ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის ფსიქოსექსუალური განვითარება

თავის ტვინის სტრუქტურების სქესობრივი დიფერენცირება შესაძლოა დაირღვეს, თუ ორსულობის კრიტიკულ პერიოდში (მეშვიდედან 32-ე კვირამდე) ნაყოფზე იმოქმედა პათოგენურმა ფაქტორებმა (ამგვარი ფაქტორებია სტრესი, პლაცენტის სისხლის მიმოქცევის მოშლა, დედის მიერ ზოგიერთი პრეპარატის, მათ შორის - გლუკოკორტიკოიდების, ანაბოლური სტეროიდების, პროჟესტერონის, რეზერპინის, მიღება). ამრიგად, ფსიქოსექსუალური დარღვევების პროფილაქტიკა ბავშვის დაბადებამდე უნდა დაიწყოს. ამისთვის ორსულს უნდა შევუქმნათ პირობები, რომლებიც ნაყოფზე მავნე ზემოქმედებას გამორიცხავს.

ფსიქოსექსუალური განვითარების ტემპის დარღვევა

ფსიქოსექსუალური განვითარების რეტარდაციაზე საუბრობენ, როდესაც სუბიექტის სექსუალური ჩამოყალიბება ჩამორჩება მის ასაკს. განასხვავებენ ფსიქოსექსუალური რეტარდაციის სამ ვარიანტს. სომატოგენურ შეფერხებას ბიოლოგიური საფუძველი აქვს და სქესობრივი განვითარების ჩამორჩენასთან არის დაკავშირებული. ენდოკრინული სისტემის უხეშმა მოშლილობამ შესაძლოა ასექსუალობა, ანუ პიროვნების ფსიქიკურ განვითარებაში სექსუალური კომპონენტის გამოვარდნა გამოიწვიოს. ფსიქოგენური შეფერხებები გამოწვეულია ფსიქიკის ჩამოყალიბების პროცესში მომხდარი ამა თუ იმ დარღვევით, ფსიქიკური განვითარების ზოგადი ჩამორჩენის ჩათვლით. მათი მამუხრუჭებელი გავლენა შესამჩნევია როლური ქცევის ფორმირების ეტაპზე, ხოლო მაქსიმალურად ვლინდება ფსიქოსოციალური ორიენტაციის ჩამოყალიბებისას. ფსიქოსექსუალური განვითარების სოციოგენური რეტარდაცია ხშირად აღინიშნება, როდესაც ჰარმონიულია პიროვნების ფსიქოფიზიკური განვითარება, მაგრამ არასწორია სქესობრივი აღზრდა, ბავშვს უნერგავენ აზრს, რომ ყველაფერი, რაც სქესთან არის დაკავშირებული, ბინძური და სამარცხვინოა, უზღუდავენ თანატოლებთან ურთიერთობას. რეტარდაცია წარმოადგენს სექსუალურობის უდროო ჩამოყალიბების ერთ-ერთ ვარიანტს, ანუ ასინქრონულ ფსიქოსექსუალურ განვითარებას, რომელიც სქესობრივი მომწიფების დისჰარმონიაზე აისახება. ბავშვობაში ფსიქოსექსუალური შეფერხება მშობლების განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობს. ასეთ ბავშვებს არ გააჩნიათ სქესობრივი ცნობისმოყვარეობა, ხოლო მათი როლური თამაშები მინიმუმდე დაიყვანება ან საერთოდ არ არსებობს. ამასთან, ხდება სქესობრივი თვითშეგნების სწორი ჩამოყალიბება და ფორმირდება ადეკვატური სქსობრივი როლი.  რეტარდაცია მეტად შესამჩნევი ხდება მოზარდობის პერიოდში, როდესაც რთულდება სქესობრივი ორიენტაციის ფორმირება. მოგვიანებით სქესობრივი ლტოლვა ვეღარ აღწევს სიმწიფეს (ასეა მამაკაცებშიც და ქალებშიც) და პლატონური ან ეროტიკული ლიბიდოს სტადიაში ჩერდება. ზოგჯერ სახლობანას, დედაშვილობანას ტიპის როლური თამაშები,  ტიპობრივი 5-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეების გამო სკოლის წლებში გადაინაცვლებს. თავის დროზე "თამაშით დაუკმაყოფილებელი" ბავშვები ჯგუფებად და სათითაოდ გატაცებით აგრძელებენ თოჯინებით თამაშს, ზოგჯერ - მაღალ კლასებშიც კი. ამასთან, ეს თამაშები საგრძნობლად განსხვავდება სკოლამდელი ასაკის ბავშვების როლური თამაშებისგან, რადგან ამ ასაკში სქესობრივ საკითხებში გაცნობიერების ხარისხი მაღალია, ხოლო ჰორმონული დონე არსებითად იცვლება. ეს თამაშები, აყალიბებს რა როლურ წესებს, ერთგვარად ავსებს სექსუალური ჩამოყალიბების "სიცარიელეს". თუმცა ჰორმონულ აქტივობასთან თამაშების დამთხვევამ შესაძლოა ლიბიდოს რეალიზაციის სუროგატულ ფორმებსა და სექსობრივი ლტოლვის მიმართულების გამრუდებასთან მიგვიყვანოს. სექსუალური რეტარდაცია მნიშვნელოვანწილად ფსიქოსექსუალური ორიენტაციის ფორმირების ეტაპზე მოდის. ამგვარად, უპირატესად ეროტიკულ სტადიაზე მომხდარი შეფერხება სექსუალური დევიაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად იქცევა. არასწორი სქესობრივი აღზრდა და მიკროსოციალური გარემოს უარყოფითი გავლენა მხოლოდ სოციოგენურ რეტარდაციებს კი არა, არამედ ბავშვისა და მოზარდის ფსიქიკის ფორმირების დარღვევასაც იწვევს. ჩვეულებრივ, ქალები მამაკაცებზე მეტად იჩაგრებიან აღმზრდელების გადაჭარბებული ყურადღებით, მამაკაცებში კი, რომელთა ცხოვრებაში პირველივე სქესობრივი კონტაქტების დროს სერიოზული პრობლემები იჩენს თავს, არცთუ იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს თავისებური ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც საპირისპირო სქესთან ინტიმურ ურთიერთობას ართულებს. როგორც წესი, ეს პლატონური და ეროტიკული კომუნიკაციის განუვითარებლობის შედეგია. იმ პრაქტიკული უნარების არარსებობა, რომელთა მიღებაც მათ ვერ შეძლეს სექსუალობის ჩამოყალიბებისას, საგრძნობლად ართულებს პარტნიორთან ურთიერთობას ჯერ კიდევ პლატონურ დონეზე, ხოლო ეროტიკულ სიახლოვეზე ჰარმონიულ გადასვლას და შემდგომ სქესობრივ კონტაქტს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. შედეგად, ჭეშმარიტი სქესობრივი ლტოლვის გარეშე, პარტნიორთან ურთიერთობისას, საკუთარი ქცევის კორეგირებით, ისინი მიდიან სქესობრივი სიახლოვისკენ, რომელიც იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. მათი ყოველი მცდელობა, პარტნიორთან უმალვე, პლატონური და ეროტიკული ურთიერთობის გვერდის ავლით, სქესობრივი კონტაქტი დაამყარონ, იღებს უტრირებულ, ზოგჯერ უაზრო ხასიათს, რომელიც ქალების უმრავლესობას აფრთხობს. იშვიათად, სასურველი პარტნიორის დახმარებით, მამაკაცი მოსამზადებელი პერიოდის ყველა სირთულის გადალახვას ახერხებს, მაგრამ თავად სქესობრივი აქტი ხშირად წარუმატებლად სრულდება, რაც უძლიერებს მამაკაცს სქესობრივი არასრულფასოვნების განცდას.


როლური ქცევის სტერეოტიპის დარღვევა

როლური ქცევის ტრანსფორმაცია არის სქესობრივი ქცევის ფორმირება, რომელიც დამახასიათებელია მეორე სქესისთვის სწორი სქესობრივი თვითშეგნებისას. სქესობრივი როლი სოციალური ქცევის მოდელია, სპეციფიკური ნაკრები ნორმატიული მოთხოვნებისა და მოლოდინებისა, რომლებსაც უყენებს საზოგადოება მამრობითი ან მდედრობითი სქესის პირებს. როლურმა დარღვევებმა შესაძლოა თავი იჩინოს უკვე 3-6 წლიდან, როდესაც გოგონა თამაშობს ომობანას, ერთობა მანქანებითა და თვითმფრინავებით, ჩხუბობს, სიამოვნებით იცვამს ბიჭის ტანსაცმელს, ხოლო ბიჭი იზრდება რბილი, მოსიყვარულე, დამჯერე, გაურბის კონფლიქტებს, უყვარს საოჯახო საქმიანობაში მონაწილეობა, სიამოვნებით უვლის პატარებს. სქესობრივი როლის ტრანსფორმაციის მქონე ზრდასრული ქალისთვის დამახასიათებელია თავისი სქესის წარმომადგენლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, მკაცრი სტილის ტანსაცმელი, სამკაულებისა და კოსმეტიკის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, მოკლე ვარცხნილობა, მამაკაცური პროფესიის არჩევა, მამაკაცებთან ამხანაგური ურთიერთობა, ლიდერობისა და სოციალური წინსვლისკენ მისწრაფება. დამახასიათებელია სქესობრივი ცხოვრებისადმი დაგვიანებული ინტერესი (ამასთან, შეყვარებულობა ხშირად პლატონური ხასიათისაა), ხოლო პარტნიორის მცდელობა, გადავიდეს ინტიმურ ალერსზე, შეურაცხყოფად აღიქმება. ასეთი ქალების სექსუალური ადაპტაცია ასაკითა და მდგომარეობით უფროს მამაკაცებთან უფრო მარტივად მიმდინარეობს. სქესობრივი ქცევის ტრანსფორმაციის მქონე ქალებში ვლინდება მსუბუქი სადისტური გადახრები, რომლებიც, ჩვეულებრივ, პარტნიორის მორალური დამცირებით რეალიზდება. ფემინიზებული მამაკაცები სოციალურად საკმაოდ კარგად ადაპტირდებიან. თავიანთი სირბილის, კომფორტულობის, ოჯახური საქმიანობისკენ მიდრეკილების წყალობით ისინი თავს იმკვიდრებენ კულინარიულ ხელოვნებაში, ტანსაცმლის მოდელირებასა და კერვაში, ქორწინებისას ცოლებს სიამოვნებით ეხმარებიან საოჯახო საქმიანობაში, თუმცა სქესობრივი სიახლოვისადმი მათმა პასიურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი და ურთიერთობის გაწყვეტაც კი გამოიწვიოს. ტრანსფორმაციული როლური ქცევის მქონე მამაკაცები და ქალები ზოგჯერ სირთულეებს განიცდიან საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. მაკორეგირებელი მკურნალობა ტარდება ოჯახურ-სექსუალური დისჰარმონიის შემთხვევაში პარტნიორული ურთიერთობების მოგვარების წარუმატებელი მცდელობის დროს. ამ დროს მიმართავენ ფსიქოთერაპიას როლური ქცევის დამახინჯებული ფორმირების ეტაპის გამოსასწორებლად. ბავშვებში როლური დაღვევების ფორმირების ნიშნების გამოვლენისას მაკორექტირებელი ღონისძიებები მიმართულია გენეტიკური სქესისა და სქესობრივი თვითშეგნების ადეკვატური სქესობრივი როლის აქცენტირებისკენ. მშობლებმა უნდა გამოიყენონ ბავშვის სქესის შესაბამისი ნებისმიერი ქმედების პოზიტიური გამყარება. ჰიპერმასკულინული ქცევა ხშირად გვხვდება მოზარდებში, რომელთაც სურთ თავის დამკვიდრება როგორც საკუთარ თვალში, ისე მეგობრებსა და თანატოლებთან. ასეთი ქცევა ყოველთვის არ გამოიყურება ბუნებრივად, ხშირად შესამჩნევია კონტრასტი მოზარდის შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებს შორის, განზრახი აგრესიულობა, უხეშობა, ნებისმიერ წუთს ჩხუბში ჩასართავად მზადყოფნა, თამბაქოს წევა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება მხოლოდ მამაკაცურ როლში მათი დამკვიდრების საშუალებაა. მათთვის დამახასიათებელია ორთაბრძოლითა და სპორტის სხვა ისეთი "მამაკაცური" სახეობებით გატაცება, რომლებიც შესაძლებლობას მისცემთ, მოწინააღმდეგე დააშავონ. ისინი მზად არიან, კარატეს, ძიუდოს, კრივის ილეთები და ჩვევები ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევაში პრაქტიკაში გამოიყენონ. ჰიპერმასკულინური მოზარდები თანატოლთა შორის ლიდერობისკენ ისწრაფვიან, რასაც არა იმდენად ძალითა და თავდაჯერებულობით, რამდენადაც სისასტიკით აღწევენ. ასეთი ქცევა უმეტესად ტრანზიტორულია და ასაკთან ერთად გაივლის, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მიიღოს პათოლოგიური ხასიათი, როდესაც სადისტური მიდრეკილებები უკვე აღარ ჰგავს თამაშს და გამოვლინდება ცხოველების, უმცროსებისა და შედარებით სუსტი თანატოლების სისტემატური დამცირებით. სახლში ნებისმიერ საქმეზე უარის თქმა და ხასიათის "ქალური" ნიშნების უგულებელყოფა ქალების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებად ტრანსფორმირდება. სქესობრივი ქცევის პრიმიტიულ-შაბლონური სტერეოტიპი ერწყმის სქესობრივი კონტაქტის უხეშად დაძალებას, ხოლო პარტნიორის უარს, როგორც წესი, მისი ცემა მოსდევს. თუ მამაკაცს კმაყოფილებას მხოლოდ პარტნიორის დამცირება ან უხეში მოპყრობა ჰგვრის, ეს მეტყველებს სექსუალურ სადიზმზე, რომელიც შეიძლება მივაკუთვნოთ პათოლოგიურ ჰიპერმასკულინურ ქცევას. მისი ფორმირების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია დედასთან პატარა ბავშვის ტაქტილური და ემოციური კონტაქტის უქონლობა. ეს ბავშვებში აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებას განაპირობებს. ამასთან, სადიზმის ელემენტები ადრეულ ასაკში ვლინდება. სადიზმის უფრო მძიმე შემთხვევებში სექსობრივ კმაყოფილებას მხოლოდ მსხვერპლისთვის სხეულებრივი ზიანის მიყენება იწვევს. ქალის სექსუალურ ქცევაში მკაფიოდ გამოხატული და მყარი მაზოხისტური ელემენტები პათოლოგიურ ჰიპერფემინურ ქცევას წარმოადგენს. მაზოხისტური ტენდენციების ფორმირების საფუძველი, სადიზმისგან განსხვავებით, დედასთან კონტაქტის ნაკლებობა კი არა, პირიქით, გადაჭარბებული მზრუნველობაა. მაზოხიზმი ვლინდება, როდესაც ქალი კმაყოფილებას დამცირებასა და ფიზიკურ ტანჯვაში პოვებს. პარტნიორის მხრივ მსგავსი ქმედებების გარეშე სქესობრივი სიამოვნება, როგორც წესი, არ განიცდება. სადიზმისა და მაზოხიზმის დიაგნოსტიკა რთულია, რადგან პაციენტები შეგნებულად მალავენ ამას. მათ გამოსავლენად აუცილებელია გულდასმით გაანალიზდეს სექსუალობის ფორმირების ეტაპები და შეძლებისდაგვარად მოხერხდეს პარტნიორისგან ობიექტური ინფორმაციის მიღება.