126-წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ფილიალი გახსნა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
126-წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ფილიალი გახსნა
126-წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ვაკეში ფილიალი გახსნა
კატარაქტა, რეფრაქცია და თვალის სხვა პრობლემები - ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ვაკის ფილიალი გაიხსნა

თვალთან დაკავშირებული ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემა რეფაქცია და რეფრაქციული ანომალიებია. რეფრაქცია - ეს არის თვალის ოპტიკური სისტემის გარდამტეხი ძალის შესაბამისობა ანატომიურ ღერძთან. რეფრაქციის ანომალიებია: მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმეტროპია (შორსმხედველობა) და ასტიგმატიზმი. მკურნალობა გულისხმობს კორექციას სათვალითა და კონტაქტური ლინზებით, სავარჯიშო აპარატებით აკომოდაციის გაუმჯობესებას.

ხოლო თუ გაქვთ დაბინდული მხედველობა, გამოსახულებას უფრო ბუნდოვნად ან ყვითლად აღიქვამთ, ღამით მხედველობა გიუარესდებათ, სინათლე გჭრით თვალს, სინათლის გარშემო ხედავთ შუქის რგოლებს, კითხვისთვის უფრო კარგი განათება
გჭირდებათ, სათვალეს ხშირად ცვლით, გაქვთ გაორებული მხედველობა - თქვენ დიდი ალბათობით კატარაქამ შეგაწუხათ, კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის - ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას. კატარაქტის მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას, პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება, ან
სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. მსოფლიოს მასშტაბით კატარაქტა არის მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი და სიბრმავის 51% კატარაქტით არის გამოწვეული. კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება და მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა.

mkurnali.ge

საქართველოში ამ და მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მოგვარება საკმაოდ მაღალ დონეზე ხდება. ბაზარზე განსაკუთრებული ადგილი კი ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს უჭირავს, რომლის ვაკის ფილიალიც 28 მარტს ოფიციალურად გაიხსნა და 29 მარტიდან პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება.

"ნიუს ჰოსპიტალსის" თვალის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ვაკის ფილიალის გასნას დადებითად აფასებს ეროვნული ნაციონალური ცენტრის წამყვანი ქირურგი ოლეგ გოლოვაჩოვი. მისი თქმით, ფილიალის გახსნას დიდი ხანი ელოდნენ და მოხარულია, რომ უმაღლესი ხარისხის ოფთალმოლოგიურ მომსაუხრებაზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

"კლინიკა თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურითაა აღჭურვილი. ერთი აპარატის საშუალებით სრული პირველადი გამოკვლევისა და დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი. ის სათვალის სწორად და ზუსტად შერჩევაშიც გვეხმარება. საჭიროების შემთხვევაში კი უფრო რთული გამოკვლევებიც ტარდება. ჩვენთან ნებისმიერი სირთულის და მიმართულების ოფთალმოლოგიური ქირურგიული ჩარევაც ხდება. არსებული ტექნოლოგიური აღჭურვილობა ახალი მეთოდების დანერგვის შესაძლებლობასაც გვთავაზობს," - განმარტავს ეროვნული ნაციონალური ცენტრის წამყვანი ქირურგი ოლეგ გოლოვაჩოვი.

mkurnali.ge

ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია და პაციენტებს მუდმივად სთავაზობს ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს. ის 2011 წლიდან "ნიუ ჰოსპიტალსში" ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიურ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

"ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორის გიორგი რამიშვილის განმარტებით, 2018 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით კიდევ ოთხი ფილიალის გახსნა იგეგმება. გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული ახალი ფილიალები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით, თბილისის სხვადასხვა უბნებში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში იქნება განთავსებული.

mkurnali.ge

"ნიუ ჰოსპიტალსში", რომელიც ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სამართალმემკვიდრეა, ბაზარზე ჩვენი ლიდერული პოზიციების განვითარებას მაქსიმალურად ვცდილობთ. ჩვენი მიზანი პაციენტების კეთილდღეობის ზრდაა. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ვიყოთ უფრო მოქნილები და ხარისხიან ოფთალმოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ფილიალის გახსნაც ამ მიზნით გადავწყვიტეთ. ნებისმიერი ოფთალმოლოგიური მომსახურება, რაც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს, ჩვენთან ხელმისაწვდომია, საუკეთესო უახლესი აპარატურით ვართ აღჭურვილი. მსოფლიო ბაზარზე არსებულ ყველა სიახლეს ვნერგავთ. ასევე, აქცენტს ვაკეთებთ მეცნიერების განვითარებაზე, სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობზაე. ოფთალმოლოგიაში ყველაზე მეტი რეზიდენტი ჩვენ გვყავს. ვგეგმავთ, რომ გაკეთდეს ვეტლაბი, სადაც მომავალი ოფთალმოლოგ-ქირურგები ივარჯიშებენე. მეცნიერების ხელშესაწყობადაც გამოვყოფთ გარკვეულ თანხას. ბევრი საინტერეო გეგმა გვაქვს და გვჯერა, რომ ჩვენს პროფესიონალებთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ," - განაცხადა "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორმა გიორგი რამიშვილმა.

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ვაკის ფილიალი (ლევან მიქელაძის #3; ყოფილი თ. აბულაძის #34) 29 მარტიდან პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება.

mkurnali.ge



ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ტექნიკური პროგრესი, ეკოლოგიური ცვლილებები, გადაღლილობა, სტრესი, ცხოვრების სწრაფი ტემპი, შესაძლოა, ჩვენს თვალებზე უარყოფითად აისახებოდეს. სწორედ ამიტომ, მხედველობის ორგანოს მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
20-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თვალში სისხლჩაქცევის მიზეზი სვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს. მათ შორის ეს მიზეზებია:
კომპანიამ Ocumetics Technology Corporation უნიკალური ბიონიკური ბროლი გამოსცადა. ავტორების თქმით, ბროლი
ასაკთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობა ირყევა. ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილება ვითარდება. პრობლემა ექმნება
იმისათვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ:
ძალიან მალე მშრალი თვალის სინდრომის განკურნება სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თვალის ბადურას უნიკალური იმპლანტანტი წარმოადგინეს. მათი
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე