თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, საჭიროა ოთახის დაბნელება, საღამოს კი მისი განათება - რჩევები მხედველობის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, საჭიროა ოთახის დაბნელება, საღამოს კი მისი განათება - რჩევები მხედველობის შესანარჩუნებლად
თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, საჭიროა ოთახის დაბნელება, საღამოს კი მისი განათება - რჩევები მხედველობის შესანარჩუნებლად
იმისათვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ:
რისგან შევიკავოთ თავი?


• არ უნდა მოვწიოთ, რადგანაც მოწევა ზრდის თვალის წნევას, რაც სხვადასხვა დაავადების გამომწვევია;
• არ იკითხოთ დაწოლილმა;
• კითხვისას წიგნთან დაშორება უნდა იყოს 30 სმ;
• თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, საჭიროა ოთახის დაბნელება, საღამოს კი მისი განათება;
• შეეცადეთ ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერთან, რადგან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდწილად მათ აღენიშნებათ, ვინც კომპიუტერთან დიდხანს ზის;
• ყოველდღიურად (ან კვირაში რამდენჯერმე) თვალებზე გაიკეთეთ ჩაის კომპრესები. შეეცადეთ, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე - ეს დადებითად იმოქმედებს თვალების
ჯანმრთელობაზე;
• იკვებეთ კარგად. ვიტამინების ნაკლებობისას მხედველობის სიმახვილე იკლებს და თვალებიც ადვილად და სწრაფად იღლება, ამასთან, აღინიშნება მტკივნეულობაც.

პომიდორში, ნესვში, ბარდასა და ღვიძლში ბევრია А ვიტამინი, ამიტომ რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ეს პროდუქტები. თუ თვალის სიმშრალე და გაღიზიანება გაწუხებთ, ეს B ვიტამინის ნაკლებობას მიუთითებს. ამ შემთხვევაში
უფრო მეტი სოკო და ბანანი უნდა მიიღოთ. რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიირთვით С ვიტამინის შემცველი პროდუქტები. ეს დაგეხმარებათ თვალის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

თვალებს დასვენება სჭირდება, განსაკუთრებით - სამუშაო დღის ბოლოს, რადგან სამსახურში თვალი ძალზე იტვირთება.

სამსახურიდან დაბრუნებისას 15-20 წუთით წამოწექით საწოლზე, ჩააქრეთ შუქი და დაწექით თვალგახელილი. ამით თვალებს კარგი დასვენების საშუალებას მისცემთ.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
მობილური ეკრანებიდან წამოსული ლურჯი სხივი ძალიან სახიფათოა. ის არა მარტო ცირკადულ რითმს არღვევს, რითაც
16-08-2018
ისრაელში მკვლევარებმა თვალის ნანო-წვეთები შექმნეს, რომლის წყალობით სათვალე
15-08-2018
2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული
31-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მობილური ეკრანებიდან წამოსული ლურჯი სხივი ძალიან სახიფათოა. ის არა მარტო ცირკადულ რითმს არღვევს, რითაც
თვალში სისხლჩაქცევის მიზეზი სვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს. მათ შორის ეს მიზეზებია:
კომპანიამ Ocumetics Technology Corporation უნიკალური ბიონიკური ბროლი გამოსცადა. ავტორების თქმით, ბროლი
ასაკთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობა ირყევა. ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილება ვითარდება. პრობლემა ექმნება
ძალიან მალე მშრალი თვალის სინდრომის განკურნება სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თვალის ბადურას უნიკალური იმპლანტანტი წარმოადგინეს. მათი
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით