რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
როდის მივმართოთ პროქტოლოგს
როდის მივმართოთ პროქტოლოგს
mkurnali.geარიან ექიმები, რომელთა სახელები ყველას პირზე აკერია: გინეკოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ოკულისტები... ექიმი პროქტოლოგები მათ რიცხვში რატომღაც ვერ ხვდებიან, თუმცა კი ის დაავადებები, რომელთაც პროქტოლოგები მკურნალობენ, ძალიან ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის მივმართოთ პროქტოლოგს, უნდა ვიცოდეთ, რას მკურნალობენ ამ სპეციალობის ექიმები. პროქტოლოგი მკურნალობს მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებებს. ეს მეტად დელიკატური სფეროა, ამიტომ ბევრი დიდხანს არიდებს თავს ექიმთან მისვლას, ზოგიერთმა კი არც იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს ან სად იპოვოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ პროქტოლოგს, მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.


- ბატონო რომან, რა არის პროქტოლოგია?
- პროქტოლოგია (კოლოპროქტოლოგია) მედიცინის დარგია, რომელიც შეიწავლის სწორი ნაწლავის, ანალური არხის, შორისისა და მთლიანად მსხვილი ნაწლავის მწვავე და ქრონიკულ დაავადებებს, მათ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. თანამედროვე პროქტოლოგიის არსენალში მოიპოვება მკურნალობის როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული -
ტრადიციული და მცირეინვაზიური - მეთოდები. პროქტოლოგიის კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება:

  • ჰემოროი (ბუასილი);
  • ანალური ნახეთქი;
  • მსხვილი და სწორი ნაწლავის პოლიპები;
  • სწორი ნაწლავის გამოვარდნა;
  • პარაპროქტიტი;
  • ფისტულები;
  • დერმოიდული კისტა;
  • ანალური არის ქავილი და სხვა.

- როდის უნდა მივმართოთ ექიმ პროქტოლოგს?
- სწორი და მსხვილი ნაწლავის დაავადებები სხვადასხვანაირად ვლინდება. ამავე დროს მრავალი მათგანი სიმპტომებით ერთმანეთს ჰგავს. მსხვილი და სწორი ნაწლავის დაზიანების ძირითადი ნიშნებიდან შეიძლება გამოვყოთ:

  • ყაბზობა;
  • დეფეკაციის დროს უკანა ტანიდან სისხლდენა;
  • დიარეა.

მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა და პერიოდული სპაზმური ტკივილები მსხვილი ნაწლავის დაავადებებს ახასიათებს. ექიმ პროქტოლოგს უნდა მიმართოთ, თუ შეამჩნიეთ:

  • ანალური არხიდან სისხლის, ლორწოს ან ჩირქის გამოყოფა;
  • ტკივილი ანუსის მიდამოში დეფეკაციის დროს ან მის გარეშე;
  • შორისის არეში სიმძიმის, დისკომფორტის შეგრძნება;
  • პერიანალურ მიდამოში ნაწლავის გამოვარდნა ან დამატებითი წარმონაქმნის გაჩენა;
  • მუცლის შებერილობა და ტკივილი;
  • ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, გართულებული დეფეკაცია;
  • წონის უმიზეზო კლება, მადის დაქვეითება;
  • ანალური ქავილი;
  • ასევე - თუ გადააბიჯეთ 50 წელს, განსაკუთრებით - თუ სისხლით ნათესავს ჰქონდა ავთვისებიანი დაავადება (ნებისმიერი ლოკალიზაციის).

განსაკუთრებით საყურადღებო ნიშნებია:

  • სისხლის ყოველდღიური გამოყოფა;
  • დეფეკაციის მუდმივი მოთხოვნილება;
  • ყაბზობა, რომელსაც დიარეა ცვლის;
  • წონის კლება, საერთო სისუსტე.

ექიმის კონსულტაცია, სათანადო გამოკვლევა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ექიმი დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობას დაგინიშნავთ, რეკომენდაციებს მოგცემთ.



თარიღი : 14-01-2017
xatia
სწორი ნაწლავიდან მაქვს სისხლდენა კუჭ ნაწლავი მტკივა მეწვის.რისი ბრალია.კუჭი აშლილი
თარიღი : 05-09-2016
MIHA
გამარჯობათ გვამის ტავტან მაქ გამონაზარდი თუ გამოვარდნილი პატარა ორო პოლიპივით და რა არის ეს თუ ჰეგიცლიათ მიტხრათ
თარიღი : 08-03-2016
Mari....
Gamarjoba.meore bavshvis gachenis shemdeg damewyo es problema.kuchshi gasvlis dros sashinel tkivils vgrdznobdi DA sisxlic gamomdioda..ogond kuchshi gavdiodi Sam dgeshi ertxel DA ratqmaunda shesqelebuli ganavali ufro matkiebda DA agizianebda nawlavs,amavdroulad bavshvi bunebriv kvebaze myavs DA magas vabralebdi kuchshi shekvras.cotaxnis win iyo eseti shemtxveva ROM otxi dge at gavsulvar kuchshi DA mere ROM gavedi aranairi tkivili agar monia Magi's mere DA arc sisxldena.tu shegidzliat gamagebinot momiwesrigda situacia tu ra xdeba very gavige.exla kuchshic gavdivar normalurad titqmis yoveldge.
თარიღი : 18-02-2016
zura
რამდენ ხანსჰი იმკურნება ბუასილი როა იოლი ფორმიტ გაქ ადამიანს
თარიღი : 18-04-2015
eqimi qali aris? da romel saavadmkoposhi
EqimI qali aris? Da romel saavadmkoposhi
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სწორი ნაწლავის კიბოს გამომწვევ მიზეზებზე, კვლევისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გიორგი ბაქრაძე.

- ბატონო გიორგი, რა იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს და როგორია მისი გავრცელება?

ანალური ქავილი ის პრობლემაა, რომელზეც გულახდილად ვერ ილაპარაკებ. არადა, იმდენი უხერხულობა მოაქვს, რომ

სწორი ნაწლავის ნახეთქი
სწორი ნაწლავის ნახეთქი (ფისურა) წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. ამ პრობლემით უპირატესად 18-50 წლის ქალები იტანჯებიან, თუმცა ის ზოგჯერ მამაკაცებშიც გვხვდება. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.

ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება

სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.

თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ.

17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის