სუნთქვის ორგანოების რეაბილიტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სუნთქვის ორგანოების რეაბილიტაცია

სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებების გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის ზოგადი პრინციპები მოიცავს:

  • ფილტვებში შეუქცევადი ცვლილებების სტაბილიზაციას;
  • გარეგანი სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის აღდგენასა და ფუნქციის გაუმჯობესებას;
  • ფსიქოლოგიური სტატუსისა და შრომის უნარის აღდგენას.

ამ ამოცანათა რეალიზაცია შეიძლება განსხვავდებოდეს ნოზოლოგიის ფორმის, თავისებურების და დაავადების მიმდინარეობის ხასიათის, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების, სასუნთქი სისტემის დაზიანების ხარისხისა და ფორმის გათვალისწინებით.

სასუნთქი სისტემის ორგანოების უმრავლესი დაავადებებისას რეაბილიტაციის კონკრეტულ ამოცანად შეიძლება განვიხილოთ:

  • ანთების კერის ლიკვიდაცია;
  • ბრონქული გამავლობის გაუმჯობესება;
  • ფილტვების ვენტილაციის გაზრდა;
  • ალვეოლურ ვენტილაციასა და ფილტვის სისხლის მიმოქცევას შორის შეუსაბამობის აღმოფხვრა;
  • ფილტვის სადრენაჟო ფუნქციის გაუმჯობესება;
  • სასუნთქი კუნთების მუშაობის დაზოგვა მათი გავარჯიშებითა და გამაგრებით.

განვიხილოთ გარეგანი სუნთქვის რეგულაციის ნეიროჰუმორული მექანიზმების მუშაობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები.

სასუნთქი სისტემის დაავადებების რეაბილიტაციისას უპირველესად ტარდება ფიზიოთერაპია და სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაცია.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებებისას კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის შემდეგ პაციენტებს გარკვეული დროით კვლავაც უნარჩუნდებათ დაავადების სიმპტომები: ქოშინი, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სუნთქვის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა და ფილტვების ტუბერკულოზი, რადგანაც მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი ნელა მიმდინარეობს, ზოგჯერ ახლავს პათოლოგიური გართულებები და ყოველთვის არ იძლევა განკურნების მყარ ეფექტს. ამ რთულ, ოპერაციის შემდგომ შემთხვევებში აუცილებელია ფიზიოთერაპიული ღონისძიებების კომპლექსი და აპარატული რეაბილიტაცია.

რაბილიტაციის პრინციპებად უნდა განიხილებოდეს:

  • ინდივიდუალობა - თითოეულ პაციენტს სათანადო მიდგომა სჭირდება;
  • კომპლექსურობა - მთელი სასუნთქი სისტემის აღდგენა და არა ცალკე ორგანოსი;
  • რეაბილიტაციის ადრევე დაწყება და უწყვეტობა - მკურნალობას უნდა ახლდეს აღდგენითი ღონისძიებების კომპლექსი;
  • სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციის ძირითადი მიზანი სასუნთქი სისტემის ფუნქციობის აღდგენაა - სასუნთქ ორგანოებში ანთებითი პროცესების სტაბილიზაცია და რეგრესი, ყოველდღიური ცხოვრებისა და შრომისათვის სწრაფი ადაპტაცია.

სასუნთქი სისტემის ორგანოების დაზიანების პროცესის, ფორმის, ხარისხის, თავისებურებებისა და მიმდინარეობის, ასევე პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით რეაბილიტაციამ შეიძლება გადაჭრას შემდეგ ამოცანები:

სასუნთქი სისტემის ორგანოების რეაბილიტაცია დაავადების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ხასიათის მიხედვით, რამდენიმე სახის პროცედურას მოიცავს:

  • სამკურნალო (კლინიკური მედიკამენტური ან ქირურგიული) რეაბილიტაცია - აღდგენითი პროცედურების კომპლექსი, რომელმაც სრულად უნდა მოახდინოს სასუნთქი ორგანოების პათოლოგიური დარღვევების სრული ლიკვიდაცია ან სტაბილიზაცია, იმუნიტეტის ამაღლება.
  • ფუნქციური (ფიზიკური) რეაბილიტაცია - ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, კურორტული მკურნალობა, ფილტვის კიბოს რეაბილიტაცია - რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია.
  • ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია - ღონისძიებების კომპლექსი, გამოჯანმრთელებული ავადმყოფის ემოციურ-ფსიქიკური მდგომარეობის სტაბილიზაცია, სტრესული სიტუაციის გამორიცხვა და ა.შ.
  • პროფესიულ-სოციალური რეაბილიტაცია - შრომის უნარის აღდგენა და გამოჯანმრთელებული ადამიანის სრულფასოვანი კონტაქტი საზოგადოებასთან.

რეაბილიტაციის სახეები და ეტაპები, ცხადია, ნოზოლოგიის მხრივ განსხვავებულია.

რეაბილიტაცია მოიცავს: ფოტოთერაპიას, სპელეოთერაპიას, აეროიონოთერაპიას, მექანოთერაპიას, მაგნიტოთერაპიას, ელექტროფორეზს, მაგნიტოფორეზს, ფონოფორეზს, მასაჟს - ვიბრო-, მექანო-, ჰიდრომასაჟს, სტოუნ მასაჟს, ელექტროსტიმულაციას და დრენაჟულ ვარჯიშს, სამკურნალო ფიზკულტურას, აკვააერობიკას, სამკურნალო საუნას.

რეაბილიტაციის პროცედურები გააუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციურ მდგომარეობასა და დრენაჟულ ფუნქციას, ფილტვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემის აღდგენით პროცესებს, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, გააძლიერებს იმუნიტეტს, მოაწესრიგებს ჰორმონულ ფონს და დაასტაბილურებს ფსიქოვეგეტაციურ სისტემას.