რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ბუასილი
ბუასილი

თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ. სხვათა შორის, იმათგან, ვინც ნაწლავის პრობლემების გამო ექიმს მიმართავს, ათიდან ოთხს სწორედ ბუასილი აქვს. უფრო მეტიც - პროქტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანთა 70% ადრე თუ გვიან ამ პრობლემას ეჯახება. ბუასილი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, ისე რომ, მის ნებაზე მიშვებას არ გირჩევთ, თუმცა თვითმკურნალობაც დაუშვებელია - შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული პათოლოგია გამოგვეპაროს. ასე რომ არ მოხდეს, დროულად უნდა მიმართოთ ექიმ-პროქტოლოგს,

რათა დაგისვან სწორი დიაგნოზი, დაგინიშნონ ადეკვატური მკურნალობა და პრობლემისგან გათავისუფლდეთ. რა არის ბუასილი და რა იწვევს მას, ამაზე სასაუბროდ თსსუ-ის სრულ პროფესორს, რევაზ იაშვილის სახ. თბილისის პროქტოლოგიური ცენტრის დირექტორს, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს პროქტოლოგიური სერვისის ხელმძღვანელს თეიმურაზ აბულაძეს ვეწვიეთ


- ბატონო თეიმურაზ, მკითხველი გვწერს: "ვარ 42
წლის მამაკაცი. შვიდი წლის წინ ჰემორაგიული ინსულტის გამო ოპერაციის გაკეთება მომიხდა, ერთი წლის წინ კი ბუასილის ოპერაცია გავიკეთე. ნაოპერაციევი არ მიხორცდება, ნაწლავი ვერ იცლება, გროვდება გამონადენი ჩირქის სახით, მაქვს მეტეორიზმი, წვა და ტკივილი დეფეკაციის შემდეგ. ექიმის აზრით, ნაწლავი შევიწროებულია, მიმდინარეობს პროქტიტი, კოლიტი. კლასიკური მკურნალობა მხოლოდ დროებით მშველის. გთხოვთ, მირჩიოთ რამე". რა შეიძლება ვურჩიოთ?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა მოწესრიგდეს კუჭ-ნაწლავის მოქმედება, აღიკვეთოს ყაბზობა და დიარეა. კარგი იქნება ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება - სანთლების, მცენარეული მიკროოყნების გამოყენება, ანალური არხის მასაჟი თითით, ცხადია, ექიმის კონტროლით.


- რა იწვევს ბუასილს?
- ბუასილი, ანუ ჰემოროიდული დაავადება, თანამედროვე კონცეფციით, წარმოადგენს სწორი ნაწლავის ანალური არხის კავერნოზული სხეულების ჰიპერპლაზიას, ანუ კავერნოზული ვენებისა და მცირე ზომის არტერიების შუნტების დაჯგუფებას. არახელსაყრელ პირობებში ამ სტრუქტურებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, იმატებს არტერიულ-ვენური შუნტების რაოდენობა, ფართოვდება მათი სანათური და ყალიბდება ჰემოროიდული კვანძები. ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

1. ყაბზობა,  დიარეა;
2. ორსულობა, მშობიარობა;
3. ცხოვრების ადინამიური, უმოძრაო წესი;
4. სპორტის ზოგიერთი სახეობა - ცხენოსნობა, ძალოსნობა და სხვა.


- როგორია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები?
- ჰემოროიდული დაავადების კლინიკური ნიშნებია:

  • ტკივილი;
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან;
  • კვანძების გამოვარდნა;
  • გამონადენი;
  • ქავილი უკანა ტანში;
  • შეშუპება;
  • შეუკავებლობა.


- რომელი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს ბუასილის დასადგენად?
- ჰემოროიდული დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შორისისა და სწორი ნაწლავის დათვალიერება-გასინჯვა თითით, ანოსკოპით, სიგმოიდოსკოპით, რასაც, რასაკვირველია, ექიმი სპეციალისტი აკეთებს.


- როგორია ბუასილის მკურნალობა?
- შესაძლებელია ბუასილის ანუ ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა ორგვარად: მედიკამენტურად და ქირურგიულად. მედიკამენტური მკურნალობა ითვალისწინებს:

  • ფლებოტროპული პრეპარატის - დეტრალექსის მიღებას;
  • მალამოებისა და სანთლების გამოყენებას;
  • ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებას.

ქირურგიული ჩარევა ორი სახისაა: ჩვეულებრივი, რომელსაც ჰემოროიდექტომია ეწოდება და მცირეინვაზიური: ლიგაცია ლატექსის რგოლებით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით სისხლძარღვების გადაკვანძვა, მასკლეროზებელი თერაპია.


- როდის ხდება ბუასილის ქირურგიული მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- ჰემოროიდული დაავადების ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა დაავადების მე-3-4 სტადია, როდესაც პაციენტს აღენიშნება:

  • რეგულარული სისხლდენა;
  • კვანძების სპონტანური გამოვარდნა;
  • ხშირი გამწვავება თრომბოზის სახით;
  • უეფექტოა მედიკამენტური მკურნალობა.


- როგორია ოპერაციული მკურნალობის შედეგი?
- ასიდან 95-98 პაციენტი იკურნება.


- როგორია ჰემოროიდული დაავადების პროგნოზი?
- სტადიის გათვალისწინებით, ჩვენებისამებრ ჩატარებული დროული და ადეკვატური თერაპია ყოველთვის ეფექტურია.


- როგორ მოვიქცეთ, რომ ეს დაავადება თავიდან ავიცილოთ?
- ჰემოროიდული დაავადების პროფილაქტიკისათვის საჭიროა:

  • ცხოვრების წესის შეცვლა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოწესრიგება;
  • მრავალფეროვანი ბოჭკოვანი საკვების (ქატო) მიღება;
  • სითხის უხვი მიღება;
  • ადგილობრივი ჰიგიენის დაცვა;
  • ჭარბი წონის შემთხვევაში - წონის დაკლება.

 

თარიღი : 05-04-2018
ოთარი
მაქვს წვა გვამის თავზე და ოდნავ შიგნით, ტკივილი გადადის სასქესო ორგანოზე ხანდახან მტკივა კუდუსუნი რა გზას მივმართო?
თარიღი : 21-08-2017
tea
me vici erti adamiani kurnavs buasils. rac ar unda gartulebuli iyos ert kvirashi archens.
თარიღი : 25-08-2016
ხატია მეტრეველი
შეგიძლიათ გვითხრათ როგორ მივწვდეთ ამ მალამოს?
თარიღი : 30-04-2016
ananobanano
shegizlia mag mezobeli eqimis misamarti an teleponi momceet?
თარიღი : 30-04-2016
luda
anano shegizlia mag sheni mezobeli eqimis nomeri,an misamarti momceet.?
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სწორი ნაწლავის კიბოს გამომწვევ მიზეზებზე, კვლევისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გიორგი ბაქრაძე.

- ბატონო გიორგი, რა იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს და როგორია მისი გავრცელება?

ანალური ქავილი ის პრობლემაა, რომელზეც გულახდილად ვერ ილაპარაკებ. არადა, იმდენი უხერხულობა მოაქვს, რომ

სწორი ნაწლავის ნახეთქი
სწორი ნაწლავის ნახეთქი (ფისურა) წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. ამ პრობლემით უპირატესად 18-50 წლის ქალები იტანჯებიან, თუმცა ის ზოგჯერ მამაკაცებშიც გვხვდება. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.

ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება

სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.

mkurnali.geარიან ექიმები, რომელთა სახელები ყველას პირზე აკერია: გინეკოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ოკულისტები... ექიმი პროქტოლოგები მათ რიცხვში რატომღაც ვერ ხვდებიან, თუმცა კი ის დაავადებები, რომელთაც პროქტოლოგები მკურნალობენ, ძალიან ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის მივმართოთ პროქტოლოგს, უნდა ვიცოდეთ, რას მკურნალობენ ამ სპეციალობის ექიმები. პროქტოლოგი მკურნალობს მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებებს. ეს მეტად დელიკატური სფეროა, ამიტომ ბევრი დიდხანს არიდებს თავს ექიმთან მისვლას, ზოგიერთმა კი არც იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს ან სად იპოვოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ პროქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.

17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის