სექსოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
სექსოლოგია
ფსიქოსექსუალური განვითარება ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი ასპექტია, რომლის პროცესში ფორმირდება სქესობრივი თვითშეგნება, სქესობრივი როლი და ადამიანის ფსიქოსექსუალური ორიენტაცია. ის იწყება სიცოცხლის პირველივე თვეებიდან და სრულდება 20-25 წლის ასაკში, როდესაც ინდივიდი შედის ზრდასრული სექსუალურობის პერიოდში და იწყებს რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას მუდმივ პარტნიორთან. გონადების, გენიტალიების, თავის ტვინის სქესობრივ ქცევაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების, აგრესიულობის, დედობრივი ინსტინქტის და სხვათა განვითარება ფაქტობრივად პრენატალურ პერიოდში (ჩასახვიდან დაბადებამდე) ხდება.
აივ ინფექცია/შიდსიკაცობრიობის ხანგრძლივ ისტორიას მრავალი ეპიდემია ახსოვს. ერთი მათგანია აივ ინფექცია/შიდსი, რომელმაც აღმოჩენისთანავე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და მოკლე ხანში გლობალურ პრობლემად იქცა. მართალია, მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი უკავია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეგისტრირებულთა უკან აივ ინფექცია/შიდსის 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა დგას, ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დამაფიქრებელი რიცხვია.
ინტიმური რაციონის შესახებ საკმაოდ დიდი ხნის წინ დაფიქრდნენ, რადგან სავსებით ჯანმრთელ ადამიანებსაც კი რომანტიკული პაემანი ხშირად უცრუებდათ მოლოდინს არასაკმარისი ლიბიდოს გამო. სიტყვა "აფროდიზიაკი" "სასიყვარულოს" ნიშნავს. აფროდიზიაკებს უწოდებენ საშუალებებს, რომლებიც აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ზრდის სექსუალურ მგრძნობელობას, ენერგიით ავსებს სხეულს, აღვიძებს ფანტაზიას და აძლიერებს ლტოლვას. აფროდიზიაკი მუდამ ხელთ გვაქვსარსებობს პროდუქტები, რომლებიც მუდამ ხელმისწავდომია და რომელთა ინტიმურ რაციონში ჩართვით სასიყვარულო ურთიერთობები განსაკუთრებით შთამბეჭდავი ხდება.
დასავლური საზოგადოება საერთო ჯამში ნეგატიურად არის განწყობილი ხანდაზმულ ასაკში სიყვარულისა და სექსის მიმართ (რაც აღმოსავლურ საზოგადოებებში იშვიათია). ნაწილობრივ ეს უკავშირდება ისეთ მოვლენას, რომელსაც აგეიზმს უწოდებენ და რომელსაც ბევრი საერთო აქვს რასიზმთან. აგეისტი ხანდაზმულ, მოხუც ადამიანს აღიქვამს დახავსებულ, ყბედ, აბეზარ, დაჩაჩანაკებულ, სრულიად უსარგებლო არსებად, რომელსაც ზნეობაზე ძველმოდური შეხედულებები აქვს და რომელსაც ისეთი არაფერი შეუძლია, რაც მას სოციალურ მნიშვნელობას მიანიჭებდა. სექსუალობასთან დაკავშირებით აგეიზმი დესექსუალიზაციის უკიდურეს ფორმად გამოიყურება, ანუ "რაკი მოხუცები ხართ, წყალწაღებულები ხართ".
ნაჩვენებია მე-10 გვერ 13 - დან
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს