ხელოვნური ბადურა - სიბრმავისგან დაცვის საშუალება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ხელოვნური ბადურა - სიბრმავისგან დაცვის საშუალება
ხელოვნური ბადურა - სიბრმავისგან დაცვის საშუალება
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თვალის ბადურას უნიკალური იმპლანტანტი წარმოადგინეს. მათი აზრით, აღნიშნულ იმპლანტანტს შეუძლია სიბრმავის თავიდან აცილება. იმპლანტანტი შექმნილია ბადურის პიგმენტური ეპითელიუმისგან, რომელიც თავის მხრივ ღეროვანი უჯრედებიდანაა მიღებული.

ექსპერიმენტის ფარგლებში ეპითელიუმი გადაუნარგეს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის მქონე ოთხ პაციენტს. ეს ფიზიკური დაზიანება ბადურის ცენტრში (მაკულაში) აღმოცენდება. მაკულა თვალის სტრუქტურაა, რომელიც ცენტრალურ მხედველობაზეა (აუცილებელია კითხვისთვის, მანქანის ტარებისთვის) პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში მაკულარულმა დეგენერაციამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. ის ხანდაზმული ადამიანების 10-20% უვლინდება. ასაკობრივი მაკულარული დისტროფია 55 წელს გადაცილებული ადამიანების სიბრმავის ძირითადი მიზეზია.

იმპლანტანტის წყალობით მხედველობის
ხარისხის დაქვეითება ექსპერიმენტის ყველა მონაწილეში შეჩერდა. დაკვირვების ხანგრძლივობა 4-დან 12 თვემდე პერიოდს შეადგენდა. ერთ-ერთ პაციენტ ქალს იმპლანტანტის გადანერგვის შემდეგ მხედველობის ხარისხი გაუუმჯობესდა და ოფთალმოლოგიურ ცხრილში 24 ასოს წაკითხვა შეძლო, მაშინ, როდესაც ოპერაციამდე მხოლოდ შვიდ ასოს კითხულობდა.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული
31-07-2018
თვალში სისხლჩაქცევის მიზეზი სვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს. მათ შორის ეს მიზეზებია:
30-07-2018
კომპანიამ Ocumetics Technology Corporation უნიკალური ბიონიკური ბროლი გამოსცადა. ავტორების თქმით, ბროლი
19-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თვალში სისხლჩაქცევის მიზეზი სვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს. მათ შორის ეს მიზეზებია:
კომპანიამ Ocumetics Technology Corporation უნიკალური ბიონიკური ბროლი გამოსცადა. ავტორების თქმით, ბროლი
ასაკთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობა ირყევა. ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილება ვითარდება. პრობლემა ექმნება
იმისათვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ:
ძალიან მალე მშრალი თვალის სინდრომის განკურნება სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ
თვალისა და მისი ფუნქციის უდიდეს მნიშვნელობას ჩვენში ასეთი გამოთქმით გამოხატავენ:
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე