ძილის აპნოეს მკურნალობა ქალის ინტიმურ ცხოვრებას აწესრიგებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ძილის აპნოეს მკურნალობა ქალის ინტიმურ ცხოვრებას აწესრიგებს
ძილის აპნოეს მკურნალობა ქალის ინტიმურ ცხოვრებას აწესრიგებს
CPAP-თერაპია ძილის აპნოეს მკურნალობის მეთოდია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გზით უწყვეტი დადებითი წნევის მიწოდება. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომელთაც აღენიშნებათ ძილის აპნოე, შეუძლიათ ინტიმური ცხოვრების ხარისხის ამაღლება CPAPაპარატის რეგულარულად გამოყენებით.

როგორც ცნობილია, აპნოეს დროს, ძილის პერიოდში ზედა სასუნთქი გზების ბლოკირების გამო, სუნთქვა მრავალჯერ ჩერდება და აღდგება. აღნიშნული პათოლოგია ზრდის გულის, თირკმელების დაავადებების, დემენციის, ტიპი 2 დიაბეტის, ორსულობის მიმდინარეობის გართულების რისკს. აპნოე ასევე დაკავშირებულია ინტიმური ცხოვრების პრობლემებთან.

კვლევის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომლებიც სარგებლობდნენ CPAPაპარატით, სექსუალური
დაკმაყოფილების დონე აუმაღლდათ, მამაკაცების ინტიმური ცხოვრების ხარისხზე CPAP-თერაპია არ მოქმედებდა. სპეციალისტების აზრით, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ძილის აპნოეს დროს, სექსუალური პრობლემების უკან დგას, ან მკურნალობის შედეგად ადამიანები უბრალოდ კარგად გრძნობენ თავს და უფრო ხშირად აქვთ სექსი.

ლალი ჩხიკვაძე

ტეგები: ძილი აპნოე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
დროულად დაძინებას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამაზე ბევრი იწერება. ზოგს ჰგონია, რომ დილით, თუნდაც
10-09-2018
ძილის დეფიციტი, საზოგადოდ, ბევრი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. ძილის ნაკლებობა განსაკუთრებით
14-06-2018
საზოგადოდ, ნორმალური ძილის ხა­ნგრძლივობა სხვადასხვა ინდივიდთან საკმაოდ დიდ ფარგლებში მერყეობს (4-5 სთ-იდან 10-12 საათის ფარგლებში).
06-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზღვარსგადასულ ნევროზსა და გაღიზიანებადობას ხალხში ხშირად ინტიმური ცხოვრების ნაკლებობით ხსნიან.
სქესობრივი ცხოვრების საკითხი ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აღელვებს. თიაქრის დროს სექსს ხშირად თან ახლავს
რობოტები ნელა, მაგრამ მყარად იკავებენ ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ადგილს. კერძოდ, ინჟინრები
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით