ზურგის ტვინის თიაქრის ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანშია დასაშვები სექსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურგის ტვინის თიაქრის ოპერაციის შემდეგ რამდენ ხანშია დასაშვები სექსი

ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება, თუმცა ოპერაციის შემდეგ სექსი უკვე რამოდენიმე კვირაშია დასაშვები.

ყველასათვის ცნობილია, რომ სექსი სრულიად ანაცვლებს ფიზიკურ ვარჯიშს, მაგრამ მოცემულ მომენტში შეიძლება ერთის მხრივ, სწრაფ გამოჯანმრთელებას შეუწყოს ხელი, მაგრამ მეორეს მხრივ, ოპერაციის შემდგომი გართულების პროვოცირება მოახდინოს. ამდენად, პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რაც არ უნდა ინტიმურად მოეჩვენოს აღნიშნული საკითხი.

ხშირად ექიმები არა თუ უკრძალავენ, არამედ პირიქით ურჩევენ სექსს თიაქრის ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მკაცრად დადგენილ ვადებში და რიგი შეზღუდვების გათვალისწინებით.

გაურთულებელი თიაქრის შემთხვევაში რეაბილიტაციის საშუალო ვადა სამ კვირას შეადგენს. ძალიან ბევრია დამოკიდებული თიაქრის ხასიათზე, სტადიაზე, ოპერაციის ჩატარების მეთოდზე და პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ინტიმური ურთიერთობა დადებითად მოქმედებს პაციენტის მდგომარეობაზე და აქვეითებს დისკომფორტსა და ტკივილს, ასევე აუმჯობესებს განწყობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ზურგის ტვინის თიაქრის ზოგიერთი სახეობა, სხვა სიმპტომებთან ერთად, იწვევს მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევას, მათ შორის იმპოტენციას, რაც პაციენტებისთვის ძალიან შემაშფოთებელია. თუმცა ტკივილის, ანთებითი პროცესების კუპირების და თიაქრის მოშორების შემდეგ, მათი ფუნქცია თანდათანობით აღდგება.

რეაბილიტაციის პერიოდში მნიშვნელოვანია ექიმის ყველა რეკომენდაციის დაცვა:

· ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა;

· კვების სწორი რაციონი;

· რეგულარულად სამკურნალო ფიზკულტურის გაკეთება;

· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;

· დასვენების რეჟიმის დაცვა.

ზურგის ტვინის თიაქრის ოპერაციის შემდეგ პაციენტები პრაქტიკულად მაშინვე გრძნობენ შვებას, აღარ არის ტკივილის სინდრომი, ნორმალიზდება და აღდგება სხვადასხვა ორგანოსა და სისტემების მუშაობა. თუმცა სექსთან დაკავშირებით აჩქარება არ შეიძლება. ინტენსიური რეაბილიტაცია იწყება ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ.

ოპერაციის შემდეგ პირველ დღეებში პრაქტიკულად ყველა პაციენტი უჩივის ჭრილობის ტკივილს. ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის სექსიც არ შეიძლება.

სექსუალურ კონტაქტს განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომა სჭირდება. კონტაქტი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ჭრილობის ადგილზე ტკივილის შემთხვევაში. დაუშვებელია სექსი შეშუპების ან ჰემატომის დროს.

ლალი ჩხიკვაძე