სქესობრივი ლტოლვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი ლტოლვა

- ინსტინქტები, რომლებიც ახალი თაობების გაჩენას ემსახურება და სიცოცხლის გაგრძელებას ისახავს მიზნად. სქესობრივ ლტოლვას, მათ შორის - სქესობრივი სიახლოვის სურვილს, ქრომოსომული ნაკრები, ტვინის დიენცეფალური ნაწილი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, პირობით-რეფლექსური კომპლექსი და ინდივიდუალური ფსიქოსოციალური გამოცდილება განაპირობებს.

ლიბიდო ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი რეფლექსია, მას პირობითად ორ დონედ ყოფენ - გაცნობიერებულად (იმართება თავის ტვინის ქერქული ნაწილით) და გაუცნობიერებლად (იმართება ჰორმონებით, ძირითადად ტესტოსტერონით). სქესობრივი ლტოლვა ადამიანის რამდენიმე მოთხოვნის რეალიზაციას ემსახურება:

  • რელაქსაციას (განმუხტვა). ეს სქესობრივი აღგზნების რეალიზაციაა. იგი მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიურ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას განაპირობებს, რომლის დროსაც პარტნიორის პიროვნული თვისებები პრაქტიკულად იგნორირებულია. ამასვე ემსახურება მასტურბაცია.
  • შთამომავლობის გაგრძელებას.
  • სიამოვნების განცდას.
  • შეცნობას. ადრეულ ასაკში სქესობრივი ლტოლვა საპირისპირო სქესის შეცნობის სურვილით არის განპირობებული.
  • კომუნიკაციას. სქესობრივი ლტოლვა ხშირად სიყვარულის საფუძველი ხდება და პარტნიორთა შორის ფსიქოლოგიური სიახლოვის ფუნდამენტს ქმნის.
  • თვითდამკვიდრებას. ზოგჯერ სქესობრივი ურთიერთობები თვითდამკვიდრების საშუალებაა. ასეთი რამ უმეტესად დამახასიათებელია გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის, მოზრდილ ადამიანში კი ფსიქოლოგიური პრობლემების მანიშნებელია.
  • კომპენსაციას. სქესობრივი ურთიერთობები ადამიანის ემოციური შიმშილის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.
  • დაბოლოს, სქესობრივი ლტოლვა შეიძლება ჩვევაც იყოს. ხშირად განმეორებადი სქესობრივი მოქმედებები ადამიანში ერთგვარ დინამიკურ სტერეოტიპს აყალიბებს, რომელთა განხორციელებაც მას მოთხოვნილებად ექცევა.

სქესობრივ ლტოლვას ასუსტებს მრავალი სომატური დაავადება, ფსიქიკის მოშლილობა თუ ფსიქოსომატური პათოლოგია, მათ შორის - დეპრესია, ანორექსია, ღვიძლის ციროზი, ჰიპოგონადიზმი, ტესტოსტერონის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებები. ლიბიდოს გაძლიერება ახასიათებს მანიას, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციას, ჰიპერსექსუალობას, ნიმფომანიას.

ლიბიდოს ასუსტებს და აქრობს ზოგიერთი მედიკამენტი და ნარკოტიკული საშუალებაც. ბოლო ხანს იმატა ცხოვრების დაძაბული რიტმით, ყოველდღიური სტრესით, ქრონიკული გადაღლით პროვოცირებულმა ალიბიდემიამ, ამიტომ უფრო და უფრო ხშირად ისმის კითხვა:

როგორ დავიბრუნოთ პირველი პაემნების რომანტიკა და ვნება?

ფერომონები

სამედიცინო თვალსაზრისით სქესობრივ ლტოლვას, უპირველეს ყოვლისა, ფერომონები, სხეულის ბუნებრივი არომატები განაპირობებს, რომლებიც ორივე სქესზე ძლიერ აღმგზნებად მოქმედებს. ფერომონებს საკმაოდ სუსტი სუნი აქვთ, ამიტომ ცნობიერება მას ვერ აღიქვამს, სამაგიეროდ იოლად აფიქსირებს ქვეცნობიერი და გარკვეულ სტიმულსაც იღებს სქესობრივი ურთიერთობისთვის. მამაკაცის ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ქალებში მისდამი ლტოლვას იწვევს. ქალების ორგანიზმში კი მამაკაცებისთვის საინტერესო ნივთიერებები გამომუშავდება. აღსანიშნავია, რომ ერთი და იმავე ადამიანის ფერომონები ზოგში ლტოლვას იწვევს, ზოგში კი, პირიქით, უკურეაქციას.

აფროდიზიაკები

ეს არის მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას, ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს. მათი ეფექტი რამდენიმე ფაქტორით აიხსნება:

  • აფროდიზიაკების უმრავლესობა შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმაოდ მდიდარ ნაკრებს, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ წარმართვას, ძალების სწრაფ აღდგენას.
  • ზოგიერთი აფროდიზიაკი შეიცავს ფერმენტებს, ქიმიური აღნაგობითა და თვისებებით ადამიანის სასქესო ჰორმონთა მსგავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ სასქესო ჰორმონთა სინთეზს.
  • აფროდიზიაკთა ერთი ნაწილი აძლიერებს სასქესო ორგანოებში სისხლის მიდინებას და ამით მათ მგრძნობელობას ზრდის.
  • აფროდიზიაკები მოქმედებენ ჰიპოფიზზე და იწვევენ ენდორფინების სინთეზს, რომლებიც, თავის მხრივ, ამძაფრებენ სექსუალურ სურვილებს, ადამიანს გაცილებით თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ, იწვევენ ეიფორიას.
  • ზოგიერთ მათგანს აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებაც.

დღეს სააფთიაქო ფორმით შესაძლებელია 3 სახის აფროდიზიაკების შეძენა. ესენია:

  • პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კანტარიდინს. გამოიყენება მალამოს სახით გარეგანი მოხმარებისთვის, მცირე დოზებით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
  • იოჰიმბინის შემცველი პრეპარატები. აფართოებს სისხლძარღვებს და აძლიერებს ორგანოთა სისხლმომარაგებას, ზრდის სქესობრივ მგრძნობელობას. გვერდითი ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება.
  • მატონიზებელი პრეპარატები, ჟენ-შენისა და ელეუტეროკოკის შემცველი ექსტრაქტები. ისინი ზომიერად ზრდიან არტერიულ წნევას, ასტიმულებენ ნივთიერებათაAცვლას და აღვიძებენ სქესობრივი ცხოვრებისადმი დაკარგულ ინტერესს.

ყველა აფროდიზიაკი უვნებელი როდია - ზოგიერთი მათგანი ძლიერ შხამებსა და ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს, ამიტომ მათი გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ.


გასტრონომიული მაგია

დღეს ნებისმიერ ქალს შეუძლია მოამზადოს სასწაულმოქმედი საკვები, რათა ვახშამი ორისათვის ნამდვილად წარმატებული გამოდგეს. ამ მხრივ საინტერესოა ის პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს თავის ტვინში ენდორფინებისა და სეროტონინის გამოყოფას და სქესობრივ ლტოლვას. ასეთია ყავა და კონიაკი, ხიზილალა, შავი შოკოლადი. ძლიერი სქესობრივი სტიმულატორია კვერცხიც, განსაკუთრებით კი კვერცხისა და ნაღებისგან მომზადებული კოქტეილი.

გასტრონომიულ მაგიაში მთავარი ადგილი მაინც სასმელებს უკავია. ამ მხრივ მშრალ წითელ ღვინოს ვერაფერი შეედრება. ალკოჰოლის მცირე დოზა დაძაბულობას ხსნის და ადამიანს რომანტიკული საქციელისკენ უბიძგებს.

ყვავილის მტვერი სუპერსაკვებია, რომელიც დღეისთვის ცნობილ პრაქტიკულად ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. მას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ათლეტები ძალ-ღონის მოსამატებლად და ამტანობის გასაზრდელად. სქესობრივი ინტერესის გაზრდის უნარის წყალობით კი ის მართლაც რომ სუპერპროდუქტია.

თუთია - მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში, ასე რომ, მარწყვი და ჟოლო, რომანტიკული ვახშმის ტრადიციული ელემენტი, სქესობრივ სურვილს სწორედ თუთიის მაღალი შემცველობის წყალობით აძლიერებს.

რკინა სქესობრივი ენერგიის წყაროა.

ფოსფორი მნიშვნელოვანი ელემენტია ტვინისა და ნერვების სრულყოფილი მუშაობისთვის. იგი ადამიანის სექსუალური ენერგიის ხარისხს განაგებს.

A ვიტამინის დეფიციტი არღვევს სასქესო ორგანოების სეკრეციას.

ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სისხლში ჰორმონთა შემცველობაზე. მისი დეფიციტი ძლიერ ასუსტებს ორგანიზმს. ცილა ხელს უწყობს სპერმის საჭირო რაოდენობით წარმოქმნას.

კალიუმის დეფიციტი ადამიანს თენთავს, ადუნებს, ასეთ დროს კი სქესობრივი ურთიერთობა ნამდვილად არავის სჭირდება.

კალციუმი - ზრდის მამაკაცებში ჩასახვის უნარს, თავიდან გვაცილებს ნაადრევ ეაკულაციას, მისი უკმარისობა კი იწვევს ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითებას.

გეიშების ინტიმური საიდუმლოებანი

გეიშების მთავარი დამსახურება ის არის, რომ მშვენივრად იციან ცხოვრებით ტკბობის ხელოვნება. მათ განსაკუთრებული მენტალიტეტი, ფსიქოლოგია აქვთ.

სინათლის სხივი. იაპონელ გოგონებს ბავშვობიდანვე ასწავლიან პოზიტიურ აზროვნებას და ყოველი დღით ტკბობას. სრულწლოვნებას მიღწეული იაპონელი ქალიშვილი სიმშვიდესა და თავდაჯერებას ასხივებს. სწორედ ეს პოზიტივი ხდის მათ მიმზიდველს და სილამაზის დიდხანს შენარჩუნებაშიც ეხმარება.

სულის ლაბირინთები. გეიშა შესანიშნავად იცნობს მამაკაცის ფსიქოლოგიას. სწორედ ეს აძლევს საშუალებას, იყოს განუმეორებელი. მას შეუძლია მოსმენა, გაგება და მამაკაცის განწყობის დაჭერა, მისი სურვილის უსიტყვოდ შესრულება.

გეიშა ყველაფერს აკეთებს ლამაზად, მშვიდად, უსიტყვოდ და განუმეორებელი ღიმილით.

სექსი იაპონურად - ეს არის სულისა და სხეულის შერწყმა, სიმშვიდე, მდუმარება, იდუმალება, მხოლოდ შინაგანი ლტოლვა და ვნებათაღელვა.

რჩევები ქალებს

ზოგიერთი მამაკაცი წუთში ერთხელ მაინც ფიქრობს სექსზე, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სტრესი ამის სურვილს დიდი ხნით უქრობს. ასეთ დროს ვითარებიდან გამოსავალის პოვნა ისევ ქალბატონთა პრეროგატივაა, რომელთაც საკმაოდ ადვილად შეუძლიათ მეუღლეს გაუადვილონ პრობლემის დაძლევა და მოგვარება.

  • დაძაბული სამსახურებრივი სიტუაცია მამაკაცის ლიბიდოს დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზია. ასეთ დროს ეცადეთ, უქმე დღეებში მას პატარა დღესასწაული მოუწყოთ: რესტორანი, პიკნიკი, რომანტიკული ვახშამი შინ, სანთლის შუქზე. დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ მოუწყვეთ ცხელი აბაზანა და ეცადეთ, რელაქსაციული მასაჟიც თავად გაუკეთოთ.
  • არანაკლებ ხშირია მედიკამენტებით პროვოცირებული სქესობრივი სურვილის დაქვეითება. დაარწმუნეთ ქმარი, დროულად ეჩვენოს სპეციალისტს, რათა შეცვალონ ამ წამლის დოზა ან თვითონ წამალი.
  • სხვა ქალზე ფიქრი მამაკაცს ხშირად ცოლისადმი გულგრილს ხდის. ეცადეთ გაარკვიოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენი მეუღლისთვის, მოთმინებით აუხსენით, რომ ოჯახურ ურთიერთობებში მთავარი ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემაა, მოთმინებით დაელოდეთ, როდის გადაუვლის თავგადასავლების მაძიებელს მორიგი გატაცება.
  • ხშირად დეპრესიაში ჩავარდნილი მამაკაცი აბსოლუტურად კარგავს სქესობრივი ცხოვრებისადმი ინტერესს. თუ დამოუკიდებლად ვერ მოახერხეთ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა, მიმართეთ სპეციალისტს.
  • დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტი უშუალოდ აისახება ცოლ-ქმრის სქესობრივ ცხოვრებაზე. ესაუბრეთ მეუღლეს, გაარკვიეთ, რისი ბრალია უთანხმოება. აუცილებელია პრობლემაზე საუბარი, მისი გაანალიზება, რათა მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს.