როდის აღარ უნდა ქალს სექსი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
როდის აღარ უნდა ქალს სექსი
როდის აღარ უნდა ქალს სექსი
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ გამოცდილებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჰორმონულ ბალანსსა და პარტნიორთან ურთიერთობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალები სექსს არ გამოყოფენ ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი ნაწილებიდან.

თუ სექსი დაკავშირებულია მტკივნეულ შეგრძნებებთან

ხშირად სქესობრივი აქტის დროს აღმოცენებული ტკივილის მიზეზი, მენოპაუზის დროს განვითარებული ჰორმონული ცვლილებებია. ლაქტაციის პერიდში, ქალის სასქესო ჰორმონების დონე შეესაბამება მენოპაუზის დროს არსებულ სურათს. ესტროგენის დაბალი დონე იწვევს ვულვისა და საშოს ლორწოვანი გარსისა და ქსოვილების გათხელებას, გამოშრობას და ადვილად დაზიანებას. ამ სიტუაციაში, განსაკუთრებით სექსის
დროს, ლორწოვან გარსზე შეიძლება განვითარდეს მტკივნეული მიკრონახეთქები.

ტესტოსტერონის დაბალი დონე

მამაკაცის სასქეო ჰორმონი, ტესტოსტერონი მნიშვნლოვან როლს ასრულებს ქალის ორგანიზმში. ის ზრდის სექსუალურ ლტოლვას, აძლიერებს გენიტალიების აღგზნებასა
და მგრძნობელობას. ტესტოსტერონის ნაკლებობისას, ადგილი აქვს ლიბიდოსა და სექსისგან მიღებული სიამოვნების გრძნობის დაქვეითებას. ტესტოსტერონის დეფიციტი ხშირად აღინიშნება მენოპაუზის პერიოდში და საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული ტკივილი, ქიმიოთერაპია, წამლების მიღება (ჩასახვისსაწინააღმდეგო აბები, ანტიდეპრესანტები, ჰიპოტენზიური საშუალებები) უარყოფითად მოქმედებს ლიბიდოზე.

სტრესი

ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დატვირთულები არიან და იმყოფებიან სტრესის ზემოქმედების ქვეშ, რაც მათ სექსის სურვილს უკარგავს. ნებისმიერი სექსუალური აქტივობა, მასტურბაციის ჩათვლით, ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, აწესრიგებს ჰორმონულ ბალანსსა და აქვეითებს დეპრესიის რისკს.
სექსუალური ლტოლვის დასაბრუნებლად, ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ სხეულს - ბევრი იარონ ფეხით, ისეირნონ ველოსიპედით, იცეკვონ, იცურაონ, იყვნენ ფიზიკურად აქტიურები. სწორად უნდა იკვებონ, აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება, რამეთუ ფიზიკური და ნერვული გამოფიტვა ქალში სექსის სურვილს კლავს.

ლალი ჩხიკვაძე


ასევე დაგაინტერესებთ


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ერთი და იგივე დაავადების სიმპტომები სხვადასხვა სქესის ადამიანებში შეიძლება განსხვავებულად გამოვლინდეს.
03-09-2018
ქალებისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რაციონში სოიო. სოიოს მაღალი
21-08-2018
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 20-30 წლის 38 მამაკაცის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის
17-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზღვარსგადასულ ნევროზსა და გაღიზიანებადობას ხალხში ხშირად ინტიმური ცხოვრების ნაკლებობით ხსნიან.
სქესობრივი ცხოვრების საკითხი ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აღელვებს. თიაქრის დროს სექსს ხშირად თან ახლავს
CPAP-თერაპია ძილის აპნოეს მკურნალობის მეთოდია, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გზით უწყვეტი
რობოტები ნელა, მაგრამ მყარად იკავებენ ადამიანის ცხოვრებაში გარკვეულ ადგილს. კერძოდ, ინჟინრები
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით