მშობლების სიმსუქნე მათ შვილებში ტვინის დაზიანების, ასთმის, ინსულტებისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის
აუცილებელია სიმსუქნესთან მასობრივი ბრძოლის სასწრაფოდ გამოცხადება.
მშობლების სიმსუქნე ზრდის მათ შვილებში ტვინის დაზიანების, ასთმის, ინსულტებისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს. ეს დაუსრულებელია ჯაჭვია. ჭარბწონიანი მშობლები „ასაჩუქრებენ“ ბავშვებს სხვადასხვა დაავადებებითა და სიმსუქნისადმი მიდრეკილებით. ისინი კი ამ პრობლემებს თავიანთ ბავშვებს გადასცემენ და გრძელდება დაუსრულებლად.
სტატისტიკის თანახმად, სულ უფრო მეტ დედას აღენიშნება ჭარბი წონა ან გამოხატული სიმსუქნე, რაც ზრდის ახალშობილის მკვდრადშობადობის, თავად დედის ან შვილის ჰიპერტონიისა და დიაბეტის რისკს. სიმსუქნე საშიშია მშობიარობის დროს გართულებების თვალსაზრისითაც.
ბავშვისთვის დედის სიმსუქნე ნიშნავს: ჰორმონულ დონეზე გამოვლინილ ნეიროენდოკრინულ, მეტაბოლურ, იმუნურ, ანთებით ცვლილებებს.
ლალი ჩხიკვაძე