სწორი ნაწლავის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი ნაწლავის პრობლემები

ბუასილი

რა არის ბუასილი?

ბუასილი ანალური არხის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. გარეგნულად ასეთი გაგანიერება ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზულ გაგანიერებას ჰგავს.

რამდენნაირი ბუასილი არსებობს?

არსებობს ორგვარი ბუასილი - გარეგანი და შინაგანი. გარეგანი ბუასილის დროს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები საკმაოდ კარგად ჩანს ანალურ არხთან, მის გარეთ. ისინი კვანძების მსგავსია, შეფერილობა კი ისეთივე აქვს, როგორიც ამ არის კანს. შინაგანი ბუასილის დროს გაგანიერებულია სწორი ნაწლავის ის ვენები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ვერ ვხედავთ, თუმცა შინაგანი ბუასილის კვანძების გადიდებისას მოსალოდნელია მათი პროლაბირება (გამოვარდნა) ანალური არხიდან. ამ შემთხვევაში კვანძები კარგად ჩანს. ბუასილის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მცირე რაოდენობის სისხლის გამოყოფა ანალური არხიდან ნაწლავთა მოქმედების (დეფეკაციის) შემდეგ, ზოგჯერ კი საკმაოდ შესამჩნევი სისხლდენა. რიგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ვენების თრომბოზი, რაც იწვევს მტკივნეულ წვას, ზეწოლას ან ინტენსიურ ტკივილს.

რატომ ვითარდება ბუასილი

ბუასილის კვანძების ჩამოყალიბების მიზეზია ამ არეში წნევის მნიშვნელოვანი მატება, რასაც შეკრულობა იწვევს. ბუასილი ხშირია ქალებში და ორსულობის დროს წნევის მატებას უკავშირდება. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ფაღარათი, თანდაყოლილი ფაქტორები, ასაკის მატება.

ბუასილის დიაგნოსტიკა

დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება ანალური არხის ვიზუალურ დათვალიერებას და სწორი ნაწლავის გამოკვლევას თითით. გარდა ამისა, ტარდება სპეციალური გამოკვლევა - რექტოსკოპია ან სიგმოიდოსკოპია, რაც გულისხმობს სპეციალური ხელსაწყოთი სწორი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დათვალიერებას.

როგორ მკურნალობენ ბუასილს?

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყაბზობის (შეკრულობის) თავიდან აცილება. კუჭის მოქმედება უნდა იყოს თავისუფალი, ადამიანი არ უნდა იძაბებოდეს. ამისთვის საჭიროა სათანადო რაოდენობის სითხის, ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღება, ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში. აუცილებელია ნაწლავთა მოქმედების შემდეგ ანალური არის ჩაბანა თბილი წყლით, კარგად გამშრალება რბილი ქსოვილით ან ერთჯერადი ხელსახოცით, გამღიზიანებელ საპონზე უარის თქმა, სანელებლებიანი საკვებისა და ყავის შეზღუდვა.

ბუასილის ქირურგიული მკურნალობა

მნიშვნელოვანი სისხლდენის ან შემაწუხებელი ტკივილის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

ანალური ნაპრალი

რა არის ანალური ნაპრალი?

ანალური ნაპრალი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ანალური არხის ლორწოვანზე ჩნდება ნახეთქი, რაც იწვევს ტკივილის, წვის შეგრძნებას. დისკომფორტი განსაკუთრებით აუტანელია ნაწლავთა მოქმედების დროს. არც სისხლდენაა გამორიცხული. წესისამებრ, ანალური ნაპრალი ჩნდება რამდენიმედღიანი ყაბზობის შემდეგ ძალიან დიდი ზომის განავლოვანი მასის გამოყოფისას.

ანალური ნაპრალის დიაგნოსტიკა

ანალური ნაპრალის არსებობისას სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა მტკივნეულია. ნაპრალი შეიძლება დავინახოთ გარეგანი დათვალიერებით. რექტოსკოპიის მეშვეობით ადგენენ ნაპრალის ზომას.


როგორ მკურნალობენ ანალურ ნაპრალს

უნდა ვიცოდეთ, რომ ანალური ნაპრალის საუკეთესო მკურნალობა მისი პროფილაქტიკაა, რაც შესაძლებელია შეკრულობის თავიდან აცილებით. რეკომენდებულია საფაღარათო საშუალებების მიღება, ასევე - ანალური არის ხშირი ჩაბანა თბილი წყლით, ექიმის მიერ დანიშნული სანთლების გამოყენება. ანალური ნაპრალი უმეტესად რამდენიმე კვირაში იკურნება, თუმცა არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. მისი მიზანია ანალური ნაპრალის არის ამოკვეთა.

სწორი ნაწლავის აბსცესი და ფისტულა

რა არის სწორი ნაწლავის აბსცესი და ფისტულა?

აბსცესი არის სწორი ნაწლავის არეში არსებული შემოფარგლული ჩირქგროვა. მისი წარმოშობის მიზეზია სწორ ნაწლავში არსებული ჯირკვლების დახშობა და შემდგომი ინფიცირება. სწორი ნაწლავის ფისტულა ანუ ხვრელმილი არის არხი, რომელიც რჩება დიდი ხნის განმავლობაში. მისი მეშვეობით გამოიყოფა აბსცესის არეში არსებული ჩირქოვანი სითხე. ანალური ფისტულები ხშირად კრონის დაავადების დროს აღმოცენდება.

როგორ გამოვლინდება ანალური აბსცესი და ფისტულა?

ამ დროს თავს იჩენს შემაწუხებელი ტკივილი, რომელიც ანალურ არეშია ლოკალიზებული. შესაძლოა, ტემპერატურამაც მოიმატოს. ფისტულის დროს, როგორც აღვნიშნეთ, ჩირქი გამოიყოფა.

როგორ მკურნალობენ ფისტულას?

რეკომენდებულია ფისტულის დახურვა ქირურგიული გზით. ოპერაციის შემდგომ პერიოდში აუცილებელია უზრუნველვყოთ ნაწლავების იოლი მოქმედება, რისთვისაც შესაძლოა დაგვჭირდეს საფაღარათოების გამოყენება. თუ ფისტულა კრონის დაავადებით არის გამოწვეული, აუცილებელია სათანადო მედიკამენტური მკურნალობა.

განავლის შეუკავებლობა

რა არის განავლის შეუკავებლობა?

განავლის შეუკავებლობა არის განავლის უეცარი, უნებლიე გამოყოფა, რომლის შეკავებაც ადამიანს არ შეუძლია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზურგის ტრავმა, სწორი ნაწლავის სფინქტერის (მომჭერი კუნთის) ტრავმული დაზიანება, დაზიანება ქირურგიული ჩარევისა თუ სამშობიარო ტრავმის დროს, ასევე - ზოგადი დაავადება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან გაფანტული სკლეროზი.

როგორია კვლევის ტაქტიკა განავლის შეუკავებლობისას?

უპირველეს ყოვლისა, ექიმი ათვალიერებს ანორექტალურ არეს, რათა გამორიცხოს ნაწიბური, ფისტულა და სწორი ნაწლავის პროლაბსი. სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევით ფასდება მომჭერი კუნთის ტონუსი, გამოირიცხება მოცულობითი წარმონაქმნების არსებობა. გარდა ამისა, ტარდება რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები.

როგორ მკურნალობენ განავლის შეუკავებლობას?

განავლის შეუკავებლობის მკურნალობა გულისხმობს დიეტურ კვებას, მედიკამენტურ მკურნალობას, ქირურგიულ მკურნალობას. უნდა ვერიდოთ საკვებს, რომელიც იწვევს აირთა წარმოქმნას, შეიცავს  ლაქტოზას (რძის შაქარი), ფრუქტოზას ან სორბიტოლს. რეკომენდებულია ბოჭკოთი მდიდარი საკვები. კარგია მენჯის კუნთების სპეციალური ვარჯიშები, რომელიც მათ ტონუსს აძლიერებს.

დაგვეხმარება თუ არა ქირურგიული მკურნალობა?

როცა განავლის შეუკავებლობის მიზეზი სწორი ნაწლავის პროლაბსი ანუ გამოვარდნაა, ქირურგიული ჩარევა მკურნალობის არჩევითი მეთოდია. სამეანო ან სხვა ტრავმის შემთხვევაში აუცილებელია დეფექტის ქირურგიული აღდგენა.

სწორი ნაწლავის ტკივილი

რა იწვევს სწორი ნაწლავის ტკივილს?

სწორი ნაწლავის არის ტკვილის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი ზემოხსენებული დაავადება - ბუასილი, ნაპრალი, ფისტულა, აბსცესი, ასევე - კოქციგოდინია (ხერხემლის დამაბოლოებელი ძვლის, კუდუსუნის, ტკივილი), ტრავმული ართრიტი, სამეანო ტრავმა. ტკივილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს ნაწლავთა მოქმედებამ. არც იშვიათი მიზეზები - ხერხემლის, მენჯის, სწორი ნაწლავის სიმსივნე და ენდომეტრიოზი უნდა დავივიწყოთ.


ანალური ქავილი

რა არის ანალური ქავილი?

ეს არის ქავილი ანუსის არეში. ის განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება ღამღამობით და ნაწლავთა მოქმედების შემდეგ.

რა იწვევს ანალურ ქავილს?

ანალური არის ზედმეტი ოფლიანობა. ქავილს ამძიმებს ციტრუსების, ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელების მიღება. იშვიათად ქავილის მიზეზია კანის დაავადება ან ინფექცია. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ არსებული მონაცემების თანახმად ჰიგიენის წესების დაუცველობა არ არის ანალური ქავილის მიზეზი. სამწუხაროდ ქავილის აღმოცენებისას ადამიანები სწორედ ჰიგიენურ ღონისძიებებს მიმართავენ ინტენსიურად, თუმცა ეს მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას.

როგორ მკურნალობენ ანალურ ქავილს

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვერიდოთ საპნის ხშირ გამოყენებას. ჯობს, უპირატესობა მივანიჭოთ საბავშვო საპონს, რომელიც პარფიუმერიულ საშუალებებს არ შეიცავს. აუცილებელია ანალური არის გულმოდგინე გამშრალება, თუმცა ისე, რომ არ მოხდეს გაღიზიანება. უნდა გამოვრიცხოთ გამღიზიანებელი საკვები - ყავა, კოფეინი, ალკოჰოლი, ძმარი, სანელებლებიანი საკვები.

რექტალური პროლაბსი

რა არის რექტალური პროლაბსი?

რექტალური პროლაბსი არის მდგომარეობა, როცა სწორი ნაწლავის ქსოვილები ანალური ხვრელის გარეთ აღმოჩნდება. პროლაბსი შეიძლება იყოს დროებითიც - ამ შემთხვევაში სწორი ნაწლავის ქსოვილების ნორმალური მდგომარეობა აღდგება - და მუდმივიც. რექტალური პროლაბსის დროს ხდება განავლის ან ლორწოს მუდმივი გამოყოფა.

რა იწვევს პროლაბსს?

ძალიან ხშირად რექტალური პროლაბსის მიზეზია დეფეკაციის დროს ტუალეტში ხანგრძლივად ჯდომის უცნაური ჩვევა. არსებობს პროლაბსისადმი გარკვეული გენეტიკური მიდრეკილებაც. პროლაბსს ხელს უწყობს მენჯის კუნთების სისუსტე ან ანალური სფინქტერის (მომჭერი კუნთი) დასუსტება. რიგ შემთხვევაში - ნევროლოგიური დაავადებებიც.

როგორ მკურნალობენ პროლაბსს?

რექტალური პროლაბსის დროს უმეტესად ოპერაციული მკურნალობაა აუცილებელი, ამიტომ, ისევე როგორც სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების დროს, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღება, რაც ნაწლავების ნორმალური მოქმედების საწინდარია

როგორ ავიცილოთ თავიდან ყაბზობა?

ყაბზობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

  • დღე-ღამეში, სულ ცოტა, 1,5 ლიტრამდე სითხის მიღება. სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი (რასაკვირველია, თუ ამის საშუალებას გვაძლევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა);
  • რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, კვირაში, სულ მცირე, 5 დღის განმავლობაში;
  • ბოჭკოთი მდიდარი საკვები: ჭარხლის, ისპანახის ფოთლები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, თხილი, კაკალი, შვრია, ქერი, ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები (გაითვალისწინეთ, რომ გაფცქვნილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია);
  • საკვებისთვის ხორბლის ქატოს დამატება.

უნდა შეიზღუდოს:

  • კოფეინით მდიდარი სასმელი - მუქი ჩაი, ყავა, შოკოლადი;
  • ბოჭკოთი ღარიბი საკვები - ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, თეთრი პური, ყველი;
  • საფაღარათო საშუალებების მიღება.

ბოჭკოს შემცველობა ზოგიერთ საკვებში:

  • გამომშრალი ბარდა, 1 ჭიქა (მზა) - 16,3 გ;
  • ლობიო, 1 ჭიქა (მზა) - 13,1 გ;
  • ხორბლის ქატო, 0,5 ჭიქა - 8,4 გ;
  • შვრია, 1 ჭიქა - 4,0 გ;
  • სტაფილო, 0,5 ჭიქა (მზა) - 2,3 გ;
  • კარტოფილი, გამომცხვარი, კანიანი - 2,5 გ;
  • კარტოფილი, გამომცხვარი, კანგაცლილი - 1,4 გ;
  • ვაშლი კანგაუცლელი - 2,7 გ;
  • მსხალი კანგაუცლელი 0,5 ცალი - 3,1 გ;
  • მსხალი კანგაცლილი - 0,5 ცალი - 2,5 გ;
  • შავი ქლიავი - 3 ცალი - 3,0 გ;
  • თეთრი პური, 1 ნაჭერი - 1,9 გ;
  • არაქისი, 10 ცალი - 1,4 გ.

გაითვალისწინეთ, რომ ბოჭკოს სადღეღამისო რეკომენდებული დოზა ასეთია: 51 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის - 38 გრამი, ქალებისთვის 25 გრამი; 51 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის - 30 გრამი, ქალებისთვის - 21 გრამი.