უკანა ტანის ქავილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უკანა ტანის ქავილი

კვანძები პერიოდულად სისხლმდინარია, უმეტესად კი ანთებითი. ზოგჯერ ანალური ხვრელიდანაც ვარდება. კვანძები ორნაირია: გარეგანი (კანქვეშა) და შინაგანი (ლორწქვეშა). ისინი ვენურ წნულში სისხლის შედედებისა და შემაერთებელი ქსოვილის განვითარების გამო ჩნდება. ბუასილი ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თუ გართულება არ განვითარდა, ავადმყოფს არ აწუხებს. გართულების შემთხვევაში აღინიშნება უკანა ტანის ქავილი, შეკრულობისადმი მიდრეკილება, განავალში კი ლორწოსა და სისხლის მინარევი. ბუასილის მიმდინარეობა მძიმდება სისხლდენის, კვანძის ანთებისა და ჩაჭედვის დროს. ჰემოროიდული კვანძების ანთება მათი ინფიცირების შედეგია. კვანძები გათხელებული კანითა და ლორწოვანით არის დაფარული, ამიტომ ადვილად ინფიცირდება. შესაძლოა, თრომბოფლებიტიც (ვენის კედლის ანთება) განვითარდეს. კვანძების ზედაპირული ნეკროზის დროს გამოიყოფა სისხლნარევი მყრალი სითხე. მალე კვანძები იფუშება და იჭმუხნება. ბუასილს ზოგჯერ სწორი ნაწლავის ანთებაც დაერთვის. მკურნალობა დაავადების სტადიასა და კლინიკურ მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

 

ანალური მიდამოს ნახეთქები

ქავილი ყითას ნახეთქებს სდევს თან. ანალური ნახეთქი ანალური ხვრელის ლორწოვანი გარსის სპონტანურად აღმოცენებული ელიფსოიდური ან ხაზოვანი დეფექტია. ახალგანვითარებულ (მწვავე) ნახეთქს ნაპრალისებური ფორმა და გლუვი, სწორი კიდეები აქვს. მის ფუძეს (ძირს) უკანა ტანის სფინქტერის კუნთოვანი ქსოვილი ქმნის. დროთა განმავლობაში ნახეთქის ძირი (ფუძე) და კიდეები გრანულაციითა და ფიბრინოლიზური ნადებით იფარება. ხანგრძლივი (ერთ თვეზე მეტხანს) მიმდინარეობის შემთხვევაში ნახეთქის კიდეებისგან შემაერთებელი ქსოვილი ვითარდება. ეს უკანასკნელი მკვრივდება, მიმდებარე ქსოვილები კი ტროფიკულ ცვლილებებს განიცდის. გარშემო ანალური ბორცვები ანუ მოჭარბებული ქსოვილოვანი წარმონაქმნები ჩნდება. მოგვიანებით სწორედ ეს წარმონაქმნები აძლევს დასაბამს ფიბროზულ პოლიპებს. უკანა ტანის ქავილი ანალური ნახეთქის განვითარების ადრეულ სტადიაზე იჩენს თავს, ძირითადად კი პათოლოგიას სიმპტომთა ტრიადა ახასიათებს:

  • ტკივილი უკანა ტანის არეში დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ;
  • ანალური სფინქტერის სპაზმი;
  • მცირე სისხლდენა დეფეკაციის დროს.

თუ ნახეთქი დიდხანს დარჩა მკურნალობის გარეშე, ლორწოვანი გარსის ნერვული დაბოლოებები განუწყვეტლივ ღიზიანდება, ადამიანი ძლიერ ტკივილს გრძნობს, არცთუ იშვიათად ვითარდება ანალური სფინქტერის სპაზმი. სფინქტერის სპაზმი, რომელიც დეფეკაციის შემდეგ ვითარდება, გრძელდება რამდენიმე საათს, ზოგჯერ - მომდევნო დეფეკაციამდეც კი. ამ შემთხვევაში ერთგვარი მანკიერი წრე ყალიბდება - ანალური ნახეთქი იწვევს ძლიერ ტკივილს, ტკივილი დასაბამს აძლევს შიგნითა სფინქტერის სპაზმს, სპაზმი კი, თავის მხრივ, ქსოვილთა იშემიის (სისხლნაკლებობის) გამო ხელს უშლის ნახეთქის შეხორცებას.

 

სწორი ნაწლავის გამოვარდნა

უკანა ტანის ქავილი შესაძლოა თან ახლდეს სწორი ნაწლავის გამოვარდნას. ასე უწოდებენ სწორი ნაწლავის ყველა შრის გამოვარდნას ანალური ხვრელიდან. ზოგჯერ ვითარდება შინაგანი რექტალური პროლაფსი, რომელსაც საფუძვლად უდევს სწორი ან სიგმოიდური ნაწლავის ინტრარექტალური ინვაგინაცია (ჩაჭედვა, ჩაბრუნება) გარეთ გამოვარდნის გარეშე. სწორი ნაწლავის გამოვარდნისას ლორწქვეშა შრის სისხლძარღვების მუდმივი მიჭყლეტის გამო გამოვარდნილი უბნის ლორწოვან გარსში განსაზღვრული ცვლილებები ვითარდება. სისხლის შეგუბებისა და სისხლძარღვთა სავსეობის გამო ლორწოვანი გარსი შუპდება. ნაწლავის ჩაბრუნების შემდეგ სისხლის ნაკადის აღდგენისთანავე ლორწოვანი გარსი ჩვეულ, ნორმალურ იერსახეს იბრუნებს.