სექსუალური შეკავება ქალის ფსიქიკისა და ფიზიკური მდგომარეობისთვის საშიშია
ასევე, გამოიყოფა სტეროიდული ჰორმონი - დეჰიდროეპიანდროსტერონი. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამიტომ სექსის არქონა იწვევს იმუნური დაცვის შესუსტებასა და სხვადასხვა ავადმყოფობების განვითარებას. კერძოდ, იზრდება შარდგამომყოფი გზების ინფექციის რისკი.
სექსის არქონის ფონზე შესაძლებელია წონაში მატება, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგანაც სექსის დროს იზრდება ჰიპოკამპის (ტვინის ზონა, რომელიც გრძელვადიან მეხსიერებასა და ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი) აქტივობა. ექსპერტების აზრით, მთავარია სექსი სიამოვნების მომტანი იყოს. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზებით, ის ყოველთვის სასიამოვნო არაა. ყველაზე ხშირად პრობლემები აღმოცენდება თვითკონტროლის გაძლიერებისა და პარტნიორის მიმართ უნდობლობის გამო. სიამოვნების მიღების შესაძლებლობაზე მენსტრუალური ციკლიც მოქმედებს. ცნობილია, რომ ციკლის შუაში ქალს ნაკლებად ეშინია დაფეხმძიმების და უფრო გახსნილად გრძნობს თავს. შინაგანი ჰარმონიაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ლალი ჩხიკვაძე