რა იწვევს სიელმეს და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს სიელმეს და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა

- თვალის კაკლის ნორმალური მდებარეობა გულისხმობს შორეული ობიექტის ფიქსაციისას მხედველობითი ღერძების პარალელურ მდებარეობას, ხოლო ახლომდებარე ობიექტის ფიქსაციისას - მათ გადაკვეთას. სიელმე თვალის კაკლის მხედველობითი ღერძის ნორმიდან გადახრაა. სიელმე არ არის მხოლოდ ესთეტიკური სტიგმა. ის თვალის დაავადებაა, რომელიც მხედველობის შეუქცევად დარღვევას იწვევს.

- რა იწვევს თავად სიელმეს?

- სიელმის განვითრებაში ბრალი მიუძღვის არაერთ ფაქტორს. მათგან უპირატესია:

  • გენეტიკური ფაქტორი - სტრაბიზმის მქონე ბავშვების 60%-ს აქვს დატვირთული ოჯახური ანამნეზი;
  • არაკორეგირებული რეფრაქციული ანომალიები, მაგალითად, მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა), ფუზიის დაქვეითება - ანიზომეტროპია, ანიზოკონია;
  • მხედველობის ცალმხრივი დაზიანება თვალის სხვადასხვა დაავადების დროს - თანდაყოლილი კატარაქტა, გამჭვირვალობის დაქვეითებით მიმდინარე რქოვანას დაავადებები, მაღალი ხარისხის მიოპია, ცვლილებები მაკულურ არეში, დღენაკლულ ბავშვთა რეტინოპათია და სხვა;
  • დღენაკლულობა, ასფიქსია, ქალა-ტვინის ტრავმა, ენცეფალიტი.

- როგორ ვლინდება სიელმე?

- ყოველგვარი ტიპის სიელმის ძირითადი კლინიკური ნიშანია თვალის გადახრა მხედველობითი ღერძიდან. გადახრა შეიძლება იყოს მუდმივიც და გარდამავალიც. ამ დროს პაციენტი შეიძლება უჩიოდეს მხედველობის გაორებას, თავის ტკივილს, ბინოკულარული მხედველობის მოშლას.

- სიელმის რამდენი ფორმა არსებობს?

- სიელმის ტიპების დაჯგუფება შეიძლება სხვადასხვა ნიშნით:

  • მხედველობითი ღერძიდან გადახრის მუდმივობის მიხედვით განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს - ჰეტეროტროპიას და ჰეტეროფორიას, მარტივად რომ ვთქვათ - გამოხატულ სიელმეს და ფარულ სილმეს.
  • გადახრის მიმართულების მიხედვით - გარეთა, შიგნითა, ზემოთა, ქვემოთა სიელმეს, აგრეთვე ციკლოტროპიას.

გამოხატული ანუ მუდმივი სიელმე, თავის მხრივ, შეუღლებულ და პარალიზურ ფორმებად იყოფა. შეუღლებული ფორმა უმთავრესად გვხვდება ახალშობილებსა და ბავშვებთან, პარალიზური - უმთავრესად ზრდასრულებთან. პროცესი შეიძლება მოიცავდეს ერთ ან ორივე თვალს. ცალკე გამოყოფენ ფსევდოსიელმეს, რომელიც სახის ანატომიურ თავისებურებას წარმოადგენს (მაგალითად, ცხვირის ფართო ზურგი ან/და ეპიკანთუსი).

- რა ასაკში იჩენს თავს სიელმე?

- ნებისმიერ ასაკში. მაგალითად, შეუღლებული სიელმე შესამჩნევი ხდება 6 წლამდე, ათიდან 7 შემთხვევაში - 2 წლამდეც კი, ხოლო პარალიზურმა ფორმამ შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი.

- თუ სიელმე შევამჩნიეთ, როდის უნდა ვაჩვენოთ ბავშვი ექიმ ოფთალმოლოგს?

- დაუყოვნებლივ. მხოლოდ ოფთალმოლოგს შეუძლია დაადგინოს სიელმის ტიპი და დააკვირდეს დარღვევის დინამიკას, რის მიხედვითაც შემდგომი მოქმედების ტაქტიკას შეარჩევს. მკურნალობის ეფექტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, დროულად მივიყვანთ თუ არა ბავშვს ექიმთან, დროულად დაიწყება თუ არა მკურნალობა და ზედმიწევნით შეასრულებს თუ არა მშობელი დანიშნულებას.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- ტარდება სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ციკლოპლეგიით და ციკლოპლეგიის გარეშე, მოწმდება კუნთების ბალანსი, ტარდება სხვადასხვა ტესტი. მდგომარეობისამებრ, მკურნალობაში, შეიძლება ჩაერთონ სხვა სპეციალისტებიც - ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი...

- რამდენად ეფექტურია ვარჯიშები სიელმის დროს?

- ვარჯიშები ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავადგენთ სიელმის მიზეზს და გავაკეთებს ყველაფერს მის აღმოსაფხვრელად. ვარჯიშების სპეციალურ კომპლექსს, ინტენსივობასა და ჯერადობას ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.

- როგორ მკურნალობენ სიელმეს? როდის დაისმის ოპერაციული მკურნალობის საკითხი?

- თავდაპირველად ვნიშნავთ სათვალეს, თვალის ახვევას, ვარჯიშებს, ვატარებთ პირველადი ოფთალმოლოგიური და ზოგადი სომატური დაავადებების მკურნალობას. თუ ყველაფერი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მივმართავთ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს.