არის თუ არა საქართველოში გავრცელებული 6-სანტიმეტრიანი მატლები - პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კომენტარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა საქართველოში გავრცელებული 6-სანტიმეტრიანი მატლები - პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კომენტარი

"ვაიმეე !! გოგოებო ბავშვები მოარიდეთ მინდორს!! რაღაც საშინელებაა გავრცელებულიიი! ჩემს ბიჭს ხელი ეფხანებოდააა მტკივაო ვნახე რაღაც ქონდა მეთქი ტკიპაათქო შემეშინდა ჩემით ამომეღო ვიცი რომ თუ თავი ჩარჩა საშიშია გავაქანე პედიატრთან და 6 სანტიმეტრის სიგრძის შავი მატლი ამოუღო! ლამის იქვე გული წამივიდააა! ასე მითხრა ბოლო 1 კვირაში მეცხრე შემთხვევაა თქვენი შვილი რაღაც არის გავრცელებულიო. ჯერ ვერ დაადგინესო იკვლევა ჯანდაცვის სამინისტროო. ან ტელევიზორში რატო არ ხმაურდევა ან რამე რეაგირება რატომ არ არის ამ ყველაფერზე ?!!! ეხლაც ხელით მიჭირავს გული ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა. კიდევ კარგი დროულად მოხვედითო თორემ ზოგს გვიან მოყავს და სიცხე და პირღებუნება ეწყებათ მერეო! შოკში ვარ"

მკურნალი.გე დაუკავშირდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, ექიმ-პარაზიტოლოგს, მედიცინის დოქტორ ირმა კოკაიას და ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა:

mkurnali.ge - ჩვენამდე არ მოსულა არცერთი მსგავსი შემთხვევა, პარაზიტოლოგიური პათოლოგიები, როგორც წესი, აუცილებლად მოდის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტამდე, მით უმეტეს, თუ ერთ პედიატრს ცხრა შემთხვევა ჰქონდა, ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს თუნდაც ინფორმაცია ამ ყველაფერზე. ამასთან, არსებობს გარკვეული რეგულაციები, როცა გაურკვეველი ეტიოლოგიის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად უნდა მივიდეს ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომდე და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრამდეც. ასეთი რამ არ მომხდარა. მე ვერ გეტყვით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არავითარი 6-სანტიმეტრიანი მატლები გავრცელებული არ არის საქართველოში. ამიტომ ნუ აყვებით პანიკას. ზოგადად კი, მცირეწლოვანი ბავშვები, უმჯობესია, მოარიდოთ ბალახებსა და ყვავილებს - ამით დაიცავთ მათ ალერგიისგანაც და მწერებისგანაც.