რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ტკივილი უკანა ტანის მიდამოში
ტკივილი უკანა ტანის მიდამოში

უკანა ტანისა და შორისის მიდამოში ტკივილს ხშირად მწველი, მუდმივი ხასიათი აქვს ან უსიამოვნო დაქაჩვის შეგრძნებით გამოიხატება. მწვავე ანალური ნაპრალის, ჰემოროიდული კვანძების, მწვავე თრომბოზისა და მწვავე პარაპროქტიტის დროს დეფეკაციის აქტის შემდეგ ტკივილი შესაძლოა აუტანელი გახდეს. სწორი ნაწლავის ზოგიერთი სხვა დაავადება (კეთილთვისებიანი სიმსივნე, კიბო) არცთუ იშვიათად დიდხანს უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადების - გაურთულებელი ბუასილის დროს კი ტკივილი, ჩვეულებრივ, არ იგრძნობა ან ოდნავ (გადაბერვის შეგრძნებით) არის გამოხატული. მრავალი ავადმყოფი პრობლემის დელიკატურობის გამო არ ჩქარობს პროქტოლოგთან ჩაწერას. სწორი ნაწლავის პრობლემები და,

შესაბამისად, პროქტოლოგის კონსულტაცია უფრო ინტიმური საქმეა, ვიდრე გინეკოლოგთან მისვლა. ამიტომ პაციენტები წლობით იტანჯებიან, პირდაპირი მნიშვნელობით სისხლისგან იცლებიან, მაგრამ ექიმთან არ მიდიან. ურიგო არ იქნება, თუ გაითვალისწინებთ, რომ რაც უფრო მეტად გადადებთ ვიზიტს, მით უფრო მასშტაბური გახდება და გართულდება პრობლემა. შესაბამისად, გაძნელდება მკურნალობა და გახანგრძლივდება რეაბილიტაცია.

ანალური

ნაპრალი
ეს ანალური (სწორი ნაწლავის) არხის ლორწოვანი გარსის დეფექტია, ხაზოვანი ან სამკუთხედის ფორმისა. ის სწორი ნაწლავის დაავადებათა 15%-ს შეადგენს. ყველაზე ხშირად ავადდებიან ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალბატონები. ანალური ნაპრალი უმეტესად ანალური არხის უკანა კედელზე წარმოიქმნება. ამასთან ეს პათოლოგია არცთუ ისე იშვიათად ბუასილთან ერთად გვხვდება. ანალური ნაპრალის ძირითად გამოვლინებად ითვლება სიმპტომთა ტრიადა: ტკივილი სწორი ნაწლავის მიდამოში, ამ უკანასკნელის სპაზმი და სისხლდენა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სიმპტომები ზოგიერთი სხვა დაავადებისთვისაც არის დამახასიათებელი, ამიტომ აუცილებელია, მათი გაჩენისთანავე მიაკითხოთ ექიმ პროქტოლოგს. ანალური ნაპრალის წარმოშობის მთავარ მიზეზად ანალური არხის ლორწოვანი გარსის მკვრივი განავლოვანი მასებით დაზიანებას მიიჩნევენ. არსებობს სხვა მიზეზებიც, ამიტომ ამ დაავადების გენეზის შესახებ ერთიანი აზრი სპეციალისტებს შორის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. წესისამებრ, ტკივილი დეფეკაციის დროს წარმოიშობა, სისხლდენა კი, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა და დეფეკაციის წინ ან დამთავრებისას შეინიშნება. მწვავე ანალური ნაპრალის შემთხვევაში დეფეკაციის დროს თავჩენილი ტკივილი ერთხანს (წესისამებრ, არცთუ ისე დიდხანს) დეფეკაციის შემდეგაც გრძელდება. სფინქტერის (ასე ვთქვათ, სწორი ნაწლავის მომჭერის) სპაზმი საკმაოდ ძლიერია. სპეციალური მკურნალობის გარეშე, თავისთავად, მწვავე ნაპრალი არ შეხორცდება, ლორწოვანის დეფექტის ადგილას ნაწიბური ყალიბდება და ვინაიდან ნაწიბუროვანი ქსოვილი ელასტიკური არ გახლავთ, ყოველი დეფეკაციის შემდეგ განიცდის ტრავმირებას - ასე ყალიბდება ქრონიკული ანალური ნაპრალი. დაავადების ქრონიკული ფორმის დროს ტკივილი, მართალია, ძლიერი არ არის, მაგრამ დეფეკაციის შემდეგაც დიდხანს გასტანს. ამის გამო პაციენტებს, როგორც წესი, დეფეკაციისადმი შიშის გრძნობა უყალიბდებათ. ადამიანი ერთგვარ მანკიერ წრეში ხვდება - დეფეკაციის შიში მის გადავადებას იწვევს, გადავადების გამო განავლოვანი მასები მკვრივდება, მკვრივი განავლოვანი მასები კი ლორწოვან გარსს აზიანებს. ეს მდგომარეობა ხასიათზეც მოქმედებს: ასეთი ადამიანები მუდამ გაღიზიანებულნი არიან, უჩივიან უძილობას და სხვა უსიამოვნო მოვლენებს. ანალური ნაპრალის პროფილაქტიკის ძირითადი საშუალება კუჭის მოქმედების ნორმალიზებაა: თავიდან უნდა აიცილოთ შეკრულობა და, აქედან გამომდინარე, ძლიერი ჭინთვები, რომლებსაც ანალური არხის ლორწოვანი გარსის დაზიანება (გაგლეჯა) მოსდევს. თავიდან უნდა აიცილოთ შეკრულობის საპირისპირო მოვლენა - დიარეაც, რადგან კუჭის ხშირი მოქმედება ანალური მოდამოს გაღიზიანებას იწვევს. არ არის რეკომენდებული ცხარე, მწარე და სანელებლებიანი საკვების მიღება. დაბოლოს, რაც შეეხება მკურნალობას: საგულისხმოა, რომ ანალური ნაპრალის დროს კონსერვატიულ მკურნალობას ყოველთვის არ აქვს დადებითი შედეგი, ამიტომ პროქტოლოგები ხშირად მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს.

 

კოქციკოდინია
კოქციკოდინიას ხშირად ტელემაყურებლების დაავადებასაც უწოდებენ. ის არცთუ ისე იშვიათია და სწორ ნაწლავსა და კუდუსუნის ბოლო ნაწილში (ამ ადგილას - უფრო მეტად) ძლიერი ტკივილები ახასიათებს. ტკივილი სიარულის, დეფეკაციის, ჯდომის, მუცლის კუნთების დაჭიმვის დროს ძლიერდება და ხშირად ირადირებს (გადაეცემა) შორისის მიდამოში, ბარძაყსა და მუცლის ქვედა ნაწილში. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს კუდუსუნის მიდამოს ტრავმირება, კუდუსუნის ანომალიური განლაგება, მოტეხილობა, ანალური მიდამოს ანთება ან გაღიზიანება. სხვათა შორის, ტკივილის სინდრომი დეფორმაციაზე მეტად ხერხემლის ბოლო სეგმენტის პათოლოგიური მოძრაობით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მარილების ჩალაგება ხერხემლის ბოლო ნაწილში და სხვა. თუმცა ყველაზე ხშირად, მიუხედავად ღრმა და მრავალფეროვანი კვლევისა, კოქციკოდინიის წარმოშობის მიზეზი უცნობი რჩება. მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების მიზეზსა და სტადიაზე. შორსწასული ფორმებისა და კუდუსუნის ამოვარდნილობის დროს მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები მდგომარეობას არ ამსუბუქებს. ხშირად იყენებენ მკურნალობის ოპერაციულ მეთოდებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა რადიკალური ჩარევაც კი ტკივილის შეგრძნებას მთლიანად ვერ ხსნის.



თარიღი : 04-07-2018
ჟანა
გამარჯობათ,მააქვს საშინელი დისკომფორტი და დაქაჩვის შეგრძნება სწორნაწლავთან,ექიმთან ვერ ვახერხებ მისვლას რადგან არ ვცხოვრობ საქრთველოში.რა შეიძლება გავაკეთო ან მივიღო პრეპარსტის სახით.მადლობა წინასწარ
თარიღი : 15-05-2016
nata
უკაცრავად სეიდზლება დევი დევიდზის ტელეფონი რომ მომწერო .საზგვარგარეტ ვარ და არ სემიდზლია საქარტველოსი ცამოსვლა.
თარიღი : 21-11-2014
giorgi
რამე წამალი არ არსებობს ჩვენ თვითონ რო მივიღოტ ვერ მივდივარ ამ ექიმთან ;( ;(
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სწორი ნაწლავის კიბოს გამომწვევ მიზეზებზე, კვლევისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გიორგი ბაქრაძე.

- ბატონო გიორგი, რა იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს და როგორია მისი გავრცელება?

ანალური ქავილი ის პრობლემაა, რომელზეც გულახდილად ვერ ილაპარაკებ. არადა, იმდენი უხერხულობა მოაქვს, რომ

სწორი ნაწლავის ნახეთქი
სწორი ნაწლავის ნახეთქი (ფისურა) წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. ამ პრობლემით უპირატესად 18-50 წლის ქალები იტანჯებიან, თუმცა ის ზოგჯერ მამაკაცებშიც გვხვდება. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.

ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება

სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.

mkurnali.geარიან ექიმები, რომელთა სახელები ყველას პირზე აკერია: გინეკოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ოკულისტები... ექიმი პროქტოლოგები მათ რიცხვში რატომღაც ვერ ხვდებიან, თუმცა კი ის დაავადებები, რომელთაც პროქტოლოგები მკურნალობენ, ძალიან ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის მივმართოთ პროქტოლოგს, უნდა ვიცოდეთ, რას მკურნალობენ ამ სპეციალობის ექიმები. პროქტოლოგი მკურნალობს მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებებს. ეს მეტად დელიკატური სფეროა, ამიტომ ბევრი დიდხანს არიდებს თავს ექიმთან მისვლას, ზოგიერთმა კი არც იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს ან სად იპოვოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ პროქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.

17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის