/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სექსოლოგია

სექსის ჰიგიენა

სექსის ჰიგიენა
სექსის ჰიგიენა - ეს შესიტყვება ზოგიერთს შესაძლოა შეუსაბამოდ მოეჩვენოს, ეხამუშოს კიდეც - გამუდმებით, მეტადრე - სქესობრივი კონტაქტის დროს, ჰიგიენის დაცვაზე ავადმყოფურად ფიქრი ვის გაუგონიაო?!

ეს იმიტომ, რომ ჰიგიენაზე საუბრისას უმეტესად ინფექციის გამომწვევთაგან თავის დაცვას მოიაზრებენ. არადა ჰიგიენა ვრცელი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედებას და შეიმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე, ისევე როგორც სხვა ქცევებზე, უამრავი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელია ეს ფაქტორები?

რა გავლენას ახდენენ ისინი სექსზე? რა უნდა გაითვალისწინოს სქესობრივი კავშირის დროს წყვილმა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა დკც (ყოფილი სამკურნალო კომბინატის) სექსოლოგიური სამსახურის უფროსს, საქართველოს სექსოლოგთა საზოგადოების მდივანს, ბატონ გიორგი ბეროშვილს ვთხოვეთ.

- რა არის სექსი თავისი არსით და რას გულისხმობს მისი ჰიგიენა?

- სიტყვა "სექსის" თავდაპირველი მნიშვნელობაა სქესი - მამრობითი ან მდედრობითი, თუმცა მას მეორე მნიშვნელობაც აქვს, რომელიც ასოცირდება ადამიანის ფიზიოლოგიურ, სქესობრივ ფუნქციასთან, ანუ უნართან, ჰქონდეს სქესობრივი კონტაქტი. დღეს ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის "სქესობრივი აქტი", "სექსით დაკავება", "სქესობრივი კავშირი"... მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის სექსი არის, - უფრო სწორად, უნდა იყოს, - არა უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ უფრო ფაქიზი, უფრო ინტიმური რამ, რადგან ამ დროს ორი ადამიანის ურთიერთობა ისახავს მიზანს - მიანიჭო პარტნიორს მეტი სიამოვნება, მიეცე მას როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, გათავისუფლდე ჩარჩოებისგან, უპასუხო მის სურვილებს, და ეს ყოველივე მხოლოდ "სექსის ტექნიკის" ფლობაზე არ არის დამოკიდებული.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

21-ე საუკუნეში, ალბათ, უხერხულიც არის იმის ახსნა, რომ სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში პარტნიორებმა უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვან ელემენტარული ჰიგიენის, ამ შემთხვევაში - უბრალო სხეულებრივი სისუფთავის პრინციპები. მარტივად რომ ვთქვათ, მიიღონ შხაპი, მოიწესრიგონ გარეთა სასქესო ორგანოები, გაისუფთაონ პირის ღრუ. ეს, ალბათ, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ სქესობრივ პარტნიორს პატივს სცემ და გსურს, მას სიამოვნება მიანიჭო.

- რა არის აუცილებელი ჯანსაღი სექსისთვის?

- ჯანსაღი სექსი, თუ მის სულიერ მხარეს ვიგულისხმებთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ემყარებოდეს სიყვარულს, რომელიც სქესობრივ კავშირს სრულყოფილს გახდის. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან შემთხვევითი "თავგადასავლებისგან" არავინ არის დაზღვეული.

- ალბათ, ამიტომაც უწინდებურად აქტუალურია ინფექციურ-ვენერული დაავადებების პრობლემა. ეს საკითხები არაერთხელ გაგვიშუქებია, ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად ვენერულ პათოლოგიებსაც კი მივუძღვენით, ვესაუბრეთ ვენეროლოგებს. თქვენ როგორც სექსოლოგი რას გვეტყოდით, რა მნიშვნელობა აქვს სექსის ჰიგიენას ამ თვალსაზრისით?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, უკვე წლებია რაც მასტურბაციას მივეჩვიე და როგორ შეიძლება გადაჩვევა, მაქვს დანაშაულის შეგრძნება, ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო და უფრო მიმძაფრდება სურვილი.</p>

- რაც შეეხება სხეულებრივ სიჯანსაღეს, აქ, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა. ელემენტარული ჰიგიენის დაცვა უკვე აღარ არის საკმარისი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად. უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ საკუთარ ჯანმრთელობაში. ეს ეხება როგორც მამაკაცს, ასევე ქალს.

თუ კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების დღევანდელ არსენალს გავითვალისწინებთ, ამის გაკეთება ძნელი არ არის. არასასურველია პარტნიორის ხშირი ცვლა. მაქსიმალურად უნდა ვარიდოთ თავი შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, გარანტირებული დაცვა მხოლოდ პრეზერვატივს შეუძლია.

სამწუხაროდ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებები ჯერჯერობით არ არსებობს. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ მამაკაცებს და ხშირად ქალებსაც, რომლებსაც მკურნალობა მოუხდათ ამა თუ იმ ვენერული ინფექციის გამო, შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ კოიტოფობია - სქესობრივი აქტის შიში და საერთოდ უარი თქვან სექსზე.

კომენტარები (6)
მარი
რას ამბობს ეს ექიმი/ეგ უნდა კიდე ამ საცოდავ ხალხს?დაიბანეთ სექსის წინო.სექსი აქვთ 3 თვესი ერთხელ(უმეტესობას)და მანამდე აყროლებულებმა იარონ?კბილებს როგორ გამოიხეხავს,თუ არა აქვს ნახევარზე მეტი კბილი?სექსის ხასიათზე უნდა იყო რომ გქონდეს.საჭმელი მიეცით ხალხს საჭმწლი და მერე თითონ იციან...
თარიღი : 17-04-2016
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
გაჟიმვას ქართულად ხმარებას ეძახიან. სექსის დროს აქტიური ჟიმავს პასიურს. ზოგჯერ ქალი ჟიმავს კაცს და ზოგჯერ პირიქით. ასე რომ "იხმარა", გაჟიმა, სულაც არაა შეურაცხმყოფელი. მთავარია ორივე მხრე ნასიამოვნები დარჩეს:))))))
თარიღი : 16-04-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 მითი ქალის სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ
5 მითი ქალის სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ
ნებისმიერი ტაბუდადებული თემა, მათ შორის ის, რაც სექსთან არის დაკავშირებული, ჩვეულებრივ, ბევრ მცდარ წარმოდგენასთან არის დაკავშირებული.
სრულად
რა გავლენას ახდენს  სექსის ნაკლებობა  ფსიქიკაზე
რა გავლენას ახდენს სექსის ნაკლებობა ფსიქიკაზე
სექსის ნაკლებობა თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს.
სრულად
რომელი ჰორმონები მოქმედებს ლიბიდოზე
რომელი ჰორმონები მოქმედებს ლიბიდოზე
ლიბიდოს ჭეშმარიტი დაქვეითება შეიძლება გამოწვეული იყოს სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით და არ იყოს დაკავშირებული
სრულად
რა არის მამაკაცების ჰიპერსექსუალობის მიზეზი
რა არის მამაკაცების ჰიპერსექსუალობის მიზეზი
ჰიპერსექსუალური აშლილობის მქონე მამაკაცები (კომპულსიური სექსუალური ქცევის დარღვევა) ვერ აკონტროლებენ თავიანთ მუდმივ,
სრულად
როდის და რატომ ქრება სქესობრივი ურთიერთობის სურვილი
როდის და რატომ ქრება სქესობრივი ურთიერთობის სურვილი
4 მიზეზი თუ რატომ არ გვინდა სექსი:
სრულად
ორგაზმის არარსებობის 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზი
ორგაზმის არარსებობის 10 ყველაზე გავრცელებული მიზეზი
ანორგაზმია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქალს უჭირს სქესობრივი კავშირის დროს სექსუალური განტვირთვის მიღწევა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : სექსოლოგია

-გამარჯობა. ჩემი მეუღლე არის 32 წლის. შეუღლებულები ვართ 10 წელია და ამ დროის განმავლობაში ვცხოვრობთ სექსუალურად აქტიურად. ხშირად ვკავდებით ორალური სექსითაც,ვსინჯავთ სხვადასხვა პოზებს და ა.შ. ოდნავი შეხების,მოფერების და კოცნის დროსაც კი უკვე გამაგრებული აქვს სასქესო ორგანო. რამდენიმე დღეა ატყობს რომ სასქესო ორგანო როცა აუდგება არ მაგრდება კარგად და მალევე მჩვარდება. გათავება არ უჭირს,განიცდის სიამოვნებასაც მაგრამ ანუ კარგად ამდგარი და გამაგრებული არ აქვს. შეიძლება თუ არა ეს იყოს იმის მიზეზი, რომ წინა სამი კვირის განმავლობაში,ორჯერ იწვა კლინიკაში და გაიკეთა ენდოსკოპიური და წვრილი ნაწლავის გამოკვლევები. პირველად სრული დაძინებით,მეორედ ნარკოზით,ვენაში შეუყვანეს ორივეჯერ წამალი. ასევე გასულ წელს, სექტემბერშიც გაიკეთა მსგავსი კვლევები,კოლონოსკოპია და გასტროსკოპია,ასევე დაძინებებით. გემოგლობინი ფარული სისხლდენის გამო ჰქონდა 8.5ზე დაწეული. ეს ყველაფერი შეიძლება უკავშირდებოდეს ამ პრობლემას? და თუ არის გამოსწორებადი? სხვას ვერაფერს ვერ ვუკავშირებთ. არ არის მწეველი არც სიგარეტის და საერთოდ არაფრის, მხოლოდ ლუდს სვამს იშვიათად. დიდი მადლობა წინასწარ.

კატეგორია : სექსოლოგია

გამარჯობათ რა მაინტერესებს იცით ვარ 16 წლის ხშირად ჩემი თანატოლები და უფროსი მეგობრები მეუბნებიან რომ სექსუალური ურთიერთობა აუცილებელია და მე არ ვეთანხმები მე ვცხოვრობ ეკლესიურად და დაბადებიდან დღემდე სექსუალური ურთიერთობა არ მქონია მასტურბაციისკენ მაქვს მიდრეკილება და ვცდილობ მასაც შევეშვა და კიდევ მეუბნებიან რომ თუ 18 წლამდე ან 20 წელს ზემოთ გადააშორებ სექსუალურ ურთიერთობას და არ გექნება არც ამ ასაკშიო და წარმოიქმნება დაავადებებიო გექნება ნერვული აშლილობაო და დაგერღვევა ფსიქიკაში და გულის აჩქარებაც იქნებაო და შეიძლება გარდაცვალებაცო და ექიმო მეც ცოტა არ იყოს ძაან ავნერვიულდი და მართალია ეს ყველაფერი? და კიდევ როგორ შევეშვა მასტურბაციას? და ქორწინებამდე რომ არ მქონდეს სექსუალური კავშირი რა მოხდება ?

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სექსის ჰიგიენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სექსის ჰიგიენა

ეს იმიტომ, რომ ჰიგიენაზე საუბრისას უმეტესად ინფექციის გამომწვევთაგან თავის დაცვას მოიაზრებენ. არადა ჰიგიენა ვრცელი მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედებას და შეიმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე, ისევე როგორც სხვა ქცევებზე, უამრავი დადებითი თუ უარყოფითი ფაქტორი ახდენს გავლენას. რომელია ეს ფაქტორები?

რა გავლენას ახდენენ ისინი სექსზე? რა უნდა გაითვალისწინოს სქესობრივი კავშირის დროს წყვილმა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა დკც (ყოფილი სამკურნალო კომბინატის) სექსოლოგიური სამსახურის უფროსს, საქართველოს სექსოლოგთა საზოგადოების მდივანს, ბატონ გიორგი ბეროშვილს ვთხოვეთ.

- რა არის სექსი თავისი არსით და რას გულისხმობს მისი ჰიგიენა?

- სიტყვა "სექსის" თავდაპირველი მნიშვნელობაა სქესი - მამრობითი ან მდედრობითი, თუმცა მას მეორე მნიშვნელობაც აქვს, რომელიც ასოცირდება ადამიანის ფიზიოლოგიურ, სქესობრივ ფუნქციასთან, ანუ უნართან, ჰქონდეს სქესობრივი კონტაქტი. დღეს ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიც არის "სქესობრივი აქტი", "სექსით დაკავება", "სქესობრივი კავშირი"... მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის სექსი არის, - უფრო სწორად, უნდა იყოს, - არა უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება, არამედ უფრო ფაქიზი, უფრო ინტიმური რამ, რადგან ამ დროს ორი ადამიანის ურთიერთობა ისახავს მიზანს - მიანიჭო პარტნიორს მეტი სიამოვნება, მიეცე მას როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, გათავისუფლდე ჩარჩოებისგან, უპასუხო მის სურვილებს, და ეს ყოველივე მხოლოდ "სექსის ტექნიკის" ფლობაზე არ არის დამოკიდებული.

21-ე საუკუნეში, ალბათ, უხერხულიც არის იმის ახსნა, რომ სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში პარტნიორებმა უპირველეს ყოვლისა უნდა დაიცვან ელემენტარული ჰიგიენის, ამ შემთხვევაში - უბრალო სხეულებრივი სისუფთავის პრინციპები. მარტივად რომ ვთქვათ, მიიღონ შხაპი, მოიწესრიგონ გარეთა სასქესო ორგანოები, გაისუფთაონ პირის ღრუ. ეს, ალბათ, არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს, პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ სქესობრივ პარტნიორს პატივს სცემ და გსურს, მას სიამოვნება მიანიჭო.

- რა არის აუცილებელი ჯანსაღი სექსისთვის?

- ჯანსაღი სექსი, თუ მის სულიერ მხარეს ვიგულისხმებთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ემყარებოდეს სიყვარულს, რომელიც სქესობრივ კავშირს სრულყოფილს გახდის. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება, რადგან შემთხვევითი "თავგადასავლებისგან" არავინ არის დაზღვეული.

- ალბათ, ამიტომაც უწინდებურად აქტუალურია ინფექციურ-ვენერული დაავადებების პრობლემა. ეს საკითხები არაერთხელ გაგვიშუქებია, ჟურნალის ერთი ნომერი მთლიანად ვენერულ პათოლოგიებსაც კი მივუძღვენით, ვესაუბრეთ ვენეროლოგებს. თქვენ როგორც სექსოლოგი რას გვეტყოდით, რა მნიშვნელობა აქვს სექსის ჰიგიენას ამ თვალსაზრისით?

- რაც შეეხება სხეულებრივ სიჯანსაღეს, აქ, რა თქმა უნდა, საქმე სხვაგვარადაა. ელემენტარული ჰიგიენის დაცვა უკვე აღარ არის საკმარისი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან თავის დასაცავად. უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ საკუთარ ჯანმრთელობაში. ეს ეხება როგორც მამაკაცს, ასევე ქალს.

თუ კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების დღევანდელ არსენალს გავითვალისწინებთ, ამის გაკეთება ძნელი არ არის. არასასურველია პარტნიორის ხშირი ცვლა. მაქსიმალურად უნდა ვარიდოთ თავი შემთხვევით სქესობრივ კონტაქტებს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, გარანტირებული დაცვა მხოლოდ პრეზერვატივს შეუძლია.

სამწუხაროდ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებები ჯერჯერობით არ არსებობს. ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ მამაკაცებს და ხშირად ქალებსაც, რომლებსაც მკურნალობა მოუხდათ ამა თუ იმ ვენერული ინფექციის გამო, შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ კოიტოფობია - სქესობრივი აქტის შიში და საერთოდ უარი თქვან სექსზე.


- ჟურნალის ვებგვერდზე მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის საშიში ანალური სექსი...

- არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც ანალურ სექსს არასასურველს ხდის. უპირველეს ყოვლისა - იმიტომ, რომ ასეთი კავშირის დროს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი იოლად ზიანდება და, შესაბამისად, მაღალია ვენერული სნეულებების, შიდსისა და C ჰეპატიტის გადადების რისკი. გარდა ამისა, იმ პირებს შორის, რომლებიც ხშირად მიმართავენ ანალურ სექსს, ხშირია ანალური ხვრელის მწვავე ტრავმა, ნახეთქი, რომელიც შემდეგ ნაწიბურდება და სერიოზულ დისკომფორტს იწვევს, პროქტიტი და პარაპროქტიტი, სიგმოიდიტი, ანალური სფინქტერის ანთება და ბოლოს - ბუასილი. ანალური სექსის დროს შესაძლებელია დასნებოვნება ისეთი ბაქტერიებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, კუჭ-ნაწლავში ბინადრობენ და არაფერს აშავებენ, მაგრამ შარდსასქესო გზებში მოხვედრისას შეიძლება გამოიწვიონ ურეთრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი.

- ბევრს აინტერესებს, მიზანშეწონილია თუ არა გრიპის დროს სქესობრივი კონტაქტი, ხომ არ ემუქრება გართულება ავადმყოფს, საშიშია თუ, პირიქით, სასარგებლო სქესობრივი კავშირი ცხელებისას (ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ამაღლებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას).

- გრიპით ან სხვა მწვავე ვირუსული ინფექციით დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტი არ არის მიზანშეწონილი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეიძლება ინფექცია პარტნიორს გადასდოს. როგორც ცხელებისას, ასევე უბრალო უქეიფობისას სექსისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ. არავითარი იმუნიტეტის ამაღლება და გამოჯანმრთელება ამ დროს არ მოხდება, პირიქით, ავადმყოფი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

- რას გვეტყვით სქესობრივ კონტაქტზე ალკოჰოლური თრობის დროს?

- ალკოჰოლის ზემოქმედებისას სქესობრივ კონტაქტს მედიცინა, რა თქმა უნდა, არ კრძალავს, პირიქით, ალკოჰოლს ერთგვარი აფროდიზიაკის თვისებაც კი აქვს, მაგრამ გააჩნია ალკოჰოლიზაციის ხარისხს. ზედმეტად მთვრალი ადამიანი ხშირად ვერ აკონტროლებს თავის ემოციებსა და მოქმედებებს და შესაძლოა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს პარტნიორს. გარდა ამისა, სიმთვრალისას ჩატარებული სქესობრივი კონტაქტი შესაძლოა ვერ აღმოჩნდეს ხარისხიანი, ამან კი გამოიწვიოს არასრულფასოვნების განცდა და ფსიქოლოგიური წარმოშობის სქესობრივი პრობლემები მომავალში. ისიც უნდა ითქვას, რომ სქესობრივი აქტი თავისთავად დიდი დატვირთვაა, განსაკუთრებით - მამაკაცისთვის, ამიტომ მან, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აქვს, სიმთვრალეში სქესობრივი კონტაქტისგან თავი უნდა შეიკავოს.

- ფიტავს თუ არა სექსი ორგანიზმს? როგორი სიხშირით არის ის დასაშვები? - ამ კითხვებით უმეტესად ასაკოვნები და თინეიჯერები მოგვმართავენ.

- სექსი მავნებელი არ არის, მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა. თინეიჯერების სქესობრივი მოთხოვნილება განპირობებულია ჭაბუკური ჰიპერსექსუალობით, რომელსაც ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჭარბი სქესობრივი კავშირები ორგანიზმის გადაღლას გამოიწვევს და რომ ასეთი "პოტენცია" მთელი სიცოცხლე არ გაჰყვებათ.

სექსის სიხშირის მკვეთრად დადგენილი ნორმები არ არსებობს, ეს ინდივიდუალურია, ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევ, დაიცვან ზომიერება. მით უმეტეს, პარტნიორთა თანაცხოვრება და იდილია მხოლოდ სექსზე არ არის დაფუძნებული, "რეკორდებით" ვერავის გააკვირვებ და არც ოჯახის სიმტკიცის გარანტიად გამოდგება. ასაკოვნებსაც მართებთ იმასთან შეგუება, რომ წლებს თავისი მიაქვს, თუმცა იმედსაც მივცემ: დღევანდელი სექსოლოგიის შესაძლებლობები იძლევა იმის გარანტიას, რომ მათი მამაკაცური ღირსება არ შეიბღალოს. მთავარია, ამისთვის დროულად მიმართონ სპეციალისტებს.