რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
სწორი ნაწლავის პრობლემები
სწორი ნაწლავის პრობლემები

სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.

ბუასილი

რა არის

ბუასილი?
ბუასილი ანალური არხის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. გარეგნულად ასეთი გაგანიერება ქვედა კიდურების ვენათა ვარიკოზულ გაგანიერებას ჰგავს.

რამდენნაირი ბუასილი არსებობს?
არსებობს ორგვარი ბუასილი - გარეგანი და შინაგანი. გარეგანი ბუასილის დროს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები საკმაოდ კარგად ჩანს ანალურ არხთან, მის გარეთ. ისინი კვანძების მსგავსია, შეფერილობა კი ისეთივე აქვს,

როგორიც ამ არის კანს. შინაგანი ბუასილის დროს გაგანიერებულია სწორი ნაწლავის ის ვენები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ვერ ვხედავთ, თუმცა შინაგანი ბუასილის კვანძების გადიდებისას მოსალოდნელია მათი პროლაბირება (გამოვარდნა) ანალური არხიდან. ამ შემთხვევაში კვანძები კარგად ჩანს. ბუასილის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია მცირე რაოდენობის სისხლის გამოყოფა ანალური არხიდან ნაწლავთა მოქმედების (დეფეკაციის) შემდეგ, ზოგჯერ კი საკმაოდ შესამჩნევი სისხლდენა. რიგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ვენების თრომბოზი, რაც იწვევს მტკივნეულ წვას, ზეწოლას ან ინტენსიურ ტკივილს.


რატომ ვითარდება ბუასილი
ბუასილის კვანძების ჩამოყალიბების მიზეზია ამ არეში წნევის მნიშვნელოვანი მატება, რასაც შეკრულობა იწვევს. ბუასილი ხშირია ქალებში და ორსულობის დროს წნევის მატებას უკავშირდება. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ფაღარათი, თანდაყოლილი ფაქტორები, ასაკის მატება.


ბუასილის დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება ანალური არხის ვიზუალურ დათვალიერებას და სწორი ნაწლავის გამოკვლევას თითით. გარდა ამისა, ტარდება სპეციალური გამოკვლევა - რექტოსკოპია ან სიგმოიდოსკოპია, რაც გულისხმობს სპეციალური ხელსაწყოთი სწორი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დათვალიერებას.

როგორ მკურნალობენ ბუასილს?
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყაბზობის (შეკრულობის) თავიდან აცილება. კუჭის მოქმედება უნდა იყოს თავისუფალი, ადამიანი არ უნდა იძაბებოდეს. ამისთვის საჭიროა სათანადო რაოდენობის სითხის, ბოჭკოთი მდიდარი საკვების მიღება, ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში. აუცილებელია ნაწლავთა მოქმედების შემდეგ ანალური არის ჩაბანა თბილი წყლით, კარგად გამშრალება რბილი ქსოვილით ან ერთჯერადი ხელსახოცით, გამღიზიანებელ საპონზე უარის თქმა, სანელებლებიანი საკვებისა და ყავის შეზღუდვა.


ბუასილის ქირურგიული მკურნალობა
მნიშვნელოვანი სისხლდენის ან შემაწუხებელი ტკივილის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.


ანალური ნაპრალი

რა არის ანალური ნაპრალი?
ანალური ნაპრალი საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ანალური არხის ლორწოვანზე ჩნდება ნახეთქი, რაც იწვევს ტკივილის, წვის შეგრძნებას. დისკომფორტი განსაკუთრებით აუტანელია ნაწლავთა მოქმედების დროს. არც სისხლდენაა გამორიცხული. წესისამებრ, ანალური ნაპრალი ჩნდება რამდენიმედღიანი ყაბზობის შემდეგ ძალიან დიდი ზომის განავლოვანი მასის გამოყოფისას.


ანალური ნაპრალის დიაგნოსტიკა
ანალური ნაპრალის არსებობისას სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა მტკივნეულია. ნაპრალი შეიძლება დავინახოთ გარეგანი დათვალიერებით. რექტოსკოპიის მეშვეობით ადგენენ ნაპრალის ზომას.



თარიღი : 20-11-2016
ქეთევანი
მაქვს შეკრულობა და როდესაც გასვლა მინდა მაშინ რო მაწვება მტკენს და ვიკავებ თავს გასვლაზე
თარიღი : 18-02-2016
ხატია
გამარჯობათ,შესაძლებელია თუ არა რომ ფაღარათის დროს განვითარდეს ბუასილი?
თარიღი : 20-12-2015
Crohn's fistula
გთხოვთ მომწეროთ, კრონის დაავადების ფისტულის ტრანსპლანტაცია, ან ეფექტური მკურნალობა თუ არის საერთოდ შესაძლებელი საქართველოში, და რომელ კლინიკას ან ექიმს შეიძლება მივმართოთ საკითხის გასარკვევად. უბრალოდ მიმართულება რომ მომცეთ. მადლობა
თარიღი : 06-10-2015
salome
მსჰობıარობıს სჰემდეგ 35 წელıა მაქვს ბასıლı და მსჰრალı კოლıტı. ბოლო 5 წელıა ანუსıდან სıსველემაქვს. ეს 10 დგეა დეფეკაცııს სჰემდეგ 15 წუტıს სჰემდეგ სıსველესტან ერტად მაქვს ვარდıსფერı მცıრე გამონადენı რომელსაც ჰıგıენıს დროს ვხედავ. რა სჰეıზლება ıყოს. სწორი ნაწლავის კიბოს ხომ არ უკავსჰირდება ეს ველაფერი. საზარდულის არესჰიც ცოტა ტკივილი მაწუხებს. მადლობტ წინასწარ.
თარიღი : 05-10-2015
sofo
გამარჯობათ, მაინტერესებს ბუასირის დროს ალოეს გამოყენება თუ შეიძლება? მაწუხებს შეკრულობა და მირჩიეს ალოეს მიღება მაგრამ ინტერნეტში წავიკიტხე რომ ბუასირის დროს ალოე არშეიძლება და რამდენად მართალია ეს, გთხოვთ მიპასუხოთ, წინასწარ გმადლობთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სწორი ნაწლავის კიბოს გამომწვევ მიზეზებზე, კვლევისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გიორგი ბაქრაძე.

- ბატონო გიორგი, რა იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს და როგორია მისი გავრცელება?

ანალური ქავილი ის პრობლემაა, რომელზეც გულახდილად ვერ ილაპარაკებ. არადა, იმდენი უხერხულობა მოაქვს, რომ

სწორი ნაწლავის ნახეთქი
სწორი ნაწლავის ნახეთქი (ფისურა) წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. ამ პრობლემით უპირატესად 18-50 წლის ქალები იტანჯებიან, თუმცა ის ზოგჯერ მამაკაცებშიც გვხვდება. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.

ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება

mkurnali.geარიან ექიმები, რომელთა სახელები ყველას პირზე აკერია: გინეკოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ოკულისტები... ექიმი პროქტოლოგები მათ რიცხვში რატომღაც ვერ ხვდებიან, თუმცა კი ის დაავადებები, რომელთაც პროქტოლოგები მკურნალობენ, ძალიან ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის მივმართოთ პროქტოლოგს, უნდა ვიცოდეთ, რას მკურნალობენ ამ სპეციალობის ექიმები. პროქტოლოგი მკურნალობს მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებებს. ეს მეტად დელიკატური სფეროა, ამიტომ ბევრი დიდხანს არიდებს თავს ექიმთან მისვლას, ზოგიერთმა კი არც იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს ან სად იპოვოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ პროქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.

თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ.

17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის