რა უნდა ვიცოდეთ განავლის ანალიზის ჩაბარებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ განავლის ანალიზის ჩაბარებისას

განავლის ანალიზით შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების განსაზღვრა, პარაზიტებისა და სხვა მიკროორგანიზმების გამოვლენა.

განავლის ანალიზისთვის საჭიროა სპეციალური კონტეინერი, რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.

ანალიზისთვის სრულიად საკმარისია 5-10 მლ განავალი.

ანალიზისთვის საჭიროა მომზადება:

1. განავლის აღების წინ საჭიროა სასქესო ორგანოების დაბანა საპნითა და წყლით და კარგად შემშრალება, რომ წყლის წვეთები არ მოხვდეს ფეკალურ მასაში, რამაც შეიძლება იმოქმედოს კვლევის შედეგებზე. თუმცა, თუ ენტერობიოზზე იღებთ ანაფხეკს, პირიქით, ზუსტი დიაგნოსტიკისთვის დაბანა საჭირო არაა.

2. ანალიზისთვის საჭირო მასალის აღება უმჯობესია ღამის ჭურჭლიდან.

3. განავალი უნდა შეგროვდეს მხოლოდ მჭიდროსარქველიან ჭურჭელში - კონტეინერში. არ შეიძლება მისი მოთავსება ასანთის კოლოფში, მოცულობა კი დაახლოებით ჩაის კოვზის ოდენობისა უნდა იყოს.

შენახვა

რაც უფრო სწრაფად მიიტანთ სინჯს ლაბორატორიაში, მით უკეთესია. ზრდასრული ადამიანის განავლის ანალიზის შენახვა მხოლოდ რამდენიმე საათით შეიძლება - მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღისა.

შედეგების ზუსტად განსასაზღვრად ანალიზის ჩაბარების წესების დაცვა აუცილებელია, ამიტომ:

1. ჩაბარების ოპტიმალური ვარიანტია აღებიდან არა უგვიანეს 6 საათისა. ამიტომ ანალიზის აღება დილის საათებში ჯობს. 6 საათის შემდეგ მასში ცვლილებები იწყება.

  • კრიტიკულ დღეებში არ არის რეკომენდებული ანალიზის აღება. მენსტრუალური სისხლი შეიძლება გამონაყოფში მოხვდეს და არასწორი შედეგი აჩვენოს. თუ სასწრაფოა, მაშინ ტამპონის გამოყენებას გირჩევთ.
  • ანალიზის წინ რამდენიმე დღე არ შეიძლება ოყნის გაკეთება და საფაღარათო საშუალების მიღება. განავალი თავისთავად უნდა იყოს ფორმირებული და გაიაროს ნაწლავი. შედეგები არასწორი იქნება ფეკალური მასების ნაწლავში სწრაფი გადაადგილების გამო.
  • რამდენმე დღე არ შეიძლება იმ წამლების მიღება, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს განავლის ფერი და შემადგენლობა. ასეთების რიცხვს მიეკუთვნება: გააქტიურებული ნახშირი ან ბისმუტი.
  • ანალიზის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე არ შეიძლება რენტგენოლოგიური პროცედურის ჩატარება კუჭისა და ნაწლავის საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით. ბარიუმის სულფატმა, რომელიც ამ მიზნებისთვის გამოიყენება, შეიძლება შეცვალოს განავლის ფერი და შემადგენლობა.
  • დიეტა სწორი შედეგების მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა გამოირიცხოს ის პროდუქტები, რომლებიც გაზების წარმოქმნას უწყობს ხელს, იწვევს დიარეას ან ყაბზობას. არ ღირს იმ პროდუქტების მიღება, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს ფერი, მაგალითად, პომიდორი ან ჭარხალი.
  • გინეკოლოგმა უნდა აუხსნას ორსულს განავლის ანალიზის ჩაბარების წესი, რადგან განსაკუთრებით ბოლო თვეებში ორსულებს ყაბზობა აღენიშნებათ.
  • ბავშვების განავლის კვლევისთვის იმდენივე რაოდენობით მასალაა საჭირო, რამდენიც მოზრდილისთვის;
  • ლამბლიოზის დროს ანალიზი სამჯერ უნდა შეგროვდეს, ამისთვის ადრევე უნდა მოემზადოთ.