ტატუირების ახალ მეთოდს რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეუძლია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტატუირების ახალ მეთოდს რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა ადრეულ სტადიაზე შეუძლია

ადრეულ სტადიაზე შეუძლია. სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში Science Translational Medicine. აღნიშნულ ტატუს შეუძლია კიბო გამოავლინოს ჯერ კიდევ იმ სტადიაზე, როდესაც ძირითადი სიმპტომები არ არის გამოხატული, ან კიდევ გამოხატულია სისუსტე და ანორექსია, სპეციფიკური ნიშნების გარეშე.

როგორც ცნობილია, მკერდის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და ფილტვის კიბო განაპირობებს კალციუმის მომატებულ შემცველობას ორგანიზმში. ამიტომაც სპეციალისტებმა სწორედ ამ ელემენტის მაჩვენებელზე დაკვირვება გადაწყვიტეს. შექმნეს უჯრედები, რომლებშიც კალციუმის დონის ხანგრძლივად მომატების შემთხვევაში აქტიურდება კალციუმ-მგრძნობიარე რეცეპტორები. ეს უკანასკნელი ააქტივებს ფერმენტს, რომელიც ასტიმულირებს მელანინის (მუქი პიგმენტის) სინთეზს. აქედან გამომდინარე კანის უბანი შესაბამის ადგილზე მუქდება.

ამგვარად, ტატუს შეუძლია კიბო ადრეულ სტადიაზე გამოავლინოს, ბევრად ადრე, პათოლოგიის სპეციფიური სიმპტომების გამოვლენამდე.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ხალის (ანუ პიგმენტირებული, გამუქებული უბნის) შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება. ტატუირების ახალმა მეთოდმა ტესტირება გაიარა ვირთაგვებზე. ის ჯერ კიდევ პროტოტიპის სახით არსებობს.

სტატიაში ისიც აღნიშნულია, რომ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის დონის მომატება) მხოლოდ სიმსივნური პროცესის მანიშნებელი არ არის, ის სხვა პათოლოგიების დროსაც შეიძლება განვითარდეს, შესაბამისად, ახალი ტატუ დამატებითი კვლევების ჩატარებისათვის ნიშანი იქნება.

თინათინ გოცაძე