იმუნური თერაპია თვალის დაავადებების წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმუნური თერაპია თვალის დაავადებების წინააღმდეგ

იმუნურ სისტემას უნარი შესწევს, ბადურა ანომალიური სისხლძარღვებისგან გაათავისუფლოს, თანაც ისე, რომ ჯანსაღი ქსოვილი უვნებელი დარჩეს. ორგანიზმის თავდაცვით სისტემას შეუძლია, შერჩევითად იმოქმედოს ბადურას სისხლძარღვოვან ქსელზე (მონიშნოს ის, როგორც მოსაცილებელი ელემენტი). ამაში მთავარ როლს ასრულებს ენდოგენური მედიატორები - უჯრედშიდა ცილები, რომლებიც აძლიერებენ და ააქტიურებენ სხვა ცილების ფუნქციებს. მკვლევარი კიპ კონორი ვარაუდობს, რომ იმუნური სისტემის ელემენტების ხელოვნური გააქტიურება გადაარჩენს დიაბეტური რეტინოპათიისა და დღენაკლულთა რეტინოპათიის მქონე ადამიანებს, რომელთაც მხედველობის პრობლემა სწორედ სისხლძარღვების უკონტროლო ზრდის შედეგად შეექმნათ. ამ მიდგომის ეფექტურობა თაგვების ორ ჯგუფზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა. პირველ ჯგუფში იყვნენ გენეტიკურად შეცვლილი ცხოველები, რომლებსაც ზემოხსენებული იმუნური მექანიზმი არ გააჩნდათ. მეორე ჯგუფის იმუნური სისტემა ნორმალურად მუშაობდა. ცხოველები მოათავსეს ისეთ პირობებში, რომელიც იწვევდა თვალებში სისხლძარღვების ანომალიურ ზრდას. მეორე ჯგუფის იმუნური დაცვა უტევდა და ანადგურებდა სისხლძარღვების პათოლოგიურ ქსელს, პირველ ჯგუფში კი ამგვარი ეფექტი არ აღრიცხულა.