რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
მხედველობის დარღვევები
მხედველობის დარღვევები
თვალისა და მისი ფუნქციის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენში ასეთი გამოთქმით გამოხატავენ: “თვალისჩინივით ძვირფასი”. მხედველობის წყალობით ხომ ადამიანი სამყაროს მშვენიერებას შეიგრძნობს და საკუთარ განწყობასა თუ სულიერ მდგომარეობასაც გამოხატავს.
ამიტომ გასაკვირიც არ არის, რატომ აღიქვამენ ადამიანები გრძნობათა ორგანოებს შორის ყველაზე მწვავედ სწორედ მხედველობის დაქვეითებასა და საზოგადოდ, თვალთან დაკავშირებულ პრობლემებს.


ფაქტები


  • გლობალურად, განვითარებულ ქვეყნებში მხედველობის დაქვეითების ძირითადი მიზეზი - არაკორექტირებული რეფრაქციის ანომალიებია, საშუალო და მაღალი დონის ქვეყნებში კი - კატარაქტა.
  • მხედველობის დაქვეითება მსოფლიოში 285 მილიონამდე ადამიანის პრობლემაა, მათგან 39
    მილიონს სერიოზულად აქვს თვალისჩინი დაზიანებული, 246 მილიონს კი - მხედველობის სხვადასხვა ხარისხის დაქვეითება აღენიშნება.
  • სტატისტიკის თანახმად, მხედველობადაქვეითებული მოსახლეობის 90% დაბალი განვითარების ქვეყნების მცხოვრებია.
  • 50 წელი და ზემოთ - ის ასაკობრივი ჯგუფია, რომლისთვისაც მხედველობის დაქვეითება ყველაზე მწვავე პრობლემაა, ისინი საერთო მაჩვენებლის 82%-ს შეადგენენ.
  • რისკფაქტორებია ინფექციური დაავადებებიც, თუმცა, უკანასკნელი 20 წლის მონაცემთა მიხედვით, ამ მიზეზით გამოწვეული
    მხედველობის დაზიანება მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
  • ცნობილია, რომ მხედველობის დაქვეითების 80%-ის პროფილაქტიკა და მკურნალობაც შესაძლებელია.


მხედველობის ხარისხი

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, მხედველობის 4 ტიპის ხარისხია დადგენილი:

I - ნორმალური მხედველობა;
II - მხედველობის ზომიერი დაქვეითება;
III - მხედველობის მძიმე დაქვეითება;
IV - სიბრმავე.


მხედველობის დაქვეითების მიზეზები

1. რეფრაქციის არაკორექტირებული ანომალიები: ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი - 43%;
2. არანაოპერაციები კატარაქტა - 33 %;
3. გლაუკომა - 2 %;
4. სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება - 22 %.


რისკჯგუფები


  • 50 წლისანი და ზემოთ. ეს ასაკობრივი ჯგუფი დედამიწის მოსახლეობის 20%-ს შეადგენს, შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად მატულობს მხედველობის დაქვეითების მქონეთა რიცხვიც, გამოწვეული, ძირითადად, თვალის ქრონიკული დაავადებებითა და ბიოლოგიური დაბერებით.
  • ბავშვები 15 წლამდე. დღევანდელი მონაცემით, 19 მილიონამდე ბავშვს ახასიათებს მხედველობის დაქვეითება. მათგან 12 მილიონში ეს რეფრაქციის ანომალიითაა გამოწვეული, ამ მდგომარეობის დიაგნოსტიკა და კორექცია სადღეისოდ პრობლემა აღარ არის.


მხედველობის დაქვეითების სიხშირის კლების მიზეზები

უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მთელ მსოფლიოში მხედველობის დაქვეითების სიხშირემ საგრძნობლად იკლო, რაც რამდენიმე მიზეზით აიხსნება:

  • სპეციალისტის მომსახურება გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.
  • გაიზარდა და ამაღლდა პრობლემის ადრეული ამოცნობისა და დიაგნოსტიკის დონე, რაც წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
  • ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო დონეზე ხორციელდება სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მხედველობის დაქვეითების ადრეულ პროფილაქტიკასა და მკურნალობას ითვალისწინებს.
  • მნიშვნელოვნად შემცირდა ინფექციური დაავადებებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება.

ჩამოთვლილ მიზეზთა მიუხედავად, მხედველობის ადრეული დაქვეითება და მასთან დაკავშირებული პრობლემები მაინც საკმაოდ აქტუალური სამედიცინო პრობლემაა, რამდენადაც, საყოველთაო კომპიუტერიზაციისას, მხედველობის დაქვეითების ზოგადი მაჩვენებლის კლების ფონზეც კი, ახალგაზრდა ასაკში თვალსა და მის ფუნქციასთან დაკავშირებულმა უსიამოვნებებმა საგრძნობლად იმატა.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ასაკთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობა ირყევა. ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილება ვითარდება. პრობლემა ექმნება
იმისათვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ:
ძალიან მალე მშრალი თვალის სინდრომის განკურნება სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თვალის ბადურას უნიკალური იმპლანტანტი წარმოადგინეს. მათი
კატარაქტა, რეფრაქცია და თვალის სხვა პრობლემები - ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ვაკის ფილიალი გაიხსნა

თვალთან დაკავშირებული
ყველა პრეპარატს აქვს ესა თუ ის გვერდითი ეფექტი, რომელთა შესახებაც პაციენტმაც და ექიმმაც კარგად უნდა იცოდნენ
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.