შეჯიბრების წინა ღამეს სექსი სპორტულ მიღწევებზე დადებითად მოქმედებს
თუმცა, ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევებით ეს მოსაზრება არ დასტურდება. სინამდვილეში, ღამის სექსუალური აქტის შემდეგ, შეჯიბრზე სპორტსმენები საუკეთესო მხრიდან აჩვენებენ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სექსი დადებითად მოქმედებს სპორტულ მაჩვენებლებზე.
მეცნიერებმა გააანალიზეს კვლევების შედეგები და სტატისტიკური მონაცები. ერთ-ერთი კვლევით გამოვლინდა, რომ სპორტსმენ ქალებში ძალოვანი მაჩვენებლები უცვლელი იყო, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა შეჯიბრების წინა ღამეს სექსუალური აქტი. მეორე კვლევა მარათონის მორბენლებში სექსის დადებით ეფექტს ადასტურებდა.
ექსპერტების დასკვნით, შეჯიბრების წინა ღამეს სექსი დადებითად მოქმედებს სპორტულ მიღწევებზე.
ლალი ჩხიკვაძე