თვალის პროთეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალის პროთეზი

როდის და რატომ ისმება პროთეზი?

თვალის უქონლობის შემთხვევაში პროთეზის ჩასმა აუცილებელია, ვინაიდან სხვაგვარად მოსალოდნელია:

  • ქუთუთოები კონიუნქტივის ღრუში ჩაბრუნდეს და ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს;
  • მოიმატოს გამონადენის ოდენობამ;
  • შევიწროვდეს კონიუნქტივური ღარი.
  • ორგანიზმის ზრდის შემთხვევაში თვალის ცარიელი ღარი ზრდაში ჩამორჩეს;
  • დაბოლოს, პროთეზი ავსებს კოსმეტიკურ ხარვეზს.

თვალის პროთეზი მზადდება სილიკატური მინისა და ტექნიკური პლასტმასისგან, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიმეთილმეტაკრილატი.

თვალის დაკარგვიდან რამდენი ხნის შემდეგ ისმება პროთეზი და რამდენი ხნის შემდეგ არის საჭირო მისი გამოცვლა?

თვალის ამოღებიდან 7-12 დღის შემდეგ, წესისამებრ, ხდება პირველადი პროთეზირება. 1-2 თვის შემდეგ, როდესაც კონიუნქტივური ტომრის შეშუპება დაცხრება, პროთეზი იცვლება ახლით. ამის შემდეგ პროთეზი ყოველ წელიწადს ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს, ვინაიდან სითხე მას ცვეთს. პროთეზი სიგლუვეს კარგავს, სკდება და იხორკლება. გლუვი ზედაპირის დაზიანება იწვევს კონიუნქტივის ანთებას, შემდგომ კი - ქუთუთოს ამობრუნებას.

როგორ ჩავისვათ თვალის პროთეზი?

მარცხენა ხელით ზედა ქუთუთოს ვწევთ მაღლა (ამ დროს ვიყურებით ქვემოთ), პროთეზს ვიღებთ მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითებით და ზედა კიდით ვდგამთ ზედა გარდამავალ ნაკეცში.

პროთეზის ამოღებისას ვიყურებით მაღლა, ქვედა ქუთუთოს კი ისე ჩამოვწევთ ქვემოთ, რომ პროთეზის ქვედა კიდე გამოჩნდეს. მას შუაში ამოვდებთ სპეციალურ მინის ჩხირს და კონიუნქტივის ღრუდან წინასწარ მომზადებულ ხელსახოცზე ამოვაგდებთ. თუ პროთეზი არ ამოდის, მსუბუქად უნდა დავაწვეთ ზემოთა ქუთუთოს. პროთეზის ჩადგმა და ამოღება ხდება მაგიდასთან, რომელზეც გადაფარებულია პირსახოცი, ან საწოლთან, ვინაიდან პროთეზი შეიძლება დაბლა დავარდეს და გატყდეს.

როგორ მოვუაროთ პროთეზს?

  • პირველი 5-6 თვის განმავლობაში თვალის პროთეზი დღედაღამ გესვათ, შემდეგ კი რეკომენდებულია ღამღამობით ამოღება.
  • ამოღების შემდეგ პროთეზს მშრალი ქსოვილით მოაცილეთ ლორწო, დეზინფექციისთვის გაწმინდეთ სპირტით და ჩადეთ ფიზიოლოგიურ ხსნარში. თვალის პროთეზის წყალში შენახვა დაუშვებელია.
  • ბავშვებს და მოზარდებს პროთეზი ღამითაც უნდა ესვათ (ამოვუღოთ, გავწმინდოთ და ისევ თვალის ღარში ჩავაბრუნოთ) - სხვაგვარად დაზიანებული თვალის მხარეს ძვლისაზრდელა შესაძლოა ზრდაში ჩამორჩეს.
  • კონიუნქტივის ღრუს დეზინფექციის მიზნით პროთეზის ჩადგმის წინ თვალში ჩაიწვეთეთ ალბუციდის 30-პროცენტიანი ხსნარი.