შოკოლადი გაცილებით სასარგებლო აღმოჩნდა ორგანიზმისთვის, ვიდრე აქამდე გვეგონა
“ჩვენ გაგვაოცა ჩვენივე მრავალწლიანი კვლევის შედეგებმა - აღმოჩნდა, რომ შოკოლადის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო კომპონენტები ეფექტურად იცავს ნეირონებს. ამ ნუგბარს უამრავი სასარგებლო თვისება და ეფექტი აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული ეფექტები!”, - აცხადებენ კვლევის ავტორები.
ყოველივე აღნიშნული თურმე ფლავონოიდებს უკავშირდება. ამ უკანასკნელით მდიდარია კაკაო. ეს მცენარეული პოლიფენოლები აუმჯობესებს მეხსიერებას და მთლიანობაში ზრდის კოგნიტიურ შესაძლებლობებს.
იტალიელმა მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევით აჩვენეს, რომ ასაკოვანი პირები, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ შოკოლადს, ბევრად უფრო “ნათელი გონებით” გამოირჩევიან, ასაკთან დაკავშირებული ნეიროდეგენერაციული პროცესებიც მათთან უფრო ნაკლები სიხშირით ფიქსირდება, იმ პირებთან შედარებით, ვისაც ტკბილეული, კერძოდ კი, შოკოლადი არ უყვარს!
თინათინ გოცაძე