5 დაავადება, რომელსაც წყლის არასაკმარისი მიღება იწვევს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
5 დაავადება, რომელსაც წყლის არასაკმარისი მიღება იწვევს
ადამიანი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს ორგანიზმში წყლის ნორმალური შემცველობის დარღვევაზე - ორგანიზმი  წყლის გარეშე მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. ორგანიზმში წყლის დეფიციტს ქრონიკულ გაუწყლოებას უწოდებენ. ის მრავალი დაავადების მთავარი მიზეზია, მათ შორის - ასთმის, ალერგიების, ჰიპერტონიის, ჭარბი წონის, ემოციური პრობლემებისა და დეპრესიის. სითხის 2%-ის დაკარგვისას,  ადამიანს უჩნდება წყურვილის შეგრძნება, 8%-ის დაკარგვისას კანი ექერცლება, პირი უშრება და გონება ებინდება. 10%-ის უკმარისობისას იწყება ჰალუცინაციები, ძნელდება ყლაპვა, 12%-ის დანაკარგი კი სიკვდილს იწვევს.

წყლის არასაკმარისი მიღება არღვევს ორგანიზმის ცხოველქმედებას, თავს იჩენს დაღლილობის შეგრძნება, მცირდება შრომის უნარი,
ირღვევა საჭმლის მონელებისა და ათვისების პროცესები, ნელდება ბიოქიმიური რეაქციები, იზრდება სისხლის სიბლანტე, რაც თრომბების წარმოშობის საშიშროებას ქმნის. ამასთანავე, სქელი სისხლი ცუდად აწვდის საკვებს ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს, ირღვევა სისხლის წარმოქმნის პროცესი, ტრავმირდება სისხლძარღვები, ზიანდება კუნთები და სახსრები. წყლის გარეშე წარმოუდგენელია სხეულის ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნება. ტვინის
75% წყალია, შესაბამისად, გაუწყლოება ტვინის უჯრედებისთვის ძლიერი სტრესია. წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება თირკმელებში ქვების წარმოქმნის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდიც არის.

გარდა ამისა, წყალი:
• სახსრების ბიოლოგიური საპოხი და ზურგის ტვინის ამორტიზატორია;
• არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას, აფერხებს ცხიმის დაგროვებას;
• არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სტრესის საკომპენსაციო მექანიზმებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
უმნიშვნელო გაუწყლოებამაც კი შეიძლება დააქვეითის ადამიანის ყურადღების კონცენტრაცია, გააუარესოს განწყობა
09-08-2018
ჩვეულებრივი წყალი ხშირად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ფინჯანი ყავა თუ გაზიანი სასმელი.
21-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
თუთიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უჯრედთა რეგენერაციისთვის (განახლებისათვის), ამის გამოა, რომ თუთიის
ორგანიზმში წარმოდგენილ ელემენტებს შორის კალციუმს მეხუთე ადგილი უპყრია (ნახშირბადის, ჟანგბადის, წყალბადისა და აზოტის შემდეგ),
მეტაბოლური სინდრომი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა კომპლექსი,
კალციუმი ადამიანის ორგანიზმში გავრცელებული მაკროელემენტია. ის აუცილებელია გულისა და ძვლების
ცილა (პროტეინი) ორგანიზმის საშენი მასალა, ძვლოვანი და კუნთოვანი მასის საფუძველია.
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით