ტვინის ვიტამინი
არსებობს კვლევები, რომლითაც დადასტურებულია E ვიტამინის დიდი დოზების უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე, (ზოგიერთი დასკვნის მიხედვით ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და გარკვეულწილად ფილტვის სიმსივნის განვითარებასაც უწყობს ხელს). ეს უპირველესად შეინიშნება მწეველებთან. სწორედ მოხალისე მწველებს აძლევდნენ რეგულარულად E ვიტამინს თამბაქოს კვამლში შემავალი კანცეროგენებისაგან ორგანიზმის დასაცავად. ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ დადებით ეფექტს აღნიშნული ვიტამინი ძირითადად პროდუქტთა შემადგენლობაში ავლენდა.
E ვიტამინის დღიური დოზის მიღება საკვები პროდუქტებიდან არც ისე რთულია. ამისათვის საკმარისია დღეში 2 საადილის კოვზი არარაფინირებული ზეთი, ამდენივე მზესუმზირა ან კიდევ ერთი მუჭა ნიგოზი მიირთვათ. E ვიტამინს უხვად შეიცავს აგრეთვე პარკოსნები, მარცვლეული, სალათის და სხვა მწვანე ბოსტნეულის ფოთლები, ასევე საქონლის ღვიძლი.
თინათინ გოცაძე