ტოქსიკოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ტოქსიკოლოგია
კაცობრიობის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ მკვლელობებს, მოსყიდვას, მოწამვლას. ძველი ბერძნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყოველ საწამლავს თავისი ანტიდოტი აქვს. მაშინდელი ესკულაპები ცდილობდნენ, სხვადასხვა შხამის შერევით შეექმნათ უნივერსალური ანტიდოტი, რომლის მცირე ულუფების სისტემატური მიღება ორგანიზმს ნებისმიერი საწამლავისგან დაიცავდა. თუ ბოროტ განზრახვას გამოვრიცხავთ, მოწამვლა შემთხვევითაც შეიძლება: შხამი ორგანიზმში ხვდება კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, უმეტესად კი - საჭმელთან ან სასმელთან ერთად. ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, კუჭის აშლილობა, მაღალი ტემპერატურა... როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? ცხადია, არსებობს გადაუდებელი დახმარების ზოგადი პრინციპები, მაგრამ უმთავრესად მკურნალობის მეთოდი იმაზეა დამოკიდებული, რამ გამოიწვია მოწამვლა - ჩვეულებრივმა საკვებმა, ქიმიკატმა თუ წამალმა.
ყოველ ჩვენგანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია კვებითი ტოქსიკოინფექციით მიღებული "სიამოვნება". უხარისხო პროდუქტის შეჭმიდან საათნახევრის-ორი საათის შემდეგ იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურაც იმატებს, ადამიანს ეუფლება სისუსტე, ამცივნებს, ეხვევა თავბრუ. ეს სიმპტომები იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ორგანიზმში ავადმყოფობის გამომწვევმა მიკრობმა: პროტეუსმა, ენტეროკოკმა, კლოსტრიდიამ, ფსევდომონამ - დაიდო ბინა.ზაფხულობით ეს პრობლემა უფრო აქტუალური ხდება - მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობები წლის ამ დროს ხშირად ირღვევა, ამიტომ კვებითი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი მიკრობები შეუფერებლად მრავლდებიან.
ნაჩვენებია მე-3 გვერ 3 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით