როგორ ავიცილოთ ფილტვების შეშუპება მწოლიარე პაციენტებთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ ფილტვების შეშუპება მწოლიარე პაციენტებთან

ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ფილტვების შეშუპება და ამ შეშუპებით გამოწვეული პნევმონია, რომელსაც შეგუბებით პნევმონიას უწოდებენ, ასაკოვანი პაციენტების ხვედრია მხოლოდ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ახალგაზრდა პაციენტებთანაც, რომლებსაც აღენიშნებათ ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ჩაუტარდათ ოპერაცია ხერხემალზე. ამგვარად, შეგუბებითი პნევმონია ვითარდება მძიმე პაციენტებთან, რომლებსაც ხანგრძლივად უწევთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა (წოლა). საყურადღებოა ისიც, რომ შეგუბებითი პნევმონია ასაკოვან პაციენტებთან შესაძლოა აქტიური მოძრაობის პირობებშიც კი განვითარდეს, იმიტომ რომ ამ კატეგორიის ასაკოვნებს და საზოგადოდ, დასუსტებულ პირებს ზედაპირული სუნთქვა აქვთ, დიაფრაგმის შეკუმშვა მათთან შესუსტებული ან საერთოდ შეწყვეტილია. ყოველივე ეს კი ფილტვებში შეგუბებით პროცესებს განაპირობებს.

მწოლიარე პაციენტებთან ფილტვების შეშუპება სიმპტომებით ძლიერ წააგავს ამა თუ იმ დაავადების შედეგად განვითარებულ ფილვების შეშუპებას, თუმცა მისი მკურნალობა შედარებით უფრო მარტივია, რადგანაც გამომწვევი მიზეზი თავიდანვე ცნობილია.

დაავადების ძირითადი სიმპტომები

  • დაავადება, ჩვეულებრივ, ცხელებისა და ხველის, ანუ კეროვანი და კრუპოზული პნევმონიისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე იწყება. დასაწყისში პაციენტს გამოხატული აქვს ქოშინი, აწუხებს სისუსტე და არასრულად ამოსუნთქვის შეგრძნება. ზოგიერთს მოგვიანებით წამოხველება და ოფლიანობაც ემატება.
  • შეგუბებითი პნევმონიის დიაგნოზის დასმა არცთუ ისე მარტივია, რადგან ჩამოთვლილი სიმპტომები მწოლიარე პაციენტებთან ხშირად შეინიშნება ხოლმე. თუ აღნიშნული სიმპტომები ხანგრძლივად ნარჩუნდება, სასურველია რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. სამწუხაროდ, დიაგნოზის დაზუსტება ხშირად იმ პერიოდში ხდება, როდესაც ფილტვებში ხიხინი და ნახველი ჩნდება.
  • შეგუბებითი პნევმონიის დროს ფილტვის ქვემო წილებში სუნთქვა არ ისმინება სითხის დაგროვებისა და ფილტვ-ბრონქის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო. სითხე ფილტვის ქსოვილში სისხლძარღვოვანი ქსელიდან აღწევს, მისი გამოდევნა კი შეფერხებულია. 500 მლ-მდე სითხის დაგროვების შემთხვევაში (მე-7-8 ნეკნების დონეზე) ის თავისთავად გაიწოვება სუნთქვისა და ოფლდენის წყალობით.
  • უფრო მეტი სითხის დაგროვების შემთხვევაში მისი ევაკუაცია (გამოდევნა) პუნქციით ხდება. ეს პროცედურა საგრძნობლად უმსუბუქებს პაციენტს მდგომარეობას, მას სუნთქვა მნიშვნელოვნად უადვილდება.

ფილტვების შეშუპების მიზეზი

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (ანუ წოლისას) შესუნთქვისას ჰაერის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე ვერტიკალურ პოზიციაში. სუნთქვის აქტივობის შემცირება ამცირებს სისხლის ნაკადს ფილტვებში და იწვევს შეგუბებით მოვლენებს. შედეგად, გროვდება ნახველი, რომელიც უხვად შეიცავს ანთებით კომპონენტებს. აღნიშნული მასის ამოხველება გაძნელებულია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რის გამოც შეგუბებითი პროცესები სულ უფრო პროგრესირებს ფილტვებში.

მწოლიარე პაციენტებთან ფილტვების შეშუპება თანდათანობით ვითარდება. სიმპტომები სუსტადაა გამოხატული, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად იკვეთება. დროულად გატარებული ღონისძიებები, როგორც წესი, მედიკამენტური მკურნალობის გარეშეც იძლევა ეფექტს.

ფილტვების შეშუპების ნიშნები

  • ძლიერი ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში, გახშირებული, ზედაპირული სუნთქვა წამოხველებისმაგვარი ხმიანობით;
  • მოგუდვის შეტევა, რომელიც წოლისას ძლიერდება;
  • დამწოლი, მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის არეში, გამოწვეული ჟანგბადის ნაკლებობით;
  • ტაქიკარდია;
  • ხველა ქაფიანი გამონაყოფით;
  • კანის სიფერმკრთალე, წებოვანი ჭარბი ოფლი.

სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები ფილტვების შეშუპების დროს

  • მძიმე მწოლიარე პაციენტი უმეტესად ნახევრად წამომჯდარი უნდა იმყოფებოდეს საწოლში, იმისათვის, რომ ქოშინი შეუმცირდეს და ფილტვებთან სისხლის მოდენა გაუძლიერდეს. ამისათვის მას თავი უნდა წამოუწიოთ 2-3 ბალიშის გამოყენებით.
  • აუცილებლად ჩაუტარეთ მას სუნთქვითი ვარჯიშები, თითოეულის რამდენჯერმე გამეორებით. კერძოდ, სთხოვეთ ღრმად ჩაისუნთქოს, შეიკავოს სუნთქვა და შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქოს.
  • ჩასუნთქვისას ხელები ზემოთ ასწიოს, შემდეგ კი მკვეთრად დაუშვას ამოსუნთქვის კვალად “ხა-ს” წარმოთქმით.
  • ყოველდღე, დილა-საღამოს, გააბერინეთ ბუშტები, თავიდან - 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი პერიოდი 5 წუთამდე გაზარდეთ.
  • წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ საწრუპი მილი და სთხოვეთ პაციენტს, მისი დახმარებით ფილტვებიდან ჭიქაში ამოუშვას ჰაერი.
  • არ დაგავიწყდეთ სამკურნალო მასაჟიც. რამდენადმე დაშორებული თითების ბალიშებით განახორციელეთ მსუბუქი დარტყმები მკერდისა და ზურგის მიდამოში დღეში რამდენჯერმე 3-5 წუთის განმავლობაში ისე, რომ არ შეეხოთ გულის არეს. შემდეგ თითები შეაერთეთ ნავისებურად და ასე განაგრძეთ მსუბუქი დარტყმები. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ტიპის მასაჟი სასარგებლოა ტრავმების მქონე პაციენტებისათვის, მაგრამ უკუნაჩვენებია ისეთი ავადმყოფებისათვის, რომლებსაც სტენოკარდია და გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობა აწუხებთ.