სატრანსპორტო კონტეინერში ოთახის ტემპერატურაზე ან ჩადებულ იქნეს ბულიონში და მოთავსდეს თერმოსტატში.

 

ნახველის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის

სინჯის აღების ძირითადი წესები:

  • სინჯს ვიღებთ ანტიმიკრობული თერაპიის დაწყებამდე, როცა ეს შესაძლებელია.
  • სინჯს ვიღებთ ისე, რომ იგი არ დაბინძურდეს ადგილობრივი მიკროფლორით.
  • ვიღებთ საკმარისი რაოდენობის სინჯს - არასაკმარისი ოდენობა შესაძლოა ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზად იქცეს.

 

ნახველის აღება

  • სინჯის ამღები სთხოვს ავადმყოფს, ნახველის აღებამდე პირსა და ყელში წყალი გამოივლოს.
  • ვუხსნით ავადმყოფს, არ ამოახველოს კონტეინერში ნერწყვი ან ცხვირის გამონადენი.
  • ვიღებთ სინჯს ღრმა ამოხველების შემდეგ ჩასახრახნთავსახურიან სტერილურ ჭიქაში ან სხვა მოხერხებულ კონტეინერში.

შენიშვნა: 24-საათიანი ნახველის დათესვა არ არის რეკომენდებული.

 

სისხლის სინჯის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის

სხეულის ნებისმიერი სითხის აღება და დათესვა ხდება მხოლოდ ხელთათმანებით.

  • ვიღებთ სისხლის სინჯს ორ ბოთლში ორი სხვადასხვა ადგილიდან 1-საათიანი ინტერვალით.

    სისხლის რაოდენობა

  • ბავშვები: 1-დან 5 მლ-მდე სისხლი ერთ ჯერზე;
  • მოზრდილები: 10-დან 30 მლ-მდე სისხლი ერთ ჯერზე (ისხმება ორ ბოთლში).
  • რეკომენდებულია სისხლისა და ნიადაგის შემდეგი შეფარდება 1:3-დან 1:10-მდე.

სისხლის აღების პროცედურა

  • ვარჩევთ სისხლის აღების ადგილს.
  • კარგად ვწმენდთ ამ ადგილს 70%-იანი ეთილის სპირტით.
  • არჩეულ ადგილს ცენტრიდან კონცენტრულად ვუსვამთ 1-2%-იან იოდის ხსნარს (თუ ავადმყოფი მგრძნობიარეა იოდის მიმართ, ორჯერ ესმება 70%-იანი ეთილის სპირტი). ვაცდით გაშრობას.
  • არ უნდა მივეკაროთ სისხლის აღების ადგილს მისი დამუშავების შემდეგ და სისხლის აღებამდე.
  • ვამუშავებთ ბოთლის თავს სპირტით.
  • ვიღებთ სისხლს ვენიდან ისე, რომ არ ვცვლით ნემსს სისხლის ბოთლში ჩასხმამდე და ბოთლში ჩასხმისას.
  • კარგად ვურევთ სისხლს, რომ არ შედედდეს.
  • სისხლის ყოველი სინჯის აღებისას ვიყენებთ ახალ ნემსს, აგრეთვე მაშინ, თუ ვენაში ვერ შევედით.
  • ვაგდებთ ნემსს უსაფრთხოების წესების დაცვით.
  • გარკვევით ვაწერთ ბოთლს ავადმყოფის სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო ნომერს, აღების დროსა და თარიღს.
  • დაუყოვნებლივ ვგზავნით სინჯს ლაბორატორიაში. თუ დაუყოვნებლივ გაგზავნა ვერ ხერხდება, ლაბორატორიაში გაგზავნამდე ვინახავთ თერმოსტატში 35-370C-ზე.

 

თავ-ზურგტვინის სითხის სინჯის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის

რეკომენდებული მოცულობებია 1, 2 და 2 მლ შესაბამისად რუტინული, სოკოს და მიკობაქტერიული კულტურებისათვის.

ლუმბალური პუნქცია

  • ნემსის შეყვანამდე პუნქციის ადგილი იწმინდება ანტისეპტიკური ხსნარით და სპირტით ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
  • შეგვყავს სტილეტით ნემსი ხერხემლის L3 - L4, L4 - L5, ან L5 - შ1 მალებს შორის. როდესაც შევაღწევთ სუბარაქნოიდულ მიდამოში, ვიღებთ სტილეტს და ზურგის ტვინის სითხე აღმოჩნდება შპრიცში.
  • ფრთხილად ვასხამთ თავ-ზურგტვინის სითხეს სტერილურ გაუმტარ სინჯარაში.
  • თავ-ზურგტვინის სითხის ასაღებად აუცილებელია სამი სინჯარა: ერთი - მიკრობიოლოგიური, მეორე - ჰემატოლოგიური, მესამე - ბიოქიმიური კვლევისთვის.

შენიშვნა: მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში იგზავნება ყველაზე მღვრიე შეფერილობის სინჯი.

  • გარკვევით ვაწერთ კონტეინერს ავადმყოფის სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო ნომერს, სინჯის აღების დროსა და თარიღს.
  • დაუყოვნებლივ ვგზავნით სინჯს ლაბორატორიაში. თუ დაუყოვნებლივ გაგზავნა ვერ ხერხდება, ვინახავთ ოთახის ტემპერატურაზე, ან 35-370ჩ-ზე თერმოსტატში.

 

ფეკალური სინჯის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის

ტარდება Shigella-ს, Salmonella-ს, enterotoqsigenuri Escherichia coli-ს, Campylobacter-ის, Clostridium difficile-ს, Yersinia-ს, Vibrio-სა და Aeromona-ს სახეობების გამოსავლენად.

ზოგადი მოთხოვნები

  • არ შეიძლება ტუალეტის ქაღალდის გამოყენება სინჯის შესაგროვებლად.
  • ფეკალური სინჯი შენახულ უნდა იქნეს ცივად.
  • თუ ფეკალური სინჯის დათესვა 1 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ის გადატანილ უნდა იქნეს სელენიტის ხსნარში (სატრანსპორტო არე).

ვაფრთხილებთ ავადმყოფს:

  • შეაგროვოს განავალი სუფთა ჭურჭელში.
  • ჭურჭელი მოათავსოს სტერილურ, განიერ, გაუმტარ კონტეინერში, რომელსაც კარგად ეხურება სახურავი.
  • კონტეინერს გარკვევით დააწეროს ავადმყოფის სახელი, გვარი, სინჯის აღების დრო და თარიღი.

 

რექტალური ნაცხის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის

რექტალური ნაცხის აღება ხდება Shigella-ს სახეობების, Neisseria gonorrhoeae-ს, მარტივი ჰერპესის (HSV) და Streptococcus pyogenes-ის ანალური მატარებლობის დასადგენად.

  • სტერილური ტამპონის წვერი შეგვყავს ანალური სფინქტერის უკან. ფრთხილად ვატრიალებთ ტამპონს ანალური კრიპტებიდან სინჯის ასაღებად და ვიღებთ. ვგზავნით სინჯს ლაბორატორიაში.

 

შარდის სინჯის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის

ზოგადი მოთხოვნები:

  • არ შეაგროვოთ შარდი ღამის ქოთანში ან სხვა ჭურჭელში.
  • კარგად გაისუფთავეთ ურეთრის შესავალი სინჯის აღებამდე, რათა თავიდან აიცილოთ ადგილობრივი ფლორით დაბინძურება.
  • ურეთრის გასასუფთავებლად რეკომენდებულია საპნის და არა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება, რადგან შარდში შეღწევის შემთხვევაში ამ უკანასკნელმა შესაძლოა იმოქმედოს მიკროორგანიზმებზე როგორც ინჰიბიტორმა.
  • სინჯი იგზავნება ლაბორატორიაში 2 საათის განმავლობაში. თუ მისი ტრანსპორტირება ამ ხნის მანძილზე ვერ მოხერხდა, შარდი უნდა მოთავსდეს მაცივარში (ბაქტერიების რაოდენობა სტაბილური რჩება 24 საათის განმავლობაში 40C-ზე). არ გაყინოთ!
  • შარდის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სტერილური კონტეინერით ან სინჯარით.
  • კათეტერიზაცია უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად ასეპტიკურ პირობებში მიკროორგანიზმების შეღწევის თავიდან ასაცილებლად.
  • ლაბორატორიაში იგზავნება დილით აღებული შარდი.
  • 24-საათიანი შარდი დასათესად არ გამოდგება.

სინჯის აღება

  • სინჯის აღებამდე დაიბანეთ ხელები საპნით და გაიშრეთ.
  • დაიბანეთ ურეთრის შესავალი საპნით.
  • ჩაიბანეთ მიდამო წყლით და გაიმშრალეთ.
  • გამოუშვით შარდის რამდენიმე მილილიტრი (არ შეაჩეროთ შარდის გამოშვება).
  • აიღეთ შარდის შუა ულუფა სტერილურ კონტეინერში.