წყალი და ადამიანის ორგანიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყალი და ადამიანის ორგანიზმი

წყლის მნიშვნელოვანი ფუნქციებია:

  • ხსნის მინერალებს, მონაწილეობს სითბოს გაცემასა და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტთა გამოყოფაში;
  • საჭიროა სისხლისა და ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციისათვის (ახალი უჯრედების წარმოქმნისათვის). წყლის დეფიციტის დროს ადამიანს აღენიშნება ანემია (სისხლნაკლებობა) და საჭმლის მონელების დარღვევა;
  • აუცილებელია სახსრების ჯანმრთელობისათვის, ერთგვარი საცხის როლს ასრულებს ძვალთა შეერთებისას, ამცირებს ტკივილს სახსრებში და იცავს მათ ცვეთისაგან;
  • წყლის დეფიციტი უარყოფითად აისახება აზროვნებით ფუნქციაზეც - კოგნიტური ფუნქციები და უნარ-შესაძლებლობები რამდენადმე ქვეითდება, სისხლი სქელდება და გულს სულ უფრო მეტად უჭირს მისი გადატუმბვა;
  • წყლის გარეშე ადამიანმა შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე-ღამე გაძლოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ:

1) ჭარბი სითხე იწვევს გულისა და თირკმელების ფუნქციურ გადატვირთვას, გამორეცხავს ქსოვილებიდან საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს, ხელს უწყობს შეშუპების განვითარებას. სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა (ღებინება, დიარეა, იგივე ფაღარათი) იწვევს ოგანიზმის გაუწყლოებას.

2) მავნებელია დიდი რაოდენობით ცივი წყლის დალევა – იწვევს კუჭის ძლიერ და სწრაფ გადაცივებას, უარყოფითად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე. ცივი წყალი განსაკუთრებით მავნებელია რევმატიზმის, პოდაგრის, ნერვული სისტემის პათოლოგიების, სხვადასხვა სახის სიმსივნის, დამბლისა და სისხლძარღვთა დაცობის დროს.

3) გასტროენტეროლოგთა რჩევით, სასურველია, დილით, უზმოზე, ცხელი წყლის (30-40 გრადუსის) ყლუპ-ყლუპად დალევა. კარგი იქნება, თუ მას ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთს დაამატებთ. ცხელი წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის “ამუშავებას” უზრუნველყოფს, გამოდევნის ორგანიზმიდან იმ ტოქსინებსა და წიდებს, რომლებიც ღამის განმავლობაში დაეფინა კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს. უზმოზე ცხელი წყლის მიღებას ზოგჯერ საფაღარათო ეფექტიც აქვს. პროცედურიდან რამდენიმე დღეში საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ქრება, კანი იწმინდება.

შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის პროცესში ან მისი დასრულებისთანავე?

სპეციალისტთა ნაწილი უშუალოდ ჭამის დროს წყლის დალევას არასასურველად მიიჩნევს, რადგან წყალი კუჭის წვენის განზავებას იწვევს და ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც. მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ წყალი მაშინ უნდა დავლიოთ, როცა მოგვინდება - ჭამის პროცესშიც და უმალ ჭამის შემდეგაც. კუჭი არ არის უბრალო ტომარა, რომელშიც საკვები გროვდება და შემდეგ განყოფილებაში გადადის. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე მონელების პროცესი გაცილებით უფრო რთულია. ჭამის პროცესში მიღებული წყალი კუჭის მოგრძო ნაკეცების კვალად გადაადგილდება და თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის ისე, რომ კუჭის წვენს საერთოდ არ ერევა. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ მიღებული წყლის ტემპერატურას. სასარგებლოა და აუცილებელი ოთახის ტემპერატურის წყლის დალევა. ცივი წყლის დალევა მეტად მავნებელია. ჯერ კიდევ საბჭოთა რენტგენოლოგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ საკვები, თუ მას ცივ წყალს მივაყოლებთ, კუჭს ძალიან სწრაფად (დაახლოებით 15-20 წუთში) ტოვებს, იმის ნაცვლად, რომ საათს ან მეტხანს დაყოვნდეს მასში (მიღებული საკვების სპეციფიკიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე). ამის გამო ცილები ვერ ასწრებს დაშლას ამინმჟავებად და ორგანიზმი ვერ ახერხებს მათ შეთვისებას. მოუნელებელი ცილები კი ნაწლავებში ხვდება და იქ ლპობას განიცდის. ყოველივე ეს, საბოლოოდ, ნაწლავების ანთებით პროცესებს განაპირობებს: ვითარდება კოლიტი, ენტერიტი, დისბაქტერიოზი. გარდა ამისა, ადამიანს დანაყრების შეგრძნების პროცესიც ერღვევა და მალევე ეუფლება შიმშილის გრძნობა.