რომელი მცენარეები აფრთხობენ კოღოებს
არსებობს მცენარეები, რომლებიც თავისი არომატით აფრთხობს ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს. თუ კოღოს საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებების უსაფრთოებას ეჭვქვეშ აყენებთ, ამასთან ფანჯარაზე ბადის დაყენებაც შეუძლებელია, დაგეხმარებათ მცენარეები, რომელთაც უხსოვარი დროიდან იყენებდნენ მწერების საწინააღმდეგოდ.
1.ბარამბო. ბარამბოს თეთრი ყვავილები და ლიმონის ნაზი არომატი აქვს, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. ის განსაკუთრებით ეფექტურია სისხლისმწოველი მწერების დასაფრთხობად.
2. კავკასიური გვირილა. კოღოების საწინააღმდეგო ძველი ხალხური საშუალებაა. ამ სახეობის გვირილას დაფხვნილი გამხმარი ყვავილედი, ღერო და ფოთლები, აზიანებს მწერის ნერვულ უჯრედებს. საკმარისია სახლში განვათავსოთ გვირილას რამოდენიმე თაიგული და კოღოები დავივიწყოთ მთელი კვირის განმავლობაში.
3. რეჰანი. მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ რეჰანს ერიდება ბუზი, კოღო, ბუგრი და ტკიპა. თუ რეჰანს ჩავრგავთ ქოთანში და დავდგამთ ფანჯრის რაფაზე, მწერები ვეღარ გარისკავენ სახლში შემოფრენას. შეიძლება ასევე რეჰანის დაჭრილ ფოთლებს დავასხათ წყალი და გამოვიყენოთ როგორც სპრეი.
4. ლავანდა. ლავანდის სუნი აფრთხობს კოღოსა და ჩრჩილს. მისი მოშენება შეიძლება ქოთანში აივანზე.
5. პიტნა. პიტნის სუნი არ უყვართ ჭიანჭველებს, ტილებს, ბუზებსა და კოღოებს. ის აფრთხობს ასევე თაგვებს. შეგიძლიათ პიტნის ფოთლები განალაგოთ სათავსოში.
6.როზმარინი. შეგიძლიათ გამოიყენოთ კოღოების საწინააღმდეგოდ. 7.ასფურცელა. ის არა მარტო კოღოებს, არამედ ბუზებსაც უმკლავდება.
8. გულყვითელა. შესანიშნავი საშუალებაა კოღოების მოსაშორებლად.
9. დიდგულა. მას სპეციფიური არომატი აქვს, რომელიც ყველას არ მოსწონს. თუმცა ახლადმოწყვეტილ ტოტებს თუ მოვათავსებთ ლარნაკში, კოღოების შესაჩერებელ შესანიშნავ საშუალებას მივიღებთ.
გარდა ამისა, მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის, ჩაის ხის ეთერზეთებს თუ მოვათავსებთ რაიმე ცხელ ზედაპირზე, ესეც დაგვხმარება მწერებისგან გათავისუფლებაში.
ლალი ჩხიკვაძე
როგორ ვებრძოლოთ კოღოს ნაკბენებს